თამთა ჩაჩანიძე
(03.07.2020)

„თუ ასე არ მოხდება, მგონია, რომ ბევრს გაუკვირდება, მათ შორის მეც," - ასე აფასებს „რეზონანთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიშე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში შესაძლო პირველ ნომრად ყოფნას, თავად პრემიერი კი ამბობს, რომ სიის სათავეში იქნება თუ არა, წარმოდგენა არ აქვს.

„რეზონანსი": გახარია ამბობს, რომ „ქართული ოცნების" საარჩევნო სიის დაკომპლექტებაზე კონსულტაციები ამ ეტაპზე დაწყებული არაა, როგორ ფიქრობთ რატომ აჭიანურებს მმართველი გუნდი სიისა და მაჟორიტარ კანდიდატების საკითხს?

რამაზ საყვარლიძე: დაგვიანებული იქნებოდა სია რომ დაედოთ მაშინ, როცა ვადა გასული იქნებოდა, თუ არადა სულ ბოლო დღესაც რომ დადონ ეს დაგვიანებად არ ჩაითვლება.

„რ": რამდენად დიდი ალბათობაა იმისა, რომ გიორგი გახარია საარჩევნო სიის პირველ ნომრად ვიხილოთ?

რ.ს: თუ ასე არ მოხდება, მგონია, რომ ბევრს გაუკვირდება, მათ შორის მეც.

„რ": ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებისაგან 8 მარტის შეთანხმებას სრულად ითხოვენ, აქცენტი „მთავარი არხის" დამფუძნებლის გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხზე აქვთ. თქვენი აზრით, ეს ნაწილი რამდენად შესრულებადია?

რ.ს: მგონია, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება რომ არ შეასრულოს, იმიტომ, რომ წინა შეწყალებამ თვითონ ხელისუფლებას ცუდი სამსახური გაუწია, ამან მის მომხრეებში გაღიზიანება გამოიწვია, გაჩნდა ასეთი ფრაზები „ჩვენ დამოუკიდებლები ვართ თუ არა", „სუვერენული ქვეყანა ვართ თუ არა" და „რისი მაქნისია ეს ხელისუფლება, როცა ასეთ ნაბიჯს დგამს".

ასე რომ, რურუას გათავისუფლებაც თვითონ „ქართული ოცნების" მხარდამჭერებში ანალოგიურად უკმაყოფილებილების ტალღას გააჩენს, ამიტომ მგონია, რომ „ოცნება" ეცდება, რომ ეს ნაბიჯი არ გადადგას.

„რ": როგორ შეაფასებთ „ქართული მარშის" მიერ პოლიტიკური აქტივობის დაწყებას და საზოგადოებაში გაჩენილ ეჭვს „ქართულ ოცნებასთან" შესაძლო თანამშრომლობის შესახებ?

რ.ს.: ხალხი კი ბრძენია, მაგრამ მაშინ ალბათ იმასაც დააყოლებს, „ქართული მარში" „ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობაში რა ლოგიკით უნდა იყოს,

თვითონ „ოცნებას" „ქართული მარში" სჭირდება? „ქართულ ოცნებას" ის რეიტინგული მდგომარეობა არ აქვს და ის რეიტინგული მდგომარეობა „ქართულ მარშს", რომ „ოცნებას" „მარში" სჭირდებოდეს, მაშინ როდესაც თუკი ასეთი გარიგება მოხდა, რეიტინგული თვალსაზრისით „ოცნებისათვის" წამგებიანი იქნება და ამ ნაბიჯზე რატომ უნდა წავიდეს?

ჩაწერა სახელი
ჭორლეონე (03.07.2020)
მოგიტყან დედის ფანქარი. აბა ვისია ბრეგაძე? ერთი შენ არა ხარ ოცნების აგიტატორი და მეორე ეგ მარსი