მარი ჩიტაია
(14.03.2018)

 ბოლო 2-3 წელია ელექტროენერგიის იმპორტი მუდმივად მატულობს. რიგი მიზეზების გამო ელექტროსადგურების მშენებლობაც ვერ ხერხდება. სპეციალისტები არ მალავენ, რომ შემოტანილი ელექტრონერეგიის ფასი მოიმატებს, რაც სამომავლოდ სამომხმარებლო ტარიფზეც აისახება.

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მონაცემით, წელს ელექტროენერგიის იმპორტმა 2 თვეში 369 მლნ კვტ/სთ შეადგინა. 2017 წლის იანვარ-თებერვალში დენის იმპორტი 420 მლნ კვტ/სთ იყო. მართალია მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში იგი ცოტათი შემცირდა, მაგრამ წინა წლებისგან განსხვავებით, მკვეთრი ზრდა შეინიშნება. მაგალითად, 2016 წელს დენის იმპორტი 200 მლნ კვტ/სთ იყო. ბოლო 4 წელია, ყოველ თვე გვჭირდება ელექტროენერგიის შემოტანა, როცა ადრე ზაფხულის პერიოდში ამის საჭიროება აღარ იდგა. 

ენერგეტიკოსები 2020 წლიდან სამომხმარებლო ტარიფის ზრდას ელოდებიან, თუმცა მანამდე იმპორტირებული დენის გაძვირდება.  ენერგეტიკოსი და დეპუტატი რეზო არველაძე ყველაფრის მიზეზად მზარდ მოთხოვნას ასახელებს და დასძენს, რომ მდგომარეობა საინვესტიციო პროექტების შეჩერებამ განაპირობა.

"იმპორტი ოქტომბრიდან საგრძნობლად გაიზრდება და ეს ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება. მართალია, სახელმწიფოს ძალიან კარგი პროექტები აქვს ენერგეტიკის სექტორში, მაგრამ მათი განხორციელება.

ასეთ ვითარებაში მოსალოდნელია, რომ ტარიფი მოიმატებს. მით უმეტეს, რომ ველოდებით იმპორტის გაძვირებას. კონკრეტულად როდის მოხდება ეს, უცნობია, მაგრამ ცვლილება ფასში მოსალოდნელია და აქამდე დიდი დროც არ რჩება", - აცხადებს არველაძე.

ჩაწერა სახელი