ია აბულაშვილი
(23.03.2020)

"კვალად ხორნაბუჯის ჩრდილით არის ხირსის მონასტერი, რომელი ჰყო ცამეტ მამათაგანმან წმინდა სტეფანემ, დიდ კეთილ-შენი დაფლული არის მუნვე წმინდა სტეფანე ზის წინამძღვარი"- ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი ხირსის მამათა მონასტერს, რომელიც სიღნაღიდან 11 კმ-ში სოფელ ტიბაანში მდებარებს.

14 საუკუნის განმავლობაში მრავალიჭირნახულის მნახველი ეს უნიკალური მოანსტერი, თავდაპირველად ცამეტ ასურელმამათაგან ერთ-ერთმა ღირსმა სტეფანემ ააგო მე-6 საუკუნეში, რომელიც ქრისტიანობის საქადაგებლად შემოვიდა საქართველოში.

მცხეთიდან წამოსულს სამოღვაწეოდ ცივგობორის მთის ქედზე, რომელიც მაშინ უღრანი ტყით იყო დაფარული, ფერდობი შეურჩევია და აქ აუშენებია მცთავის ზეციური მფარველის წმინდა პირველმოწამე სტეფანეს სახელზე მცირე ეკლესია. მე-10- მე-11 საუკუნეების მიჯნაზე

სტეფანე ხირსელის მიერ აგებული მცირე ბაზილიკა კახთა მეფეს კვირიკე პირველს გუმბათოვანი დიდი ეკლესიით შეუცვლია. მე-14 საუკუნეში კი უკვე ნახევრად დანგრეული ეკლესია ლევან კახთა მეფეს შეუკეთებია.

საიდან მოდის ტაძრის სახელი უცნობია, ერთ-ერთი ვერსიით, იგი ქართული სიტყვიდან "ღირსიდან" მოდის. სხვა ვერსიებით კი მონასტრის გვერდით ჩამოედინებოდა მდინარე ხირსა, ან თავად წმინდა სტეფანეს შემოუტანია ეს სახელი აზიიდან საქართველოში.

ხირსის სამონატსრო კომპლექსი, რომელიც ქართულ სტილშია ნაგები, რამდენიმე ნაგებობას მოიცავს. მთავარი ტაძარი არის სტეფანწმინდის სახელობის, მის ჩრლდილო ნაწილშია დავსვენებული ღირსი სტეფანეს წმინდა ნაწილები. გადმოცემის თანახმად, კი მონასტრის უძველესი სიწმინდე წმინდა პირველმოწამე სტეფანეს ნეკი თავად ღირს სტეფანეს ჩამოუბრძანებია. ეს სიწმინდე დღეს ბოდბის დედათა მონასტარშია დაბრძანებული.

საქართველოს სხვა ეკლესიებიდან განსხვავებით ხირსის ეკლესიაშია ასეთი ტრადიცია ყოფილა, შესაწირის სახით, იქუარი მცხოვრებლები, მამაკაცები საკუთარ შრომას სწირავდენ მონასტერს, მთელი თვის მანძილზე უსასყიდლოდ შრომობდნენ ეკლესიაში, მათ "კურატი" ეწოდებოდათ და ეკლესიიდან მხოლოდ საკვებს და ქალამნებს იღებდნენ. "კურატი" დროს რომ გაასრულებდა, პარაკლისის გადახდას სთხოვდა მღვდელმსახურს და შინ ბრუნდებოდა.

ხირსის ეკლესიაში იყო მნიშვნელოვანი მისიონერული ცენტრი, ერთ-ერთი ის სავანე, საიდანაც ქართველ სასულიერო მოღვაწეებს ქრისტიანობა შეჰქონდათ დაღესტანში, ოსეთში, ინგუშეთში, ასტრახანში, დერბენტში და სხვაგანა. ამ საქმეში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის იოანე მანგლელს, გვარად სააკაძეს, რომელიც ჩრდილო კავკასიის მთიანეთში სამისიონერო მოღვაწეობას ეწეოდა.

ხირსის ეკლესია იყო ერთ-ერთი მთელს კახეთში, სადაც ღვთისმსახურება მაშინაც აღევლინებოდა, როცა საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია დაკარგული ჰქონდა. " ეს უბედური მონასტერი აუცილებლად დაიკეტება და რუსებს ჩაუვარდება ხელში. რუსები გულმოდგინობენ, იქნება ეგზარხოსსაც აღარ ჰკითხონ, პირდაპირ პეტრბურგიდან ბერები გამოაგზავნონ.

ქართველი ვარ და არ მინად ჩემი მამა- პაპათა სასაფლოები უცხო ტომის ხალხს ჩაუვარდეს"- წერდა 1895 წელს ხირსის მონასტერზე ლეონიდე ოქროპირიძე.

რუსეთის მეფის დროს არა, მაგრამ წითელი კომისრების ქვეყანაში ხირსაში მართლაც შეწყდა სამონასტრო ცხოვრება. ეკლესია, რომელიც ბოლშევიკებმა გაძარცვეს, ბოლოს საწყობად იყენებდნენ.

ჩაწერა სახელი