საქართველოში საგრძნობლად გაძვირებული უძრავი ქონების ღირებულება კიდევ მოიმატებს. ბინებზე ფასის მომატების მთავარი მიზეზი სამშენებლო მასალების გაძვირებაა. სექტორის მოლოდინით, უძრავ ქონებაზე ღირებულების ზრდა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
სექორი ამბობს, რომ ყველა გარემოების გათვალისწინებით, როგორც მშენებარე, ასევე დასრულებული ბინების გაძვირება გარდაუვალია. თანაც, სფერო არც ისე დაბალ რიცხვებს ასახელებს და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, უძრავი ქონება 10-დან 25%-მდე გაძვირდება.
სწორედ 20-25%-იან გაძვირებაზე საუბრობს სამშენებლო სფეროს წარმომადგენელი, კომპანია „ბერუკას" ხელმძღვანელი ავთანდილ გუგეშაშვილი და ბინებზე ფასის მომატების მთავარ მიზეზად სამშენებლო მასალების გაძვირებას ასახელებს.
„სამშენებლო მასალები, დაახლოებით 15-20%-ით გაძვირებულია, და შესაბამისად, უძრავი ქონების ღირებულებაც მოიმატებს. ფასის ზრდა შეეხება, როგორც მშენებარე, ისე აშენებულ ბინებსაც. დასრულებულ სახლებთან დაკავშრებიტაც იგივე სიტუაციაა, ყველაფერი გაძვირებისკენ მიდის. მე მგონია, რომ ბინების ფასი 20-25%-ით მოიმატებს", - განაცხადა ავთანდილ გუგეშაშვილმა „რეზონანსთან".
სამშენებლო სფეროში, ისე როგორც სხვა სექტორებში, ვითარება კორონავირუსის პანდემიის შემდეგ აირია. მას შემდეგ, უძრავი ქონების ბაზარი გამოწვევების წინაშეა. პანდემიის შემდეგ შედარებით დაწყნარებულ ვითარებას მოჰყვა ომი, რამაც სექტორს სიძვირისკენ კიდევ ერთხელ უბიძგა.
როგორც უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი, კომპანია „ნოუბლ რიალ ისთეითის" დამფუძნებელი ვაჟა მებაღიშვილი აცხადებს, სამშენებლო მასალების გაძვირებასთან ერთად, ბინებზე ფასის მომატება მაღალმა მოთხოვნამაც განაპრობა.
„ფასების გაძვირების ძირითადი დასაბუთება არის ისევ და ისევ ის, რომ ბაზარი არეგულირებს ფასს. იქიდან გამომდინარე, რომ სამშენებლო მასალები ყოველდღიურად ძვირდება და სახების ასაშენებელი ადგილები არის მწირი და ლიმიტირებული, იწვევს ფასის ზრდას, შესაბამისად, ამიტომაც გვაქვს სახეზე ღირებულების მატება.
მოთხოვნა მაღალია, რაც ასევე დიდ როლს ახდენს გაძვირებაზე. მაღალი მოთხოვნა განაპირობებს კონურენციას, რაც ზრდის ფასს", - განუცხადა „რეზონანსს" ვაჟა მებაღიშვილმა.
მორიგი გაძვირება რომ გარდაუვალია, ამაზე სამშენებლო სფეროს ყველა წარმომადგენელი საუბრობს, თუმცა ისინი პროცენტულად სხვადასხვა მატებაზე აკეთებენ აქცენტს.
მიზეზებთან ერთად, წლის ბოლომდე ბინების გაძვირების გაგრძელებაზე საუბრობს კომპანია „არსის" გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე და ვარაუდობს, რომ წლის მეორე ნახევარში, 5-დან 10%-მდე გაიზრდება უძრავი ქონება.
„ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოდან გვაქვს ის ტენდენცია, რომ უძრავი ქონების ფასი მზარდია. მთელი ეს პერიოდი, 2022 წლის მონაცემებით, ფასი ყოველთვიურად იზრდებოდა და ამის რამდენიმე გამომწვევი მიზეზი რსებობს. უპირველეს ყოვლისა ეს არის, გასუული წლის ინფლაცია, რამაც განაპირობა ფასების ზრდა. შემდგ მოდის რუსეთის აგრესია, უკრაინის წინააღმდეგ და კიდევ უფრო გაძვირებული სამშენებლო მასალები და ლოგისტიკის ხარჯები. შეასაბამისად, ეს ტენდენცია მთელი წლის განმავლობაში სახეზე გვქონდა და ფასები ყოველთვეში იზრდებოდა.
თუ პირველი და მეორე კვარტლის სტატისტიკას შევხედავთ, ვნახავთ, რომ ფასები მეორე კვარტლაში გაზრდილია, ვიდრე იყო პირველ კვარტალში. ომის შემდეგ, უფრო სწრაფი ტენპით მოხდა ღირებულები მომატება.
სამშენებლო მასალის ფასები დასტაბილურდა. ბოლო ერთი თვეა ვხედავთ, რომ აღარ იზრდება მათი ღირებულება, თუმცა უძრავი ქონების გასაყიდი ფასის ზრდა კვლავ გრძელდება, რაც, ჩემი ვარაუდით, წლის ბოლომდე გასტანს. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიებს ჯერ კიდევ გასულ წელს მოუწიათ მარჟების შემცირება. წელსაც მოუწიათ, რადგან უფრო მეტად იზრებოდა თვითღირებულება, ანუ ხარჯვითი ნაწილი, ვიდრე კომპანიები ზრდიდნენ უძრავი ქონების ფასს.
ვვარაუდობ, რომ წლის მეორე ნახევარში, 5-დან 10%-მდე გაიზრდება უძრავი ქონების ფასები", - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან" ბესო ორთოიძემ.
დეველოპერული კომპანია „ბლოქსის" კომერციული დირექტორის თეო გეგიაძის განმარტებით, უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული: ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მაინც ძირითადი მასალების ფასების ზრდაა - არმატურის ღირებულება 20%-ით არის გაზრდილი, ხოლო ბეტონის - 15%-ით. ამასთან, საგრძნობლად გაძვირებულია ყველა სხვა სამშენებლო თუ სარემონტო მასალაც, რაც ბაზარზე ლოგისტიკის გართულებამ გამოიწვია; 20%-მდეა გაზრდილი მუშახელის ანაზღაურებაც. საერთო ჯამში, მშენებლობის თვითღირებულება, დაახლოებით, 20%-ით არის გაძვირებული.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მეორე კვარტალში, პირველ კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.7%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 4.5% შეადგინა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე