რა ახალი ნორმები დაწესდა და რა გადავადდა ტექნიკური ინსპექტირების პროცესისთვის?
თამარ მუკბანიანი
(09.03.2020)

1-ლი აპრილიდან, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების წესში ცვლილებები შედის. ახალ რეგისტრირებულ ავტომობილებთან მიმართებით, ჩნდება კატალიზატორის მოთხოვნა, უკვე ქვეყანაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის კი ეს ნორმა 2022 წელს ამოქმედდება. რეგულაცია სამ კვირაში საბურავებსაც შეეხება. 10 ან მეტი წლის საბურავებით მანქანები ინსპექტირებას ვეღარ გაივლიან. გარდა ამისა, მარჯვენასაჭიანი ავტომობილები, რომლებსაც ევროპული სტანდარტების შეუსაბამო ფარები ექნებათ, ტექდათვალიერებას ვეღარ გაივლიან.

გარდა ამისა, აპრილიდან ასამოქმედებელი ახალი ნორმების ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა. ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე განმეორებითი ტექდათვალიერების გავლისას 1-ლი აპრილიდან საჭის გადატანის აკრძალვა ამოქმედდება, თუმცა საჭის გადატანა მარჯვენასაჭიან ავტომობილებში სავალდებულო არ არის.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილები, პირველადი ტექნიკური დათვალიერების გავლის შემდეგ, გადატანილი საჭით მას განმეორებით ვეღარ გაივლიან.

გარდა ამისა, აპრილიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილები, რომლებსაც ევროპული სტანდარტების შეუსაბამო ფარები ექნებათ, ტექდათვალიერებას სპეციალური სტიკერების დაკვრის შემდეგაც ვერ მოახერხებენ.

რა შეიცვლება 1-ლი აპრილიდან ავტომფლობელთათვის და რა რეგულაციები გადავადდა 2021-22 წლებისთვის, ,,ბიზნეს-რეზონანსი” ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელა ვაჟა იორდანიშვილა ესაუბრა. 

,,პირველ რიგში, გამონაბოლქვის ნორმა მკაცრდება. ნახშირჟანგის შემცველობა გამონაბოლქვში, არ უნდა აჭარბებდეს 0.7-2 ერთეულს. 2021 წლიდან, უკვე 0.6-ერთეულამდე ჩამოვა, ხოლო 2-2022 წლიდან 0.5-ზე ჩამოვა. 

პირველად რეგისტირებულ ავტომობილებზე, ანუ იმპორტირებულ ავტომობილებზე ამოქმედდება ევროპული ნორმა. ეს არის კატალიზატორების მოთხოვნა. ამ მიმართულებით, ახალ იმპორტირებულ ავტომობილებს საკმაოდ სერიოზული ნორმის დაკმაყოფილება მოუწევთ. 

რაც ეხება სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. თუ ადრე, ავტომობილი პირდაპირ ითვლებოდა გამართულად ან გაუმართავად, ახლა შემოდის ახალი განმარტება, უმნიშვნელო ხარვეზი. ასეთ დროს ავტომობილს ეძლევა ვადა და ის შემდგომ ინსპექტრებისას უნდა გამოსწორდეს, ანუ ავტომობილს, რომელსაც მსგავსი დარღვევა ექნება, მთლიანად აღარ გადაუვადდება ინსპექტირება. 

ასევე, საბურავებზე შემოდის ახალი რეგულაცია, რის მიხედვითაც 10 და მეტი წლის საბურავებით ვეღარ გაივლიან ინსპექტირებას ავტომობილები. 

სამაგიეროდ, 2022 წლამდე გადავადდა ის, რაც იყო პირველად მოთხოვნაში, ესაა ცეცხლმაქრი, უსაფრთხოების სამკუთხედი და სააფთიაქო ყუთი”, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" იოდრდანიშვილმა. 

გარდა ამისა, იცვლება მიდგომა მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი ავტომობილებისთვის. ის სატრანპორტო საშუალებები, რომელსაც საჭე გადატანილი აქვს ან გადაიტანენ 2020 წლის 1-ელ აპრილამდე, ჩვეულბერივ გაივლიან ტექინპექტირებას, მაგრამ უკვე 2020 წლის 1-ლი აპრილიდან საჭის გადატანა აიკრძალება. შესაბამისად, ისინი ვეღარ გაივლიან ტექდათვალიერებას.

კიდევ ერთი მნიშვნელვანი ცვლილება ეხება თხევად აირზე მომუშავე ავტომობილებს. მათთვის სავალდებულო ხდება, რომ ტექინპექტირებამდე გაიარონ შემოწმება თხევად აირზე, მის გამართულ მუშაობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიაკითხონ ინსპექტირების ცენტრებს.

"პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" წარმომადგენელი გელა კვაშილავა ცვლილებების ნაწილს დადებითად აფასებს, თუმცა სფეროს სპეციალისტის თქმით, ყველაზე არსებითი, კატალიზატორის მოთხოვნა იყო და მისი გადავადება ცალსახად ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება. 

,,ყველა არასამთავრობო სწორედ ამაზე საუბრობდა დიდი ხანია, რომ განსაკუთრებით რთული მდოგმარეობა ჰაერის კონტროლის კუთხითაა. მოძველებული ავტოპარკის პირობებში, მოთხოვნა კატალიზატორებზე სიტუაციას აშკარად უკეთესობისკენ შეცვლიდა. ამის გადადება არ არის კარგი. გასაგებია, რომ ერთ დღეში ვერ მოგვარდება, მაგრამ პროგრამა უნდა მიდგომა, როგორ გამოსწორდეს დროში ეს დიდი პრობლემა. ხელისფულებამ ან განვადების სისტემა უნდა შექმას, რომ ხალხმა მოახერხოს კატალიზატორების შეძენა ან სხვა რამ მოიფიქროს. არსებობს გზები, თუ რა სისტემით უნდა მოხდეს ნაბიჯ-ნაბიჯ სიტუაციის გარდატეხა. 

მესმის, ბევრი ასპექტია, ხალხის სოციალური მდგომარეობა და ა.შ. მაგრამ ამ პრობლემის სისტემური მეთოდით მოგვარება თუ არ მოხდა, მუდმივად დარჩება მთავარ გამოწვევად. 

რაც შეეხება ცვლილებას საბურავებზე, რა თქმა უნდა, დადებითია, მით უფრო, რომ ეს ეხება როგორც უსაფრთხოებას, ასევე ჰაერის დაბინძურებას. 10-წლიანი ხანდაზმულობა მაინც გადაჭარბებულად მიმაჩნია, რადგან ამ დროში ყველანაირი რესურსი და ცვეთა ამოწურულია. ოპტიმალური ვადა 5-6 წელია. ჩვენ, პარლამენტშიც გვქონდა განხილვა, რომ საბურავებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს, რადგან სწორედ ეს არის დაავადებათა ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი, ნაწილაკები რომელიც გაიფრქვევა ჰაერში. 

ახალ წესში უდავოდ იქნება კარგი ცვილებებიც, თუმცა არსებითი მაინც ზემოთ ჩამოთვლილი ორი ნორმა იყო, რომელიც, სამწუხაროდ, არ ამოქმედდება წელს. საჭის გადატანაზე რეგულაცია კი ცალსახად პოზიტიურია, არ შეიძლება, ავტომანქანის კომპლექტაციაში ასეთი უხეში ჩარევა. ხუთიდან, უსაფრთხოების პირველ დონესაც კი ვეღარ აკმაყოფილებს ავტომობილი, თუ მას საჭე გადატანილი აქვს”, - განუცხადა კვაშილავამ "ბინზეს-რეზონანსს”. 

პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე შემოწმდა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3.5 ტ-ის ზემოთ) ავტომობილები, 1-ლი ივლისიდან - სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები, 1-ლი ოქტომბრიდან 3 000 კბ/სმ და უფრო დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები. 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ტექდათვალიერების გავლა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა.

ცვილებები, რომლის მიეხდვითად კატალიზატორი სავალდებულო ხდებოდა უკვე რეგისტრირებული ავტომობილებისათვის 1-ლი აპრილიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა წესში იანვრის ბოლოს შესული ცვილებების თანახმად, ნორმა 2022 წლამდე გადაიდო.

ჩაწერა სახელი