რეზონანსი
(30.09.2020)

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის მიღებისას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილი გათვალისწინებული არ იქნა.

მისივე შეფასებით, ხელისუფლებას დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის არანაირი პოლიტიკური ნება არ აქვს. სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ დღეს სასამართლო სისტემის მთავარი პრობლემა „კლანური მმართველობაა".

„დღეს, ვენეციის კომისიას გავაცანით ჩვენი შეხედულებები, რაც სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს ეხება. ხელისუფლებას დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის არანაირი პოლიტიკური ნება არ აქვს. ეს პოლიტიკური ნება იარსებებს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. დღეს, სასამართლო სისტემის მთავარი პრობლემა ისაა, რომ „კლანური მმართველობა" რჩება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სერიოზული რეფორმის გარეშე „კლანი" არ ჩამოიშლება. ვფიქრობ, რომ ვენეციის კომისიისთვის გასაგებია ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს სასამართლო სისტემა რჩება. თქვენ ნახეთ, რომ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა სწორედ სასამართლო სისტემა იყო და ჩვენს პარტნიორებს ხელისუფლების მიმართ ყველაზე მეტი პრეტენზია აქვთ", - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ჩაწერა სახელი
მედეა (01.10.2020)
სამადაშვილისდროინდელი "დამოუკიდებელი" სასამართლო დაბრუნდება? რა უტიფრად გვატყუებთ,ქალბატონო სალომე!

ეკა (30.09.2020)
თქვენ რომ იყავით ხელისუფლებაში რატომ ვერ შექმენით დამოუკიდებელი სასამართლო? თქვენ რომ დამოუკიდებელი სასამართლო შეგექმნათ დღეს ის იარსებებდა. ეს ხელისუფლება მიყვება იმ ქარგას რაც თქვენ შექმენით. სამწუხაროდ, არ გვაქვს იმედი რომ თქვენ რამეს ახალს შექმნით.