ია აბულაშვილი
(20.03.2020)

იოანე ღვთისმეტყველი, იოანეს სახარების, იოანეს გამოცხადების (აპოკალიფსის) და სამი ეპისტოლეს ავტორი, ქრისტეს ათორმეტი მოციქულთაგან ერთადერთია რომელმაც ყველაზე მეტხანს იცოცხლა და მოწამებრივი სიკვდილით არ აღესრულა. წმინდანი გარდაიცვალა ახ.წ. 110 წელს და იქვეა დასაფლავებული. ღვთისმშობლის მგავსად ხორციელად ზეცად ამაღლდა, ამიტომ მისი წმინდა ნაწილები ეკლესიას არ შემორჩა.

იოანე და მისი ძმა იაკობი ქრისტემ გალილეის ზღვის ნაპირზე დაინახა და უთხრა მას წაჰყოლოდნენ. იოანე იყო ქრისტესთან ერთად იაიროს ქალწულის აღდგენის მოწმე. მხოლოდ იოანე, იაკობი და პეტრე იყვნენ თაბორის მთაზე ქრისტეს ფერისცვალებისას, გეთსიმანიის ბაღში ქრისტეს ლოცვისას. წმინდა მოციქული არ მოშორებია მაცხოვარს, როცა იგი შებორკილი, გეთსიმანიის ბაღიდან სამსჯავროზე მიჰყავდათ. თან გაჰყვა მღვდელმთავრის ეზოში და მის დაკითხვას დაესწრო. გოლგოთას გზაზე შეუდგა ქრისტს. ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა და ღვთისმშობელთან ერთად ტიროდა. ჯვარზე გაკრულმა მაცხოვარმა იოანეს დაავალა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე ზრუნვა.

ამ დღიდან მოყოლებული იოანე შვილივით ზრუნავდა და ერთგულად ემსახურა ყოვლადწმინდა ქალწულს. ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ, მის წმინდა გვამს გეთსიმანიის ბაღში დასაკრძალვად მიასვენებდა, იოანეს. ცხედრის წინ მიჰქონდა სამოთხის შტო, რომელიც გაბრიელ მთავარნაგელოზმა მიართვა მაცხოვრის დედას.

ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ, იოანე მოწაფესთან პროხორისთან ერთად ქალაქ ეფესოში წავიდა. გზად იოპიაში მათი ხომალდი ძლიერი ქარიშხლისგან დაიღუპა, მაგრამ ყველა გადარჩა. მხოლოდ იოანე დაინთქა უფსკრულში. მისი მოწაფე დიდხანს ელოდა ნაპირზე მოციქულის გამოჩენას, მაგრამ ამაოდ; მხოლოდ მეთოთხმეტე დღეს გამორიყა ნაპირზე ზღვამ ადამიანი. როცა უცნობს მიუახლოვდა, გაოცებისგან და სიხარულისგან დაიბნა, ეს იოანე ღვთისმეტყველი იყო. უფალმა მთელი ამ ხნის მანძილზე, მისი რჩეული მოწაფე ზღვის წიაღში უვნებლად დაიცვა.

რომის იმპერატორის ნერონის ზეობის დროს, როცა ქრისტიანების მასიური დევნა დაიწყო, საეკლესიო გადმოცემით, იოანე რომაელებმა შეიპყრეს, შემდეგ რომში გადაიყვანეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, საწამლავი ასვეს თასიდან, მაგრამ გადარჩა. შემდეგ მოციქული წმინდა კუნძულზე პატმოსზე გადაასახლეს, სადაც მან მრავალი სასწაული აღასრულა და უამრავი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. მოციქულ პროხორისთან ერთად მთაზე განმარტოვდა. სამი დღის მარხვის შემდეგ მთა შეზანზარდა და გაისმა მეხის შემზარავი ხმა. იოანემ პროხორის უთხრა, ჩაეწერა სიტყვები რასაც წარმოსთქვამდა "მე ვარ ანი და ჰოე, იტყვის უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალს არის, ყოვლის მპყრობელი".

"იოანეს გამოცხადება" (აპოკალიფსი) სწორედ კუნძულ პატმოსზე დაიწერა ახ.წ. 67 წელს. ახ. წ. 95 წელს კი იოანემ დაწერა სახარება, შემდეგ სამი ეპისტოლე. იოანე ღვთისმეტყველმა 100 წელზე მეტს ხანს იცოცხლა, როცა იგრძნო ამქვეყნიური ცხოვრების აღსასრული მოახლოება, შვიდ მოწაფესთან ერთად გავიდა ეფოსიდან და მიწაში ჯვრის ფორმის საფლავი გაათხრევინა, შიგ ჩაწვა და მოწაფეებს უბრძანა მიწა მიეყარათ. მოწაფეები იძულებულნი იყვნენ მოციქულის ნათქვამი აღესრულებინათ. როდესაც სხვა მოწაფეებმა გაიგეს იოანე ღვთისმეტყველის გარდაცვალების ამბავი ეფოსში ჩავიდნენ და საფლავი გათხარეს, მაგრამ სხეული ვერ აღმოაჩინეს. გადმოცემის თანახმად, ყოველ 8 მაისს იოანეს საფლავიდან ამოდიოდა მიწის მტვერი, რომელსაც მორწმუნენი სხვადასხვა ხორიცელი და სულიერი დაავადებების განსაკურნებლად იყენებდნენ.

უფალმა თავის რჩეულ მოწაფეს ქუხილისანი უწოდა და ამით მიანიშნა მის სულიერი სიძლიერე. იკონოგრაფიული ნიშანი იოანესი არის არწივი - სიმბოლო ღვთისმეტყველური აზრის აღმაფრენისა. ზედწოდება "ღვთისმეტყველი" ეკლესიამ ქრისტეს მოციქულებიდან მხოლოდ წმინდა იოანეს მიაკუთვნა, როგორც ღვთაებრივი განგების ფარულ მჭვრეტელს. როგორც წმინდა ადნრია სალოსი ბრძანებს, უფლის მეორედ მოსვლის წინ, ბოლო ჟამს იოანე ღვთისმეტყველის სიტყვებს მოისმენენ მორწუმნენი "შვილნო გიყვარდეთ ერთმანეთი". ანტიქრისტეს გამეფებისას წმინდა ელიასა და ენუქთან ერთად იოანეც მოევლინება ცოდვილ სამყაროს. განამხნევებს ქრისტიანებს და ამხელს ქრისტეს. წმინდა თეოდოსი იერუსალიმელის წინასაწარმეტყველებით წმინდა ელია და ენუქი ანტიქსრისტეს ქვეყნებში იქადაგებენ, წმინდა იოანე ღვთისმეტყველი კი კავკასიაში.

ჩაწერა სახელი