"ჩნდება ეჭვი: ხომ არ ხდება ამით ვიღაცაზე ხელის დაფარება, რაიმე შეკვეთის შესრულება? დამაფიქრებელია, რომცა ერთი და იგივე ბანკს ამდენჯერ აყაჩაღებენ"
ქეთო გოგოხია
(27.02.2023)

საბანკო სექტორში უსაფრთხოების სისტემები ძალიან დაბალ დონეზეა. ეს ბოლო პერიოდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმებმაც დაგვანახა, რომ თანამშრომლების და კლიემნტების უსაფრთხოება სათანადოდ დაცული არ არის. ელემენტარულად, ამხელა სტრუქტურაში დაცვის სამსახურის აყვანა ვერ ხერხდება. ბანკების პოზიციაა, რომ დაზღვევა აქვთ და ფინანსური დანაკარგი უნაზრაურდებათ, თუმცა მეორე მხარეს ადამიანების უსაფრთხოებაა, რაზეც ბანკი, ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობას იხსნის.

შემთხვევითი არ არის, რომ 10-დან 9 შემთხვევაში თავდასხმა "საქართველოს ბანკზე" ხდება, სადაც, სავარაუდოდ, ყველაზე ნაკლებად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები, რის გამოც აქვთ მძარცველებს მიზანში ჰყავთ ამოღებული რეგიონებშიც და თბილისშიც.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ამ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა კიდეც, რომ ბანკებს უნდა ჰყავდეთ დაცვის სამსახური და აინტერესებდეთ კლიენტების უსაფრთხოება.

,,სამწუხაროდ, უმეტეს ბანკს დაცვა არ ჰყავს. როდესაც ვეუბნებით, რომ დაცვა აიყვანონ, გვპასუხობენ: „ჩვენ დაზღვეული გვაქვს თემა და პრობლემა არ გვაქვს“, თუმცა ეს მერე შსს-ს პრობლემა ხდება , - ამის შესახებ შს მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფებოდა.

ასე უპასუხა გომელაურმა აღნიშნულით დეპუტატ კახა კახიშვილის შეკითხვას, რომლის თანახმად, ბანკებს დაცვა არ ჰყავთ და ამ მხრივ, დაცვის სავალდებულოდ აყვანაზე ხომ არ იფიქრებდნენ.

მინისტრის განცხადებით, პრობლემა არის და ალბათ, ეროვნული ბანკიც უნდა დაინტერესდეს.

,,რა თქმა უნდა, ამას მარტო ჩვენ ვერ გადავწყვეტთ, ვერ დავაძალებთ, გინდა თუ არა დაცვა აიყვანონ“, - განაცხადა გომელაურმა.

მინისტრს არ დაუსახელებია კონკრეტული ბანკი, თუმცა არ ჭირს მიხვედრა, რომ მან, სავარაუდოდ, სწორედ ,,საქართველოს ბანკი" იგულისხმა, რომელიც ხშურად ხდება თავდასხმების ობიექტი, მაღ შორის ყველაზე დიდი ძარცვა ბადრი ესებუას უკავშირდება, რომელმაც ბანკიდან ნახევარი მილიონი ლარი გაიტანა. მისი დაკავება მხოლოდ ახლა მოხერხდა, თუმცა გატაცებული თანხის ბედი აქამდე უცნობია.

რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, 2021 წლის 16 აპრილს, ავლაბარში „საქართველოს ბანკის" ფილიალის დაყაჩაღება სცადეს.

2020 წლის 27 ნოემბერს, დილის საათებში დიღმის მასივში „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალი დააყაჩაღეს.

2020 წლის 25 ივნისს, შეიარაღებული პირი ფონიჭალაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ სერვის-ცენტრს ყაჩაღურად თავს დაესხა და იარაღის მუქარით გაიტაცა ბანკის კუთვნილი თანხა - 18 168 ლარი.

2019 წლის 8 მარტს „საქართველოს ბანკის“ გლდანის ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის დროს თავდამსხმელებმა თავისუფლება აღუკვეთეს ორ მოქალაქეს, ჩამოართვეს კუთვნილი ავტომობილი, ბანკში შეიჭრნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფული მოითხოვეს.

2018 წლის 6 სექტემბრის დილას კი 51 წლის კაცმა „საქართველოს ბანკის"  ფილიალის დაყაჩაღება წერეთლის გამზირზე სცადა.

2017 წლის 18 და 19 დეკემბერს „საქართველოს ბანკის“ ორი ფილიალი დააყაჩაღეს. 18 დეკემბერს წერეთლის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალში 25 წლის მძარცველი შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გასტაცა; 19 დეკემბრის ყაჩაღობა ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ფილიალში მოხდა.

რატომ არ ჰყავს დაცვა ბანკს და აპირებენ თუ არა ამ მიმართულებით ზომების გატარებას? - ამ კითხვით ,,ბიზნეს-რეზონანსმა" ,,საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბანკში კომენტარი, რასაკვირველია, არ გააკეთეს, თუმცა საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარეს ექსპერტებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საბანკო სექტორში უსაფრთხოების ზომები გასაძლიერებელია.

საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა ბანკის მხრიდან უსაფრთხოების ზომების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს. იგი არ გამორიცხავს, რომ ბანკის ფილიალებზე თავდასხმა ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ მდგომარეობასთან იყოს  დაკავშირებული.

„საქართველოს ბანკი“ მძარცველების სამიზნე შეიძლება იმიტომაა, რომ ერთ-ერთი მსხვილი ბანკია ქვეყანაში და  მის ფილიალებში დიდი რაოდენობით ნაღდი ფული ეგულებათ. ვერ ვიტყვი, რომ დაცვის სისტემა სუსტია, თუმცა არასაკმარისია და ზომები აშკარად გასაძლიერებელი აქვთ. ეს არ ეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ ბანკს, მეჭვება, სხვაგანაც ფული სათანადოდ იყოს დაცული. 

ზომები უნდა გაამკაცრონ როგორც ბანკებმა, მაგალითად, დაცვის სამსახური აიყვანონ, ასევე კრიმინალთან ბრძოლის უფრო ეფექტური გზა უნდა გამოინახოს, რათა მოქალაქეებმა დაცულად იგრძნონ თავი. ბუნებრივია, სადაც ფული დევს, ყველას იქითკენ მიუწევს გული, მაგრამ კრიმინალს არ აქვს გამართლება. დანაშაული, ყველა შემთხვევაში, თანაბრად უნდა იყოს აღკვეთილი და არ უნდა დავუშვათ, რომ თავდამსხმელებმა კომერციული ბანკი გაძარცვონ.

თავის მხრივ, ბანკებმაც თავი უნდა შეიწუხონ და გააძლიერონ დაცვის სისტემები, რისთვისაც, სავარაუდოდ, ფული არ ემეტებათ, ხოლო თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება საფრთხეშია", - განაცხადა „ბიზნეს-რეზონანსთან" ლია ელიავამ.

,,ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი პაატა შეშელიძე ფიქრობს, ბანკის ფილიალების დაყაჩარების ფაქტები შეიძლება სხვადასხვა ფაქტორით იყოს გამოწვეული, თუმცა ყველა შემთხვევაში მთავარი პრობლემა სავარაუდოდ, დაცვის სისტემაში შესაძლო ხარვეზია.

,,მრავალი დაუსაბუთებელი მოსაზრება იჩენს თავს, ესებუას საქმე ბოლომდე ჯერ არ არის მიყვანილი, ამიტომ კონკრეტული ახსნა გამიჭირდება. ძარცვის სხვა შემთხვევებზეც ნაკლებად გვაქვს ინფორმაცია, გარდა იმისა, რომ ფაქტებს სოციალური საფუძველი აქვს და ძარცვავენ გაჭირვებული ადამიანები, რასაც არანაირად არ აქვს გამართლება.

რაც შეეხება კონკრეტულ ბანკს, ,,საქართველოს ბანკი” ყველაზე დიდი ბანკია, ყველაზე მეტი ფილიალი აქვს და შესაძლოა, ეს იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. არ გამოვრიცხავ, შემთხვევების ზრდა დაცვით სისტემაში ხარვეზსაც უკავშირდებოდეს. ამასთან, ჩნდება ეჭვი: ხომ არ ხდება ამით ვიღაცაზე ხელის დაფარება, რაიმე შეკვეთის შესრულება ან რაიმე მსგავს გარემოებასთან ხომ არ გვაქვს საქმე? ამის დასაბუთება ნამდვილად გაჭირდება, თუმცა წვის მაინც არსებობს. რაც არ უნდა იყოს, დამაფიქრებელია, რომ ერთი და იგივე ბანკს ამდენჯერ აყაჩაღებენ, მართლაც ზედმეტად ბევრია", - განაცხადა შეშელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

სპეციალისტები ფიქრობენ ასევე, რომ ბოლო დროს გახშირებულ თავდასხმებზე ნეგატიურად 2020 წლის ზუგდიდის ძარცვამ იმოქმედა, რადგან ბანკი სრულიად დაუცველი აღმოჩნდა. თუმცა საბოლოოდ სახელმწიფომ თავდამსხმელის დაჭერა მაინც შეძლო. ყველაზე ცუსი კი ამ ყველაფერში პოლიტიკური სარჩულია. "საქართველოს ბანკი" იქნება თუ სხვა მომხმარებლებისა თუ საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ყურს არ იბერტყავენ, ხოლო როცა თავდასხმა ხდება ყველაფერი სახელმწიფო სტრუქტურების თავში სახლელი ხდება და ხელის შეწმენდასაც მათზე ცდილობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე