ლუკა მახარობელს ხატი "ადვოკატა" სინას მთაზე, საიდუმლო სერობის დარბაზში დაუწერია
ია აბულაშვილი
(12.03.2020)

"მადლი ჩემგან შობილისა, ჩემი მეოხებითა იყოს ამა ხატთან"- უბრძანებია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ლუკა მახარობლის მიერ დახატულ ხატზე, როცა თავისი წმინდა გამოსახულება უნახავს.

საეკლესიო სწავლებით, ლუკა მახარობელი იყო პირველი, ვინც ღვთისმშობლის ხატები შექმნა, ასევე მის კალამს ეკუთვნის მოციქულ პეტრესა და პავლეს ხატების შექმნაც.

პავლე მოციქულის შეწევნით დაწერა ლუკა მახარობელმა რომში, 62-63 წლებში თავისი სახარება, სადაც სრულად აღწერა ქრისტეს მოძვრების შესახებ. ასევე "საქმე "მოციქულთა" რომელიც ოთხთავის გაგრძელებაა და აღწერს მოციქულთა ღვაწლს მაცხოვრის ამღლების შემდეგ.

ლუკა მახარობელი არის მხატვრების და ექიმების მფარველი წმინდანი. იგი აშენებდა ეკლესიებს, კურნავად სულით და ხორცით ტანჯულ ადამიანებს. იგი იმ 70 წმინდა მოციქულთაგანია, რომელიც მაცხოვარმა გააგზავნა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს ცათა სასუფეველის ქადაგებისთვის.

აღდგომის შემდეგ კი უფალი იესო ქრისტე ემპაუსში მიმავალ ლუკას გამოეცხადა. ლუკა თან გაჰყვა წმინდა მოციქულ პავლეს მისიონერულ მოგზაურობაში და ამის შემდეგ ერთმანეთს აღარ განშორებიან. ქადაგებით მოიარა აქაია, ლიბია, ეგვიპტე. მოწამებრივი ცხოვრება კი ქალაქ თებეში დაასრულა.

გადმოცემის თანახამად, ლუკა მახარობლის მიერ შექმნილი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია სასწაულმოქმედ ხატს "ადვოკატას", რომელიც მხსნელს და მეოხს ნიშნავს, ეს ხატი ეხმარება ყველას, ვისაც მისი დახმარება სჭირდება. "ადვაოკატას" მრავალგზის უხსნია ხალხი შავი ჭირის ეპიდემიის დროს.

ლუკა მახარობელს ხატი "ადვოკატა" სინას მთაზე, საიდუმლო სერობის დარბაზში დაუწერია, მოგვიანებით ხატი იერუსალიმში ეფოსში წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა გადაასვენა, საიდანაც მისი გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინეპოლში გადაუბრძანებიათ. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის მსგავსად "ადვოკატაც", ზღვით გასცლია ხატმებრძოლობით შეპყრობილ ბიზანტიას და მრავალი წელი გაუტარებია ზღვაში.

ფიცარი, რომელზედაც ხატია დაწერილი, მარილიანი წყლით არის დაზაინებული. ზღვთით მოხვედრილა ხატი რომში და ერთ-ერთ უძველეს საყდარში სანტა მარია ტემპულში დაუდია ბინა. მოგვიანებით რომის პაპს იგი დიდებულ ტაძარში გადაბრძანებია, მაგრამ სასწაულებრივად ხატი თავის პირვანდელ ტაძარში დაბრუნდა და დღესაც აქ არის დავანებული.

გარდა იმისა, რომ ხატი, მის შექმნიდან, რამდენჯერმე სასწაულებრივად გადაადგილდებოდა და თავად ირჩევდა ადილსამყოფელს, ვნების შვიდეულში "ადვოკატა" ფერს იცვლის, ხოლო წითელ პარასკევს მთლიანად უფერულდება. ამ სასწაულმოქმდი ხატის ასლი, რომელიც ქართველმა მხატვარმა შექმნა, სამების ტაძარშია დაბრძანებული.

დატოვე კომენტარიკომენტარი(43)
ჩაწერა სახელი
ეთერი (28.03.2020)
ვიცი რომ სასამართლოზე გეხმარება, რომ გაიმარჯვო, სახადის დროს კი ევედრებიან ივერიის ღვთისმშობლის ხატს

მაია (28.03.2020)
ღვთისმშობელო ქალწულო მარიამ დაიფარე და გააძლიერე საქართველო, გვიხსენი ჩვენ ცოდვილნი ყოველგვარი განსაცდელისგან, დიდება უფალს, ამინ

Maria (27.03.2020)
Dedao xvdisao gevedrebi dagvifare daifare chveni chvileb da ixseni am veragi daavadebida gemudarebi sruliad saqartvelos saxelit.

Patima (26.03.2020)
Amin!daicavi mteli samyaro am gansacdelis jams.

Natia (26.03.2020)
Shegviwyale da sheni kalta gadmogvafare gachirvwbis jams.dideba ufals

ბელა (26.03.2020)
დედაო ღვთისაო გემუდარები არ მოაკლო მფარველობა ჩემ შვილებს ჩემ საყვარელ ხალხს საქართველოს და მთლიან მსოფლიოს მალე გაგვანთავისუფლე ამ საშინელი ვირუსისგან ამინ

ნანა (25.03.2020)
გევედრები,დაიფარე ჩემი მარიამი,ჩემი ოჯახი,ჩვენი პატრიარქი,ჩემი ახლობლები,მეგობრები,ნათესავები,სრულიად საქართველო,ყველა ქართველი მსოფლიოს ყველა კუთხეში.

თამარი (22.03.2020)
შეგვეწიე, წმიდაო დედაო ღვთისაო, წმიდაო ადვოკატა, დაიფარე ჩვენი ოჯახები, ქალაქები, სოფლები,ქვეყნები, სრულიად კაცობრიობა, ყოველ სულიერს გადმოაფარე შენი მოწყალე კალთა და გვხსენ ჩვენ სნეულებათაგან,ხორცისა და სულის წარმწყმედელ გარემოებათაგან, გონება, გული, სული გაგვისუფთავე და გაგვინათე შენგან დაბადებული მხსნელის სახელითა და სიყვარულით. განგვკურნე ადამიანურ სისუსტეთაგან და სიწრფელე, სიყვარული, სიკეთე და სათნოება დაგვიბრუნე. შემბრალე გული და მადლიანი აზრი გვიბოძე, სული გაგვითბე და უკეთურებათათვის ზურგი გვაქცევინე. დიდება შენდა!

Marina (22.03.2020)
Dideba shenda Dedao Gvtisao shegvewie da shegvinde yvela chveni shecodebani. Shen daifare sruliad saqartvelo da qartveli xalxi...

22. 03.2020 (22.03.2020)
მანანა. დიდება უფალო. დიდება ადვოკატას. შენ დაიფარე სრულიად საქართველო და მთელი სამყარო. იხსენი ყველა სნეული, გადმოგვხედე შენი მადლიანი ძალით. მოგვიტევე შეცოდებანი ჩვენი.ხელი, სული და გუ9ლი მითრთოდა და მიკანკალებდა ამის წერის დროს. უფალო შეგვეწიე. ამინ.

ევოლუცია (20.03.2020)
korona tu mogepara hospitalshi ar gaiqce. nakurtxi wyali dalie da pirjvari gadaisaxe.

მამუკა (20.03.2020)
შესწორება: ლუკა მახარებელს ეს ხატი სინას მთაზე არ დაუწერია(სინას მთა ეგვიპტის უდაბნოშია). იერუსალიმში, სიონის მთაზე, წმ. იოანე ღმრთისმეტყველის სახლში ცხოვრობდა ღმრთისმშობელი მაცხოვრის ამაღლების შემდეგ. გადმოცემის თანახმად, სავარაუდოდ აქ დაწერა ლუკა მახარებელმა ეს ხატი.

მხია (20.03.2020)
დიდება უფალო. მოწყალების კარი გაგვიღე ხვთიშობელო და დაიფარე ყოველი ქართველი და ხვთის შვილები🙏❤️

ხათუნა (20.03.2020)
დიდება უფალს

ანა (20.03.2020)
გემუდარები დედაო!! მრავალმოწყალეო, შენი კალთით დაიფარე ,ყველა გაჭირვებული,ყველას ოჯახი,ქვეყანა და ყოველი ადამიანი!! ამინ!გვისმინე შენი დედობრივი სიყვარულით! მადლობა ყველაფრისათვის!!!

Sopo (19.03.2020)
Yovlad wminda gvtis mshobelo da ufalo sheewie sruliad saqartvelos da aacile am ubedurebas chveni eri da beri.vilocot da gavzlierdet xalxo ertmanetis siyvaruli locva da uflis wyaloba da madli gadagvarchens sruliad saqartvelos da mtel msoplios.amin!

Manana (19.03.2020) (19.03.2020)
Dideba upals! Kovlad cmindao gvtismshobelo advokata, shen shegvecie sruliad saqartvelos da daamshvide da gankurne msoplio,gevedrebit,tqveni zalisa da madlit moimedeni🙏🙏🙏

Ioane (19.03.2020)
Yovlad wmidao gmrtismshobelo shegvewie chven sruliad saqartvelos.

მაია (19.03.2020)
წმიდაო დედაღვთისმშობელო შეეწიე სრულიად საქართველოს და დაავადებულ ქვეყნიერებას ააცილე ეშმაკის შემოტევა დაიცავი დედობრივი სიყვარულით მიეც თითოელს გამძლეობა მოთმინება და ლოცვის უნარი მადლობა წმინდანებს მფარველობისთვის ყველამ ერთად ვილოცოთ

დათო (19.03.2020)
დიდება უფალს დიდება მის მადლს და სასწაულს განიკურნოს დედამიწაზე ყველა ადამიანი

შორენა (18. 03. 2020.) (18.03.2020)
მაქვს ეს ხატი და მირონი სდის...

მარიტა (18.03.2020)
დაგვიფაროს და დაგვიცვას ყველა ჩვენგანი შვილების ოჯახი ყოველი ეპიდემიისადა სნეულებისგან ამინ !

ნანი (17.03.2020)
ხვთისმშობელო დაიფარე მთელი ქვეყანა, ჩვენი საქმრთველო, ჩემი ოჯახი, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილები თავიანთი ოჯახებით ჩემი ძმისშვილები, ჩემი დები და დისშვილები თავიანთი ოჯახებით უბედუოებისაგან გემუჰაოები. დიდება უფალს

Xatuna17 03 2020 (17.03.2020)
ღვთისმშობელო დაიფარე ჩემი ოჯახი განსაცდელისაგან და დაიცავი ქვეყანა უბედურებისგან

შორენა (16.03.2020)
ღვთიშობელო დაგვეხმარე და შეგვეწიე მთელ საქართველოს .ამინ

ნატრული.(16.03.2020) (16.03.2020)
ხვთისმშობელო შენ დაიფარე ჩემი საქართველო ქართველი ერი და მთელი მსოფლიო ეპიდემიისაგან და განსაცდელისაგან.

მარინა (16.03.2020)
დაიფარე მთელი მსოფლიო განსაცდელისგან .

Თამო (16.03.2020)
Dagvipare gvtismshbelo mariam yvelanairi ubedurebisgan ;(

ნონა (15.03.2020)
ღვთისმშობელო დაიფარე ჩვენი ქვეყანა და სრულიად მსოფლიო განსაცდელისაგან.ამინ

ნონა (15.03.2020)
ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ და კვალად გიხაროდენ, რამეთუ შემწე და მწყალობელ ექმენ ქართველ ერს, მრავალგზის დაგიფარავს ჭირთა და ვნებათაგან, კვლავ შეგვეწიე და დაგვიფარე მადლითა და შემწეობითა შენითა და გვიხსენ ჩვენ მწარეთა სალობათაგან და შეწევნითა შენითა მოვიპოვოთ სასუფეველი ცათა მხოლოო მოწყალეო ცოდვილთაო, ამინ!

მამუკა (15.03.2020)
შეგვეწიოს დედა ღმრთისა! პ.ს. მცირე შესწორება: სინას მთაზე არ დაუწერია ეს ხატი ლუკა მახარებელს.

Elene nelli (15.03.2020)
Deda gvtismshobelma daicvas da gaadarchinos sruliad saqartvelo,amin!

ქეთი (15.03.2020)
შეგვეწიოს ჩვენ და ჩვენს ოჯახებს

ნნ (14.03.2020)
ლუკა მახარებელი 😊

Rusudani. (14.03.2020)
Shegvewios da gvfaravdes yovelive gansacdelisagan sruliad samyaros misi erebit,mat shoris saqartvelos tavisi erit❤🌹🌹🌹amin.

Nana (14.03.2020)
Shegvecios da gadagvatchinos am gamsacdelisgan

მანანა (14.03.2020)
შეგვეწიოს ამ გასაჭირის ჟამს მისი მადლ და აფაროს კალთა სრულიად სამყაროს!ამინ!

nana (14.03.2020)
gmerto gvishvele kvela chventagans,amin

Nargiza (14.03.2020)
Upalc diddeba Daiwavit gajirvebuli Xalxi

მთვარისა (14.03.2020)
შეგვეწიოს გვთისმსობელი ადვოკატა, უძლიერესი ხატია,გვთისმშობელო ადვოკატა დაგვიცავ და დაგვიფარე ჩვენ

მედეა (14.03.2020)
შეგვეწიოს ღვთისმშობელი, მადლობა უფალს,რომ მიმეცა საშუალება ამ ხატის ნახვისა,უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე...

.რუსუდანი (14.03.2020)
დიდება უფალს

გიორგი (14.03.2020)
რამოდენიმე წლის წინ სანტა მარია ტემპულოს ფუნქცია შეუცვალეს და ხატი გადააბრძანეს ახლოს მდებარე ბაზილიკა "სან სისტო ვეკიოში". სანახავად ვიყავი მაგრამ სამწუხაროდ ძალიან გაძნელებულია იქ შესვლა, არ მანახეს