ია აბულაშვილი
(13.05.2020)

„მიტრა, არხიერისა ქუდად წოდებული, რომელიც შემსგავსებული არის ძველისა სჯულისა, სამღვდელოსა კიდარსა, თავსაბურველსა არონისასა, არის ნიშანი დიდებისსაუფლოსა და ხელმწიფესა მის მიერ მიცემული მსახურთა თავისთათვის განსანათლებლად, დიდებისათვის მისისა. ხატებით მოოჭვილი და წყლებით მოვლებულნი, რომელნიც მიეცემათ მღვდელმთავართ, არქიმანდრიტთ და წინამძღუარებათა" - ასე აღწერს იოანე ბატონიშვილი სამღვდელო გვირგვინს მიტრას, რომელსაც ქართულ მართლმადიდებულურ ეკლესიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

პირველი ცნობა, მიტრის ტარების შესახებ თარიღდება მე-11 საუკუნით. მიტრის ტარების უფლება მხოლოდ ალექსანდრიის პატრიარქს ჰქონდა. კონსტანტინეპოლის დაცემის შედეგ 1453 წელს მიტრის ტარება საყოველთაო გახდა და ეპისკოპოსების შესამოსელის აუცილებელი ნაწილი გახდა.

საქართველოს ეკლესიაში კათოლიკოს პატრიარქის მიერ მიტრის ტარების წესი მე-16 საუკუნიდან დამკვიდრდა, რომელიც შემკული იყო პატარა ხატებით, სახარების სცენებით და ძვირფასი ქვებით. მიტრაზე ასევე გარშემორტყმული იყო ფეტონები, რომელზედაც მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების სცენებია წარმოდგენილი, "ზიარება" "ფეხთბანა", "საიდუმლო სერობა", "ღვთისმშობელი". სიმბოლური დატვირთვის მატარებულია ასევე მიტრის ფერი "შემოსეს მეწამული ქლამიდით, მაცხოვრის სისხლი, რომელიც ჯვარცმის დროს დაიღვარა". მიტრის მასალად გამოყენებული იყო დიბა-ხავერდი, აბრეშუმი, ვერცლიმკერდი, აბრეშუმის და ზეზის ძაფი.

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულია სულ 25 მიტრა, აქედან ნაწილი საქართველოდან მენშევიკური მთავრობის მიერ პარიზში გატანილი და 1945 წელს დაბრუნებულ განძს ეკუთვნის. ნაწილი საქართველოს ეკლესია-მონასტრებიდან არის შემოსული. სიონის თბილისის განძსაცავში დაცული იყო 6 მიტრა, რომლიც 1921 წელს ბოლშევიკებმა გაანადგურეს, გადარჩა მხოლოდ ერთი.

მუზეუმში დაცული მიტრებიდან ყველაზე ძველი მღვდელმთავარ მიტროფანეს თავსამკაულია, რომელიც მე-17 საუკუნის დასაწყისით თარიღდება; ეს არის ქართული ხელოვნების უნიკალური ნიმუში. მეტალის ფირფიტაზე გადაკრული ოქრომკერდით მოქარგული ქსოვილით, რომელიც შემკულია ფეტონებით. ზემო ფეტონზე გაწყობილ ფირფიტაზე მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებაა გამოსახული, ქვემო ფირფიტაზე კი მის ზეციური ყოფა. ფირფიტაზე ასევე გამოასახულია მამა ღმერით, სულიწმინდა, სერაფიმები. მიტრის ცაზე კი 7 ჯვარია გამოსახული, გვერდზე მახარობლებით. თავსამკაული მთლიანად ოქროგულითა და მარგალიტებით არის დაფარული, ასევე შემკულია ძვირფასი ქვებით, ფირუზებით და წითელი იაგუნდით.

მეორე უნიკალუცრი მიტრა, რომელიც ჩვენამდე შემორჩა დამზადებულია 1683 წელს ისპაჰანში. კახეთის დედოფალს ელენეს შეუკვეთია ქართველი ოსტატისთვის, ვინმე პაპუნა ძებურიშვილისთვის. ეს არის ბაჯაღლო ოქროსგან დამზადებული მიტრა, რომელზედაც გამოსახულია იესო ქრისტე, წმინდანები და ანგელოზები. მიტრაზე გამოსახულია ასევე ჯვარი შემკული ძვირფასი ქვებით. მიტრას ამშევენებს საქტიტრო წარწერა, რომელიც მიანიშნებს, რომ მიტრა დამზადებულია ალავერდის საკათედრო ტაძრისთვის. ეს უნიკალური მიტრა 1904 წლის მონაცემებით დაცული იყო თბილისის განძსაცავში.

მე-17 საუკუნით თარიღდება საბუხრეებისგან დამზადებული მიტრა, რომელზედაც გამოსახულია ხარების კომპოზიცია, ფეხზე მდგარი ღვთისმშობლით, ციდან სულიწმინდა ეშვება, მიტრის მეორე მხარეს გამოსახულია ანგელოზი ყვავილებით ხელში. სერაფიმები და ცაზე მაცხოვარი. დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა მიტრა, რომელიც ელისაბედ დედოფალმა ცაგერის ღვითსმშობლის ეკლესიას შესწირა. ასევე ოდიშის დედოფალ ანას მიერ ცაიშის ღვთისმშობლის ეკლესიისთვის შეწირული მიტრა. მე-18 საუკუნიდან მიტრების გაფორმებაში გამოჩნდა მცენარეული ორნამენტი.

ჩაწერა სახელი