რომაულ ციხე-სიმაგრე აფსაროსში (გონიო) არქეოლოგიური გათხრები წელს მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყო. სამუშაოები სექტემბრის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება.
გათხრებმა, რომლებზეც ვარშავის უნივერსიტეტისა და პოლონეთის სხვა სამეცნიერო ცენტრების არქეოლოგები და მოხალისეთა ჯგუფები მუშაობენ, კვლევის დასაწყისშივე ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენები შემოგვთავაზა.
ვარშავის უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის არქეოლოგიის პოლონური ცენტრის პროფესორის, რადოსლავ კარაშევიჩ-შჩიპიორსკისა და ნატალია ლოკლის ხელმძღვანელობით, სამუშაო ჯგუფმა იუპიტერის კულტთან დაკავშირებული უნიკალური აღმოჩენები გააკეთა.
იუპიტერის კულტი, რომელიც მახლობელ აღმოსავლეთში წარმოიშვა, II-III საუკუნეებში ფართოდ იყო გავრცელებული რომაულ ჯარში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ამ ღვთაებისადმი მიძღვნილი ოქროს სამკერდე ნიშანი ბერძნული წარწერით.
კიდევ ერთი აღმოჩენა ბრინჯაოს ქანდაკებაა, რომელზეც ხარზე მდგარი არწივია გამოსახული. ეს არის იუპიტერის სიმბოლური წარმოდგენის სტადარტული ფორმა. არანაკლებ მნიშვნელოვანი და უნიკალური აღმოჩენაა რომაული სამხედრო სანდლის ნაშთები, საიდანაც რკინის ლურსმნების მთელი ნაკრებია შემორჩენილი. ეს მხოლოდ კვლევის დასაწყისია და არქეოლოგები იმედოვნებენ, რომ ძალიან მალე ბევრი არანაკლებ დამაინტრიგებელი აღმოჩენა იქნება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე