ია აბულაშვილი
(17.07.2020)


ქრისტიანობისთვის წამებული სპარსელი, ევსტათი მცხეთელი თავისი ქვეყნიდან, განძაკიდან დაახლოებით 550 წელს ჩამოვიდა. მან უარი თქვა მაზდიანობაზე და გულით შეიყვარა ქრისტიანობა. მცხეთაში დასახლდა და ცოლადაც ქრისტიანი ქალი შეირთო.

როცა საქართველოს კათოლიკოსმა სამოელმა იგი ქრისტიანად მონათლა, სახელად ევსტათი დაარქვა. სპარსელის გაქრისტიანების ამბავი, არ მოეწონათ მცხეთაში მცხოვრებ სპარსელებს და იგი მცხეთის სპარსელ ციხისთავ უსტამთან დააბეზღეს. სპარსელმა ციხისთავმა ევსტათი შვიდ გაქრისტიანებულ სპარსელთან ერთად დასასჯელდა თბილისში მარზპანს გაუგზავნა.

ქართველ დიდებულთა და სასულიერო პირების თხოვნით, მარზპანმა ევსტათი 6 თვის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლა, მაგრამ ამით არ დასრულებულა მისი წამება. მცხეთელმა სპარსელებმა ევსტათი ახალ მარზპანთან ბუზმირთან დაასმინეს. მარზპანმა ყველა ძალა გამოიყენა, რომ ევსტათის უარი ეთქვა ქრისტიანობაზე, მაგრამ ამაოდ. მარზპანის ბრძანებით ევსტათი ჯერ საპყრობილებში ჩააგდეს, შემდეგ კი ღამით თავი მოჰკვეთეს. მისი გვამი ქალაქგარეთ მხეცებს მიუგდეს საჯიჯგნად.

მცხეთელმა ქრისტიანებმა ევსტათის ცხედარი მალულად წაასვენეს მცხეთაში და სვეტიცხოველში დიდი პატივით დაკრძალეს, წმინდა ტრაპეზის ქვეშ. გაქრისტიანებული სპარელის, ევსტათი მცხეთელის ცხოვრება აღწერილია მე-6 საუკუნის უცნობი ავტორის თხზულებაში "ევსტათი მცხეთელის მარტვილობა". მართლმადიდებელმა ეკლესიამ ევსტათი მცხეთელი წმინდანად შერაცხა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე