გვანცა წულაია
(30.10.2019)

 საქართველოს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიას წყლის ხარისხის კვლევისთვის უახლესი ხელსაწყო-დანადგარები გადაეცა. ამით ქვეყანა გახდა რეგიონის ლიდერი, რომელსაც გააჩნია ასეთი თანამედროვე ინფრასტრუქტურა. ლაბორატორიის მეშვეობით შესაძლებელია მომხმარებელმა სერტიფიცირებული მოსახურება მიიღოს.

მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან და ავსტრიის ელჩთან, არაბ ბენკოსთან ერთად წყლის მდგრადი მართვის მიმართულებით საქართველოს მიღწევები და "ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუსი აღმოსავლეთვის პარტნიორობის ქვეყნებისთვის" ერთობლივი ღონისძიება შეაჯამა. 

ლევან დავითაშვილმა საქართველოსა და ევროკაშვრიში თანამშრომლობის მნიშნვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საქართველო აქტიურად აგრძელებს ეროვნულის პოლიტიკისა და სტრეტეგიის ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. 

პროექტი "ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის წვეყნებისთვის" ფარგლებში, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან ქვეყანაში წყლის რესურსების მგდრადი მართვის გაუმჯობესების მიმართულებით. 

"ევროპის წყლის ინიციატივა პლუსის ფარგლებში, საქართველომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება ლაბორატორიული აღჭურვის კუთხით. საქართველო არის რეგიონში ლიდერი, რომელსაც გააჩნია ასეთი თანამედროვე ინფრასტრუქტურა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მოახერხა და გამართა წყლის ასეთი მაღალი დონის ლაბორატორია. 

დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში პირველად ხდება, რომ ჩვენ გვაქვს ადეკვატური ლაბორატორიული შესაძლებლობები იმისთვის, რომ წყლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები ვაკონტროლოთ. ასევე, ჩვენი ამბიციური გეგმაა, რომ აღვადგინოთ მორიტორინგის ის სისტემა, რომელიც მოგვცემს სრულ განახლებულ ინფორმაციას საქართველოს წყლის რესურსებზე, რომელიც საჭიროა ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. ეს არის აუცილებელი, როგორც ეკოლოგიური კუთხით, ისე ეკონომიკის სხვადასხვა დარგის - სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის და ა.შ. განვითარებისთვის", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

უსაფრთხო წყალი მნიშნველოვანია ადამიანი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის, მგდრადი საარსებო საშუალებების შექმნისა და ეკოსისტემის შენარჩუნებისთვის. 

ევროკავშირის დახმარებით, განხორციელდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიის ტექნოლოგიური განახლება და მისი ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია, რაც წყლის რესურების ინტეგრირებული მართვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პროექტის ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიას წყლის ხარისხის კვლევისთვის უახლესი ხელსაწყო-დანადგარები გადაეცა, რაც ლაბორატორიას აძლევს შესაძლებლობას გაზარდოს წყლის ხარისხის კვლევის კომპონენტები, თანამედროვე მეთოდებით განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი ანალიზები და მომხმარებელს სერტიფიცირებული მოსახურება შესთავაზოს. ეს ხელს შეუწყობს წყლისა და მდინარეთა აუზების დაცვას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 

ლევან დავითაშვილმა, ევროკავშირის და ავსტრიის ელჩებმა, სტუმრებთან ერთად, გარემოს ეროვნული ლაბორატორია დაათვალიერეს და სამუშაო პეოცესს გაეცნენ. მინისტრმა ევროპელ დიპლომატებთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ახალი ლაბორატორიული აღჭურვილობის გამოყენებით, სიმბოლურად, მდინარე მტკვრის წყლის ანალიზები ჩაატარეს.

ჩაწერა სახელი