მარიამ ნებულიშვილი
(02.07.2020)

 „ჩუგოშვილი ქართულ პოლიტიკაში თავის მისაღებ პარტიას, სადაც ის თავის რესურსებს და ღირებულებებს ჩადებს, ვერ ხედავს"- ასე ეხმაურება, „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილის განცხადებას, რომ იგი არცერთ პოლიტიკურ პარტიაში არ გეგმავს გაწევრიანებას.

ჩუგოშვილის განცხადებით, რომელიმე პარტიაში შესვლა სერიოზული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელშიც სრულიად დარწმულებული უნდა იყოს.

„მე არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი დ სიმართლე გითხრათ, არც ვაპირებ რომელიმე პარტიას შევუერთდე ახლო მომავალში. ჩემთვის პოლიტიკურ პარტიაში შესვლა სერიოზული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ძალიან დარწმუნებული უნდა ვიყო",- ამბობს ჩუგოშვილი.

პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით ჩუგოშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც არ შეუერთდა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.

„ჩუგოშვილი ქართულ პოლიტიკაში თავის მისაღებ პარტიას, სადაც ის თავის რესურსებს და ღირებულებებს ჩადებს, ვერ ხედავს. ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის ჩემთვისაც ამ ქვეყანაში არაა ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელთანაც ითანამშრომლებ და მერე მათთან ურთიერთობის არ შეგრცხვება, ასეა ჩუგოშვილიც.

"მეორე მხრივ, მისი უნიკალური გამოცდილება პოლიტიკაში და სამოქალაქო საზოგადოებაში ყოფნისა არ აძლევვს მას უფლებას ეს ყველაფერი დაუკარგოს ქართულ საზოგადოებას. არ იქნებოდა სამართლიანი მისი სრულიად წასვლა. ამიტომ, ის ვერ ხვდება, როგორ უნდა ემსახუროს თავის საზოგადოებას, და თან სხვა არაფერი არ შეუძლია, მან პოლიტიკა იცის კარგად და პოლიტიკაში უნდა იყოს", - ამბობს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, იდეოლოგიური თვალსაზრისით ჩუგოშვილი მხოლოდ და მხოლოდ „ევროპულ საქართველოს" ემთხვევა.

„მე ჩუგოშვილს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ვამბობდი კიდეც, რომ არჩევნებში ხმას მივცემდი იმ პოლიტიკურ პარტიას სადაც ჩუგოშვილი იქნებოდა. უცებ, დამეთხვა და ჩუგოშვილმა გააკეთა მსგავსი განცხადება.

"ანუ, პრაქტიკულად ისე, რომ მასთან კონტაქტი არ მქონა, ბევრი რამე დაემთხვა ჩვენს შორის. ამიტომ, ძალიან მინდა, რომ ჩუგოშვილი სადმე, რომელიმე პარტიაში ჩამოყალიბდეს პოლიტიკურ ლიდერად და თავადაც ითხოვდეს ხმებს არჩევნებისთვის

„იდეოლოგიურად, ჩემი აზრით ჩუგოშვილი უფრო არის იქ, სადაც არის მემარჯვენე ლიბერალურ-ცენტრისტული იდეოლოგია. ამ იდეოლოგიებს დღეს საქართველოში ახორციელებს მხოლოდ და მხოლოდ „ევროპული საქართველო" და მოხარული ვიქნები თუ ერთ დღეს მათ რიგებში ვიხილავ ჩუგოშვილსაც", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ჩაწერა სახელი
eliso (03.07.2020)
ra didi carmodgenis kopila sakutar tavze kvelas kvelaperi gvaxsovs

კახელი (02.07.2020)
რა დიდი ავტორიტეტი ეს ქალი სარგებლობს,რომ რომელიმე პარტიას რამე შემატოს .აქსიმუმ ოცი ხმა. ხომ იცით რომ დიდი სიმპათიები არ აქვ ხალხს ამ ,,ქალბატონის," .იმართ ერთი ჩვეულებრივი. სცენის მეხოტბე.