ია აბულაშვილი
(28.07.2020)


ჩხარის წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის პირველი ნაგებობის ნაშთებიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი უძველესი ეკლესია და მნიშვენლოვანი რელიგიური ცენტრი იყო საქართველოში, სადაც ოდითაგნვე მრავალი უნიკალური ნივთი ინახებოდა. 1920 წელს ექვთიმე თაყიაშივლმა ჩხარის წმინდა გიორგის ეკლესიის სიძველენი შეისწავლა, მაგრამ ემიგრაციიდან დაბრუნებულმა მხოლოდ 1948 წელს გამოსცა ორი წერილი, სადაც აღწერა ის სიწმინდეები, რომელიც თავდაპირველად ნახა ამ ეკლესიაში.

საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლამდე ჩხარის წმინდა გიორგის ეკლესიაში ინახებოდა სადგარ-ჩხარის ჯვარი. ვახუშტი ბატონიშვილი ამ ჯვარზე წერდა, რომ "არს აქა ეკლესია უგუნბათო, რომელსა შინა ასვენია ჯვარი, დიდ ფრიად. მდებარეობს მას შინა ბეჭი მთავარმოწმისა გიორგის, მარადის სასწაულმოქმედი". ეს ჯვარი პირველად ბოლნისის ახლოს, ყორანთის ეკლესიაში ესვენა. შეიდეგ სამცხეში, სადგერის ეკლესიაში, შემდეგ სოფელ ატოცში.

ჯვარი დამზადებული იყო კვიპროსის ხისგან, რომელზედაც აცვეს ქრისტე. ექვთიმე თაყაიშვილის აღწერით, ჯვრის სიმაღლე უქუდოდ იყო 2 მეტრი და 30 სანტიმეტრი. ჯვარი დაფერილი იყო ვერცხლის ფირფიტებისგან, რომელზედაც გამოსახული იყო ფიგურები.

ჯვრის ცენტრში გამოსახული იყო ვედრების ფიგურა და 12 საუფლო დღესასწაულის სურათები, რომელიც შეუსრულებია ოქრომჭედელ მამნის.

ჯვარზე გამოსახულ ქრისტეს შარავანდედს ამკობს ცხრა მარგალიტი. ქრიტსეს ქვემოთ წმინდა გიორგის ფიგურა ყოფილა, რომლის ხელის ნაწილი და ასომთავრული წარწერაა შემორჩენილი "წმინდისა გიორგისა თავი ჰელთა აქუას".

სწორედ აქ იყო ამოჭრილი დიდი სანაწილე, რომლის შიგნითაც არეები ოქროთი ყოფილა შეჭედილი. სამ უჯრაში, რომლისგან ორი ოქროსი იყო და ერთი ვერცხლის, მოთავსებული იყო წმინდა გიორგის თავის ქალის ძვლები, რომელიც 1920 მოუპარავთ.

წმინდა გიორგის ეკლესიაში დავანებული ყოფილა ასევე წმინდა საბას დიდი ვერცხლის ხატი, ოქროთი დაფერილი და 94 ძვირფასი ქვებით შემკული. გადმოცემით ეს ხტი საფარიდან ჩამუტანიათ და აქვს ასომთავრული წარწერა " წმინდა საბა განმწმენდელი". საბას ორივე ხელი ზევით აქვს აპყრობილი. მარცხენა ხელში ჯვარი უჭირავს, მარჯვენათი აკურთხებს. ხატს ჰქონია 15 უჯრისგან შემგარი სანაწილე.

ჩხარში დაცული იყო წმინდა გიორგის ოქროს და ვერცხლის ხატები. ათორმეტი საუფლო დღესაწაულის ხატი. ვერცხლის კოვზი მარიამ დედოფლის სულის საცხონებელი.

წმინდა გიორგის ორი ბეჭედი წარწერით. ბერძიმ- ფეშხუმი, ბარძიმი მინანქრის მედალიონებით შემკული. ვერცხლის ორი საცეცხლური. ვერცხლის ჯვარი მინანქრის მედალიონებით. ვერცხლის სანაწილე ანა დედოფლის შეწირული, ასევე ვერცხლის ღვთისმშობლის ხატი.

ჩხარის ეკლესისი მშვენება იყო გარდამოხსნა, რომელიც შესრულებული იყო მაუდზე და ატლასის აშიებზე დატანებული ჰქონდა მხედრული წარწერა. ეკლესიაში დაცლი იყო სახარება, ჟამგულნი. წმინდა გიორგის პარაკლისი, ჟამნი, საგალობელნი და სხვა უნიკალური ხელნაწერები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე