ია აბულაშვილი
(27.07.2020)


"ბაკურციხის ჩრდილოეთით, ცივის მთის ძირას არის ვეჟინი, მის ზეით, მთის კალთას, კლდესა ზედა, არს ციხე შენი, მაგარი და დიდებული. შიგ გამომდინარე წყაროთი, და ეკლესია ღმრთაების გუბმათიანი"-ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი ვეჯინის ლავრას, რომელიც მდებარეობს გურჯანში, სოფელ ვეჯინში.

ვეჯინის ლავრა, რომელიც მე-10 მე-11 საუკუნით თარიღდება, შედის ამაღლების, აღდგომის და წმინდა მარიამის ეკლესიები. ასევე სამრეკლო. ამ ადგილს ხალხში "თამარის ციხეს" უწოდებდნენ.

ქართული წყაროების მიხედვით, ვეჯინის ციხე კახეთის მეფეების რეზიდენცია იყო, მე-12 საუკუნიდან კი სამონასტრო კომპლექსი რამდენჯერმე დაინგრა, მონღოლების, თემურ ლენგისა და შაჰ- აბასის შემოსვების დროს. მე-18 საუკუნეში კი ერეკლე მეფის ბრძანებით ხელახლა აღუდგენიათ.

ერთ-ერთი თქმულებით, ამ ადგილას ხეობაში აღმოჩენიათ გომბეშოს გამოსახულებიანი ქვის ქანდაკება, რომელიც 100 მეტრის სიმაღლიდან იყო გადმოგდებული. გომბეშოს ქვეშ კი დიდძალი ოქრო ყოფილა ჩამარხული. სახელწოდება ვეჯინი კი თამარის სახელს უკავშირდება. მეფე ამ ადგილას ამაბრძანებულა და უთქვამს " მე აქ ვეჯინეო".

ამაღლების ეკლესია, რომელიც რიყე ქვით არის ნაგები, კარებზე მოჩუქურთმეული ჯვარია გამოსახული. კედელებზე შემორჩენილია მხატვრობის და წარწერების ნაშთები. ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილზე შემონახული ქალის ფრესა, რომელსაც ამკობს წითელი მოსასხამი და მარცხენა ხელში უჭირავს გრაგნილი.

თაღის ქვეშ გამოსახული სცენები საღმრთო წერილიდან, შობა და სახარება. თაღის ცაში კი გამოსახულია დედაღვთისმშობელი ყრმით ხელში, აქეთ- იქით მთავარანგელოზებით. ქვევით გამოსახულია ექვსი წმინდა მამა, ამათგან სამს ხელთ უპყრიათ გრაგნილები ბერძნული წარწერებით. გრიგოლ ღვთისმეტყველს და იოანე ოქროპირს ხელში უჭირავთ გრაგნილი, სადაც მათი თხულებაა გამოკვეთილი. წმინდა ნიკოლოზის გრაგნილზე კი მოყვანილია ათანასე ალექსანდრიელის თხზულება.

ეკლესიის შიგნით შემორჩენილია ორი საფლავი, ერთ-ერთი ვერსიით ეკლესიის დასავლეთის კედელთან მდებარე საფლავი ეკუთვნის კახეთის მეფეს კვირიკეს. წმინდა მარიამის ეკლესიის შიგნით კი ყოფილა ორი ჩასასვლელი გვირაბი, რომელიც უკავშირდებოდა ხეობაში მდებარე სათვალთვალო კოშკს.

ვეჯინის განძს, რომელსაც თამარ მეფის ფულის განძსაც უწოდებენ, 2756 სპილენძის მონეტა, რომელზედაც გამოსახული იყო თამარ მეფე და დავით სოსლანი, აღმოაჩინეს 1924 წელს.

მონეტებს ჰქონდათ არაბული წარწერა. მონეტის შუბლზე ეწერა "დედოფალთ დედოფალი, თამარ, ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი". ზურგზე კი თამარისა და დავით სოსლანის სახელები და მოჭრის თარიღი, ქორონიკონით 420 წ. ანუ 1200 წელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე