ტატა შოშიაშვილი
(23.05.2020)

„მხოლოდ აშშ ამას ვერ გადაწყვეტს, რადგან ალიანსის ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი... თუ ნატო-ში ამ სახით შესვლას დავთანხმდებით, მაშინ სამუშაო იქნება იმ წევრებთან, რომლებიც წინააღმდეგი არიან", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე ახალ ინიციატივას, რომლის შესახებაც უკრაინის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეცწარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა ისაუბრა ნატო-ში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიღებასთან დაკავშირებით.

ნატო-ში პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიღება შესაძლოა ახალი წესით დაიწყოს. კერძოდ, უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეცწარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა „უსაფრთხოების საკითხებში კიევის ფორუმის" ონლაინ დისკუსიის ფაგრგლებში ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების ახალი გეგმა წარმოადგინა.

ვოლკერის თქმით, ისეთი ქვეყნები, რომელთაც რუსეთთან კონფლიქტი აქვთ ალიანსში უნდა მიიღონ ისე, რომ ნატო-ს მოეხსნას მე-5 მუხლის შესრულების ვალდებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია არ იქნება ვალდებული დაიწყოს საომარი მოქმედებები რუსეთთან და დაიცვას თავისი ახალი წევრის ოკუპირებული ტერიტორიები. საუბარია როგორც საქართველოზე, ასევე უკრაინასა და მოლდოვაზე.

უფრო კონკრეტულად კი, ვოლკერის აზრით, ნატომ და მასში გაწევრიანების მსურველმა ქვეყანამ უნდა გააფორმონ შეთანხმება, რომ ნატოს წესდების მე-5 მუხლი არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს.

აღნიშნული შეთავაზება ვოლკერმა განმარტა იმით, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებს არ სურთ რუსეთთან დაპირისპირება და მე-5 მუხლის პირობების შესრულება:

„რუსეთს არ უნდა ალიანსში შესვლის შესაძლებლობა მისცეს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, რის გამოც აღნიშნული ქვეყნების გარკვეული ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. ხოლო ალიანსის წევრებს კი არ გააჩნიათ განსაკუთრებული სურვილი, რომ საკუთარ რიგებში მიიღონ ქვეყანა, სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია. ნატოს წესდების მე-5 მუხლის თანახმად, ეს ავტომატურად იმის ნიშნავს, რომ რუსეთთან ომი უნდა დაიწყონ ამ ტერიტორიების ძალით დასაბრუნებლად", - განაცხადა ვოლკერმა ონლაინ დისკუსიის მსვლელობისას.

ყოფილმა მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ მსგავსი შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში ნატო „ვალდეებულებას იღებს, რომ პირველი არ დაიწყებს საომარ მოქმედებებს ტერიტორიების დასაბრუნებლად".

თორნიკე შარაშენიძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მიუხედავად აშშ-ის გავლენისა, ვოლკერის მიერ გამოთქმული ინიციატივა არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად დამტკიცდება და აღნიშნული მოდელით იხელმძღვანელებს ალიანსი:

„ამერიკის შეერთებული შტატები არის ნატო-ს ერთი-ერთი წევრი, მართალია, ყველაზე გავლენიანი, მაგრამ ერთ-ერთი და მხოლოდ აშშ ამას (ნატო-ში ქვეყნების მიღების წესის ცვლილება - რედ.) ვერ გადაწყვეტს, რადგან ალიანსის ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი", - ამბობს შარაშენიძე.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაიის წევრი ქვეყნების ვოლკერის ინიციატივას არ დათანხმდება:

„არა მგონია, რომ ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნები დაეთანხმონ ამ ინიციატივას. უკვე 12 წელია ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს შეთანხმება. გერმანია პოზიციას არ იცვლის, თუმცა, არა მხოლოდ გერმანია არ იცვლის პოზიციას, მაგრამ ის ყველაზე აქტიურად. ვოლკერის ინციატივა შესაძლოა ჩვენ მოგვწონდეს, მაგრამ ჯერჯერობით გერმანიაში ასე არ ფიქრობენ და, პირველ ყოვლისა, იქაა სამუშაო.

„თუ ნატოში ამ სახით შესვლას დავთანხმდებით, მაშინ სამუშაო იქნება იმ წევრებთან, რომლებიც წინააღმდეგი არიან, თორემ ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა, რაც არაა საკმარისი", - განმარტა შარაშენიძემ.

ჩაწერა სახელი
გურული GOOGLE! (24.05.2020)
ანუ ნატოს იმედზე ნუ იქნებითო!!!!!

მედეა (24.05.2020)
ნატო გვინდა რუსეთისგან თავდასაცავად-მაგ მე-5 პუნქტის გამო! მარტო გადასახადების გადახდა და სავარჯიშოდ პოლიგონების გამოყოფა თუ ჭირდება ნატოს ჩვენგან, მაშინ რა ხიბლი დარჩა მას? რუსეთი იჯლიგინებს ისევე, როგორც ახლა დაჯლიგინობს! "საითაც გავიქეცი--იქეთ წ ა ვ ი ქ ე ც ი"-ო, ასეაზუსტად!

Kvesmesa-s (24.05.2020)
Amerikam klanchebi ara fexebi gamoyo. Elcinis dros sul amerikeli konsultantebi ar ijdnen rusetshi, shevardnadzemac mshvenivrad icoda. Konsitucia innglisurad miutanes, rusulad targmnes! Ratom moxda mashin abxazetis okupacia, tu amerilelebi chvensken arian! Dzagli dgzalis tyavs ar daxevs! Orive erti nagavia imperialistebi

kvesmesa (24.05.2020)
1234. - ეგ გრუ-სგან ნასწავლი დემაგოგიური ზღაპრები ბებიაშენს მოუყევი. გერმანია ორად გაგლეჯილი იყო როცა ნატოში შევიდა და ჩვენგან განსხვავებით გფრ და გდრ ერთმანეთს აღიარებდნენ. იმისათვის რო დანარჩენი ქვეყანაც არ დაგვიკუწმაწოს რუსმა შენნაირი მოღალატეების ხელდასხმით, საჭიროა რასაც ვაკონტროლებთ იმას მაინც გადავაფაროთ თავდაცვის ფარდა, თორემ რუსი არ მოისვენებს და შენნაირების ძალისხმევით დაგვქსაქსავს. თუმცა ამერიკამ და დასავლეთმა უკვე გამოყვეს კლანჭები და შენი უსტაბაში ბიძინა გასვეს ძელზე... ასე რომ დემაგოგობას მოეშვი და ხალხს სიმართლე უთხარი თორე სერგო ორჯონიკიძის გვერდზე შენი სულის ფურთხება იქნება მარადის...

1234 (23.05.2020)
გეოგრაფიული მდგრომარეობის გამო საქართველოს გზა ნატოში და ევროკავშირში შესვლაზე თურქეთზე გადის. ჩვენდა საუბედუროდ თურქეთი ნატოს სცილდება. თურქეთის ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებებიც გაჩერებულია. ასე რომ საქართველო დღეს იმაზე შორს არის ევროკავშირში შესვლიდან ვიდრე შევარდნაძის დროს. გარდა ამისა, რჩება ყველაზე მთავარი წინააღმდეგობა - რუსეთი. დღევანდელმა რუსეთმა აჩვენა რომ ის საქართველოს ნატოში შესვლას არ დაუშვებს. რომ ის ამისთვის იომებს. დასავლეთი კი საქართველოს გულისთვის რუსეთთან არ იომებს. ეს აჩვენა 2008 წელმა. საქართველო რჩება ბუფერულ ქვეყანად. ერთარდერთი გამოსავალი არის ფინეთის მოდელი, რომელიც საქართველოს მსგავსად ბუფერული ქვეყანაა: ტოტალური თავდაცვა.

სტატუს ქუო (23.05.2020)
ეს კაცი მაგარი უტვინოა. ჩვენ მაგ მეხუთე მუხლის გამ გვინდა ნატოში შესვლა. თორე ისე რა ჯანდაბა გვინდა ნატოში, კლუბში კი არ ვწევრიანდებით.

Vaa (23.05.2020)
Kum fexi gamoyo penalti damartymevineto) ra nato ris mayvala, italias rogorc daexmaret yvelam kargad dainaxa!