პროდუქტები ისევ გაიაფების მოლოდინშია. ქვეყანაში ბოლო დღეებია, სურსათის ფასების შემცირების მხრივ მუშაობა, სავაჭრო ქსელების, იმპორტიორების და მთავრობის წარმომადგებლების მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის. გაიაფების პირობა ჯერ მხოლოდ ჰაერში არსებობს.
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ფასების შემცირება თებერვლის ბოლოდან დაიწყებოდა. დრო ამოიწურა და „ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა ამ ეტაპისთვის რაიმე კონსესუსი თუ არსებობს და ნამდვილად იგრძნობს თუ არა მოსახლეობა ძირითადი მოხმარების პროდუქტების გაიაფებას თუნდაც მარტის დასაწყისიდან.
ახლა საქართველოს სასურსათო სამომხმარებლო ბაზარზე არსებული ვითარება საკმაოდ რთულია, რადგან ინფლაციაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ სურსათზე მოდის. ამ დროს ქვეყანაში საკვები ძალიან ძვირი ღირს. ეს განსაკუთრებით უარყოფითად მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე აისახება.
არსებული მდგომარეობის დასტაბილურების მიზნით, მთავრობა საკითხის მოგვარებაში აქტიურად ჩაერთო და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს. ამის პარარელურად, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ თებერვლის ბოლოდან გაიაფების ტენდენცია დაიწყებოდა. შესაბამისად, „ბიზნეს-რეზონანსი“ დაუკავშირდა ეკონომიკის სამინისტროს, რათა დაგვეზუსტებინა, როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი და რეალურად დაიწყება თუ არა ფასების შემცირება მარტის დასაწყისიდან მაინც.
დავითაშვილის უწყებაში, როგორც ყოველთვის, კომენტარი არ გააკეთეს. 3 დღის განმავლობაში მათგან ვერანაირი ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა. თუმცა, ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამგვარი "მუშაობის" სტილი ეკონომიკის სამინისტროს და მათი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სავიზიტო ბარათია. ისინი, ძირითდად, იმით არიან დაკავებულნი, რომ ჟურნალისტების კითხვებს თავი აარიდონ.
საკითხის მოგვარებაში იმპორტიორები და სავარო ქსელის წარმომადგენლებიც აქტიურად არიან ჩართულნი. შედარებით მეტი ინფორმაციის მეღებაც სწორედ მათგან გახდა შესაძლებელი. როგორც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ აღნიშნა, რითეილ სექტორის და სადისტრიბუციო სექტორის წარმომადგენლები როგორმე შეთანხმდებიან, რაც ფასებზე აისახება.
„პროდუქციაზე ფასების კლება არის გრძელვადიანი პროცესი, რადგან კანონი არის განმსაზღვრელი, რომელიც ბაზარზე, ძალიან ბევრ რამეს დაასტაბილურებს. მოკლევადიან პერსპექტივაში, უშუალოდ კომპანიები როგორც სადისტრიბუციო, ასევე რითეილ სექტორის წარმომადგენლები შეთანხმდებიან, რომ ის გარკვეული მარჟები რაც ჰქონდათ პროდუქციაზე, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა აქციებს აკეთებდნენ, სტანდარტულ ფასებში შესთავაზონ მომხმარებელს, რაც შედარებით დაბალ ზღვარი იქნება. ეს არის ის, რაც შეიძლება მოკლევადიან პერიოდში მოხდეს, თუმცა დანარჩენი საკითხების მოგვარებას 1-2 კვირა არ ეყოფა.
მოლაპარაკებებში აქტიურად ვართ ჩართული, ამ კვირაშიც ჩანიშნულია შეხვედრა, ეკონომიკის სამინისტროში, სადაც აქტიურად ვიმუშავებთ რეგულაციასთან და იმ დირექტივასთან დაკავშირებით, რომელსაც ევროკავშირი თავის წევრ ქვეყნებს ავალდებულებს“, - აღნიშნა ჭყონიამ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ კანონპროექტი რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს, ქვეყნისთვის ძალიან მნისვნელოვანი იქნება. მანვე იმაზეც ისაუბრა, რომ საბითუმო ობიექტებზე ფასების შემცირება უკვე ასახულია.
„2009-10 წლებში შემუშავდა რეგულაცია ისეთ ქვეყნებში როგორიც არის, ლიეტუა, ჩეხეთი, რუმინეთი, ბელგია, საფრანგეთი, იტალია, გერმანია. ახლა ეს კანონი საკმაოდ აქტიურად მუშაობს, თუმცა ეს არის ინდივიდუალური და არ არის ერთგვროვანი, მაგრამ დაფუძნებულია ძირითად პრინციპებზე რომელიც გულისხმობს, რომ არც ერთი მხარე არ დაიჩაგროს.
ჩვენი ასოციაციაც, არაერთი წელია საუბრობს ამ რეგულაციასთან დაკავშირებით, რადგან რითეილ სექტორის სწრაფი ზრდა არის გარკვეულ პრობლემებთან გაიგივებული. ამიტომ ვეცდებით, მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც, პირველ რიგში, მორგებული იქნება მოსახლეობის კეთილდეობაზე და შემდეგ უკვე ბიზნეს სექტორისთვისაც არ იქნება დამაზიანებელი.
რაც შეეხება ფასების კლებას, მოლაპარაკების პროცესი დაწყებულია. მინდა ვთქვა, რომ იგი უკვე ასახულია საბითუმო ობიექტებზე და იქ უკვე დაბალია ფასები, ხოლო რითეილ სექტორშიც შედეგს უახლოეს მომავალში ვნახავთ“, - დასძინა ჭყონიამ.
ფაქტია, რომ ამ ეტაპისთვის კონსესუსი არსებობს, რაც სააბოლოოდ უკვე პროდუქციის ფასებზე უნდა აისახოს. როგორც საქართველოს რითეილ ასოციაციის აღმასრულებლი დირექტორი სოფიო ქაშაკაშვილი აღნიშნავს, საკითზე მუშაობა კიდევ გრძელდება, თუმცა ფასების შემცირება ნამდვილად მოსალოდნელია.
„პროდუქტების გაიაფებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კიდევ მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ერთობლივად ვამუშავებთ ამ საკითხს. ნამდვლად მოსალოდნელია ღირებულების შემცირება, თუმცა ამ ეტაპზე ვერ დავსახელებ რა პროდუქტის მიმართულებით როგორი ფასდაკლებები იქნება და რამდენად შემცირდება ფასი.
საკმაოდ დიდი საქმეა გასაკეთებელი და ასე სწრაფად კომენტარის გაკეთება რთულია, თუმცა შემიძლია დავადასტურო, რომ ახლო მომავალში მომხმარებლები ფასების კლებას სიკეთეს ნამდვილად იგრძნობენ“, - აღნიშნა ქაშაკაშვილმა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე