ია აბულაშვილი
(21.09.2021)

ყაზბეგში, ისტორიულ სოფელ ფანშეტში, რომელიც თერგის მარცხენა ნაპირზე, „ჩხეტის მთაზე“ მდებარეობს, კლდეში გამოკვეთილი იყო კელიები, რომელსაც „ცოდვილთ ქოხები“ ეწოდებოდა. გადმოცემის თანხმად, აქ იზამთრებდნენ ბეთლემის სავანის ბერები. 

დღეისათვის შემოჩენილია მხოლოდ თავშეფართა ნაშთები. ნაპოვნია ხელსაფქვავი და ხელით სატყორცნი მრგვალი ქვები. 

ამ კელიებში ცხოვრობდნენ ასევე გერგეტის წმინდა სამების ეკლესიის ამშენებლი კალატოზებიც, რომლებიც აქედან სამებამდე გაყვანილი გზით მარხილში შებმული ხარებით ეზიდებოდნენ ქვას წმინდა სამების ეკლესიის ასაშენებლად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე