მარი ჩიტაია
(11.07.2018)

 დედაქალაქში 2019 წლიდან მოყოლებული ტაქსების რაოდენობა განახევრდება. კომპანიებში აღნიშნავენ, რომ ტარიფი მოიმატებს და ტაქსის მომსახურებით სარგებლობა მოქალაქეთა უმეტესობისთვის შეუძლებელი გახდება. არ არის გამორიცხული, ტაქსების ბიზნესი მთლიანად მსხვილმა კომპანიებმა ჩაიგდონ ხელში. ყველაზე სავალალო ის არის, რომ "იაფი ტაქსის ხანა" დასრულდება.

კერძო ტაქსებმა ლიცენზია 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან უნდა აიღონ. უკვე ცნობილია ტაქსების ნებართვის საფასურიც: ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში - 50 ლარი, ხოლო ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის - 100 ლარი. რაც შეეხება ელექტრომანქანებს, მათთვის ნებართვა უფასო იქნება.

პირველ ეტაპზე, მძღოლებისთვის რეგისტრაციის ნებართვის აღება და ავტომანქანაზე ტაქსის ყვითელი მანიშნებლის განთავსება იქნება სავალდებულო. ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპზე მოთხოვნები უფრო მკაცრი იქნება. ყველა ავტომობილი ერთი ფერის უნდა იყოს, აიკრძალება ორკარიანი მანქანებით "ტაქსაობაც". 

სტატიის სრული ვერსია იხილეთ 12 ივლისის "რეზონანსში"

ჩაწერა სახელი