ია აბულაშვილი
(06.08.2020)


ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელსაც პატარა სვეტიცხოველს ეძახიან, მდებარეობს საქართველოს ულამაზეს კუთხეში რაჭაში, ორ მდინარეს შორის, რიონისა და ლუხუნის შესართავთან.

ლეგენდის თანახმად, ამ ადგილზე იდგა ეკლესია, რომელიც თამარ მეფეს აუგია. მე-12 საუკუნეში რაჭას განაგებდა თამარ მეფის აღმზრდელი კახაბერ ერისთავი. როცა თამარ მეფე ბავშვობაში თავის აღმზრდელს სტუმრობდა, მთელს მიდამოს შემოვილიდა; ერთხელაც ეს ადგილი მოსწონებია და უბრძანებია, რომ აქ ტაძარი აეგოთ.

საუკუნების შემდეგ, 1753 წელს, ძველი ეკლესიის ნანგრევებზე როსტომ რაჭის ერისთავმა ახალი ტაძარი ააშენა. ხუროთმოძვარი კი ყოფილა ავთნადილ შულავრელი. ეკლესიის ასაგებად დიდ ლოდებს და თეთრ ქვებს შორეული სოფლებიდან ეზიდებოდნენ.

ტაძარი ამშვენებდა უნიკალური ქართული ჩუქურთმები და ფრესკები. სულხან-საბა ორბელიანმა ბარაკონს „თეთრად მოელვარე" უწოდა. ეს უნიკალური ტაძარი, რომლიც სიდიდით ნიკორწმინდისს ტოლია, 1919-1920 წლებში აღწერა ექვთიმე თაყაიშვილმა რაჭაში მოგზაურობის დროს. მას თან ახლდა ცნობლი ფოტოგრაფი კიუნე, რომელმაც ფოტოზე აღბეჭდა ბარაკონის ეკლესია და მისი საგანძური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე