მარიამ ნებულიშვილი
(02.07.2020)

 დაზუსტდა ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის უსაფრთხოდ ჩატარების წესები. 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. საერთო სამაგისტრო გამოცდები 1-ელიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. სტუდენტთა საგრანტო კონკურსი კი - 25 ივლისს იქნება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შეაბამისად ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილმა უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.

საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ აუცილებელია აბიტურიენტი პირბადით მივიდეს საგამოცდო ცენტრში, მაგიდასთან დაჯომის შემდეგ კი შეუძლია ნიღაბის მოხსნა, რადგან იქ დისტანცია დაცულია.

„იქიდან გამომდინარე, რომ განთლების სამინისტრო ტექნიკურად საკმაოდ კარგად მოემზადა ამ გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს თავის საგამოცდო ადგილზე, დაჯდეს მერხთან, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება დეზობარიერით, გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა, რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული. ასევე, ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსამდე, შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვა. ეს რეკომენდაციები ჩვენ ასევე მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან", - განაცხადა გახარიამ.

რეკომენდაციების თანახმად, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან მხოლოდ საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. ყოველი საგამოცდო მაგიდა აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით. მაგიდებს შორის დაშორება სიგანეში იქნება 2 მეტრი, ხოლო მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის კი - 1 მეტრი.

გამოსაცდელებს საგამოცდო ადგილის დაკავების შემდეგ აქვთ შესაძლებლობა პირბადე მოიხნან.

ღია ფანჯრების შემთხვევაში ნებადათულია კონდინციონერის ჩართვა. სავალდებულოა პირბადის კეთება ჩართული კონდინციონერის შემთხვევაში.

კონდინციონერის ჩართვისას ასევე სავალდებულია დაცული იყოს ხელების ჰიგიენა ფიზიკური დისტანცია და რესპირატორული ეტიკეტი. ასევე აუცილებელია, რომ არ ხდებოდეს ოთხაში ერთი და იგივე ჰაერის ცირკულირება და კონდინციონერიდან წამოსული ჰაერი არ იყოს პირდაპირ მიმართული ადამიანზე.

იმ შემთხვევაში თუ გამოსაცდელს უფიქსირდება 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა და სხვა ნებისმიერი რესპირატორული სიმპტომი, იგი ვალდებულია მთელი გამოცდის განმავლობაში ეკეთოს ნიღაბი.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტს გამოცდის წინა დღეებში აღენიშნება მაღალი ტემპერატურა ან კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სხვა ნებისმიერი სიმპტომი, იგი ვალდებულია მივიდეს შესაბამის ცენტრში და გაიკეთოს PCR ტესტი.

ჩაწერა სახელი