ბიზნესპრესი
(31.03.2023)

ჩვენს რეალობაში ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზავიებში სესხის მიღება, ძირითადად, დაკავშირებულია ბიუროკრატიასთან და პროცედურულ სირთულეებთან, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ არა ევროკრედიტში. თუ გყავთ ავტომობილი და თანხა დაგჭირდათ, ან გსურთ ახალი შეიძინოთ, მაგრამ საკმარისი თანხა არ მოგეპოვებათ, ეს სტატია დაგეხმარებათ მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება და ბიუროკრატიის გარეშე დაიმტკიცოთ თქვენზე მორგებული სასესხო პირობები. 

ევროკრედიტის ავტოსესხის პირობების შესახებ

წლების განმავლობაში დაგროვილმა ცოდნამ და გამოცდილებამ კომპანიას სრულად მომხმარებელზე მორგებული სერვისების ჩამოყალიბების შესაძლებლობა მისცა. სისწრაფე და სიმარტივე კომპანიის ის დაპირებაა, რომელსაც ყოველთვის ასრულებს. 

ბიუროკრატიული პროცესების თავიდან აცილების მიზნით, ევროკრედიტის გუნდმა მოთხოვნები და საჭირო დოკუმენტაციები შესაძლო მინიმუმამდე დაიყვანა. 

სესხის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია:

- საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

- ავტომობილის ტექ. პასპორტი;

- დამაკმაყოფილებელი საკრედიტო ქულა;

ამ მინიმალური დოკუმენტაციის წარდგენასთან ერთად, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ სესხი გაიცემა 21 წლიდან, 75 წლამდე. ასევე, თქვენ არ მოგეთხოვებათ საკრედიტო ისტორიისა და შემოსავლების დადასტურება და, ამავდროულად, საკმარისია, არ ფიქსირდებოდეთ მევალეთა სიაში და არ გქონდეთ დაყადაღებული საბანკო ანგარიშები. 

მნიშვნელოვანია, მიიღოთ სრულად ინფორმირებული გადაწყვეტილება

ყველა ფინანსური გადაწყვეტილების მიღებისას, უპირატესობასთან ერთად, მნიშვნელოვანია განსაზღვროთ რისკები, რათა სამომავლოდ თავიდან აიცილოთ შესაძლო გაურკვევლობები და მიიღოთ მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილება.

სწორედ ამიტომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გვსურს გაგიზიაროთ ავტოსესხის, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. 

დადებითი მხარეები 

ყველაზე დიდი უპირატესობა, რაც ევროკრედიტის ავტოსესხს აქვს არის სესხის მოთხოვნის სიმარტივე, დამტკიცებისთვის საჭირო ცოტა დრო და ავტომობილის მაღალი შეფასება. აქვე გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი უპირატესობა:

- თანხის დამატება დისტანციურად: „ვოლიფეისთან“ პარტნიორობით, ევროკრედიტი საშუალებას გაძლევთ, არსებული სესხის ლიმიტის ფარგლებში თანხა დაიმატოთ მობილური აპლიკაციიდან, დისტანციურად და/ან მოითხოვოთ განმეორებითი სესხი.

- მოქნილობა: ევროკრედიტისთვის უპირატესი მომხმარებელია, შესაბამისად, გთავაზობთ თქვენზე მორგებულ გადახდის გრაფიკს, 6 თვიან საშეღავათო პერიოდს და საჭიროების შემთხვევაში, თითოეული განაცხადის ინდივიდუალურად განხილვას.

- სიმარტივე: შემოსავლების დადასტურება და საკრედიტო ისტორია, როგორც წესი, დაკავშირებულია დიდ სირთულესა და დაუძლეველ ბიუროკრატიასთან, მაგრამ არა ევროკრედიტში. თუ თქვენ არ ფიქსირდებით მოვალეთა სიაში, ეს უკვე ნიშნავს, რომ ავტოსესხის მისაღებად საჭირო ერთ-ერთ ძირითად პირობას აკმაყოფილებთ.

- საკრედიტო ქულის გაუმჯობესება: სესხის პირობების სიმარტივიდან გამომდინარე, ევროკრედიტში ავტოსესხს მარტივად მიიღებთ. ვალდებულების პირნათლად შესრულება დაგეხმარებათ საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებაში. 

უარყოფითი მხარეები

ყველა დადებით მხარესთან ერთად, არსებობს საკითხებიც, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია სესხის განაცხადის შევსებამდე.

- საპროცენტო განაკვეთი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მათი შემოთავაზებული საპროცენტო განაკვეთი, შესაძლოა, აღემატებოდეს მსხვილი ბანკების მიერ შემოთავაზებულ პირობებს. ეს განპირობებულია იმით, რომ მარტივად გაცემული თანხების შემთხვევაში მაღალია რისკი. თითოეული მაღალი რისკის მქონე გაცემული სესხი ავტომატურად მოქმედებს საპროცენტო განაკვეთზე. 

- ამორტიზაცია

აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ ავტომობილის ღირებულება დროთა განმავლობაში მცირდება. შესაბამისად, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, თქვენი მანქანის ღირებულება, შესაძლოა, იყოს თავდაპირველად მასში გადახდილ თანხაზე გაცილებით ნაკლები.

შეჯამება

ავტოსესხის დადებითი მხარეებისა და რისკების შეფასების შემდეგ თუ გადაწყვეტთ ევროკრედიტის სესხით სარგებლობას, დამატებითი ინფორმაციის მიღება და ონლაინ განაცხადის შევსება ვებ-გვერდიდანაა შესაძლებელი. კითხვების შემთხვევაში, ასევე, შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 2 90 40 00 ან ეწვიოთ უახლოეს სერვის ცენტრს.  

მიიღეთ ავტოსესხი ევროკრედიტში, ბარიერების გარეშე!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე