მარი ჩიტაია
(12.07.2018)

 თურქეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ახალი თავშესაფრის ძებნა უწევთ. ბოლო 4-5 თვეა, ადგილობრივი ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის გამო, ისინი სამშობლოში დარჩენილი ოჯახების დახმარებას ძველებურად ვერ ახერხებენ. ემიგრანტების გარკვეული ნაწილი ევროპის ქვეყნებში ცდილობს გადასვლას, ზოგი კი ადგილზე რჩება, მდგომარეობის გამოსწორების იმედით. უკიდურეს შემთხვევაში, ზოგიერთი სამშობლოში დაბრუნებაზეც ფიქრობს. 

ბოლო თვეებში ლირის კურსი კატასტროფულად გაუფასურდა. თუკი წლის დასაწყისში 1 თურქული ლირის ღირებულება დოლართან მიმართებით 3,74 იყო, ამ ეტაპზე თითქმის 5 ლარამდეა დაცემული. 10 ივლისის მდგომარეობით, გაცვლითი კურსი კურსი 4,90-ია, რაც ისტორიული მინიმუმია. 

ქვეყანაში მძვინვარებს ინფლაციაც, რომელიც 2003 წლის მერე ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ივნისში ფასების ზრდის ინდექსმა 15,4% შეადგინა. ფინანსური ვითარება თანდათან უკონტროლო ხდება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ზაფხულის განმავლობაში ინფლაცია 18-20%-ს მიაღწევს.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ 13 ივლისის "რეზონანსში"

ჩაწერა სახელი
mzirLI (12.07.2018)
დასავლეთის რბილი ძალაააა. აბა რას მივაწეროთ ლირის ასეთი გაუფასურება?