ია აბულაშვილი
(20.05.2020)

საქართველოში წმინა გიორგის ოდითგანვე განსაკურთბულ თაყვანს სცემდნენ და ჩვენს წინაპარს წმინდა გიორგის სახელზე 363 ტაძარი და სამლოცველო აუგია. ხალხში კი არაერთი ლეგენდა და თქმულება შემორჩა ეკლესიებში დაცული წმინდანის წმინდა ნაწილების შესახებ. ერთ-ერთ ლეგენდაში ფიგურირებს თავგარის სასწაულმოქმედი წმინდა გიორგის ტაძარი, რომელიც ქართლის მეფე ფარსმანს მე-4 საუკუნის ბოლოს აუშენებია.

მას ცოლად ჰყავდა აფხაზთა მთავრის ასული, რომელსაც მზითვად მოჰყოლია წმინდა გიორგის მოჭედილი ხატი, წმინდა ნაწილებით. სწორედ ამ ხატის და წმინდა ნაწილების საბრძანებლად აუშენებიათ მთის წვერზე ეკლესია. თქმულების თანახმად, წმინდანის მკლავი და თავის ქალა გერში დაუმრახავთ, ამიტომაც დაარქვეს თავგერიო.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით კი "თავი წმინდანის გიორგისა ჯვარსა შინა დასვენებული" გორიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესიაში იყო დავანებული. გორიჯვრის ეკლესია თრიალეთის მთებსა და მტკვრის სანაპიროზე, ქალაქ გორის პირისპირ ამოზიდულ მთაზე მდებარეობდა, რომელიც 1920 წელს გორში მომხდარი საშინელი მიწისძვრის დროს დაინგრა.

გადმოცემით თანახმად, მე-4 საუკუნის დასაწყისში აქ აღმართული იყო ჯვარი და სახელი "გორიჯვარი" აქედან მოდის. ეს ჯვარი წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება; მისი ძალისხმევით მაშინ საქართველოში სამი ჯვარი აღიმართა, ერთი მცხეთაში, მეორე თხოთის მთაზე, მესამე უჯარმაში. ამ ჯვრების ნარჩენებიდან კი შეიქმნა გორიჯვარი.

გორიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესიის საკურთხეველში აღმართულ ჯვარზე, რომელშიც წმინდა გიორგის ნაწილები ინახებოდა, თქმულების თანახმად, ეს ჯვარი ვახტანგ გორგასალმა გაკეთებინა და მისი დღესაწაულიც დააწესა. ჯვრის სიმაღლე 188 სანტიმეტრი იყო, ვახტანგ გოგასლის ტანის ზომისა. ამბობენ, რომ როცა ძლიერი მტერი მოვიდოდა, ვახტანგ გორგასალი ამ ჯვარს ლაშქარის წინ წაუმძღვარებდა.

ერთ-ერთი ვერსიით კი გორიჯვრის ხის ჯვარი, რომელშიც სავარაუდოდ წმინდა ნაწილები ინახებოდა, ალექსანდრე პირველმა ვერცხლის ფირფიტებით ქართველ ოსტატს შეამკობინა, რომელიც დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული, გორიჯვარში კი მისი ასლი დგას. გორიჯვრის ტაძრის საკურთხევლის ჯვარი 188 სანტიმეტრია, სიგანე კი 94 სანტიმეტრი. ჯვრის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია იესო ქრისტეს ჯვარაცმა, ხოლო დანარჩენ ნაწილებზე წმინდა გიორგის ცხოვრების და წამების სცენები. თითოეულ სცენას თან ახლავს ასომთარული წარწერა. ჯვარზე გამოსახულია, ასევე 14 კომპოზიცია.

ჩაწერა სახელი