ელზა პაპოშვილი
(22.05.2020)

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 22 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა და ასევე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია  დამაკმაყოფილებელია, კვლავ უცნობია როდის მოხდება მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა. რიგი ორგანიზაციების და დაწესებულების გახსნის შემდეგ, თანამშრომლების უმეტესობას ქალაქში გადაადგილება უჭირთ.  მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კი სოციალური პირობებიდან გამომდინარე არა აქვს ტაქსის ფული და არ ჰყავთ ტრანსპორტი, ამიტომაც მათთვის  გადაადგილება კვლავ პრობლემად რჩება. ხელისუფლება კი ჯერჯერობით კვლავ ვერ ჩამოყალიბდა, როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს ტრანსპორტის აღდგენა. 

დარგის სპეციალისტები მთავობას ურჩევენ, რომ სასწარფოდ მოხდეს დიდ ქალაქებში ტრანსპორტის დამატება, რომელთა ქირაობის საკამოდ დიდი რესურსი არსებობს. ასევე გარკვეული შეზღუდვების დაცვით, მეტროს დაუყოვნებლივ ამუშავებისკენ მოუწოდებენ.   

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს იმ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ გასათვალისწინებელი იქნება და მომდევნო კვირაში უკვე გარკვეული სტანდარტები იქნება დადგენილი.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ხელისუფლება ითვალისწინებს იმ ფაქტორს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ, სოციალური დისტანცირების დაცვა რთული იქნება.

„საზოგადოებროვი ტრანსპორტის რეგულაციებზეც ვმუშაობთ. შემდეგ კვირაში უკვე გვექნება გარკვეული სტანდარტები, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ვითვალისწინებთ იმას, რომ რთული იქნება სოციალური დისტანცირების დაცვა. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ძალიან დეტალური მუშაობის ჩატარება იმისთვის, რომ შემდგომში არ შეიქმნას გარკვეული რისკები, რომლის შედეგადაც მთავრობა, შესაძლოა, ისევ იძულებული გახდეს, საგანგებო მდგომარეობა დააწესოს და დავბრუნდეთ იმ სტატუსზე, რომელიც მარტის თვეში გვქონდა", - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას მგზავრების რაოდენობაზე ლიმიტიც დაწესდეს.

„შესაძლოა, იყოს ლიმიტი და ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მძღოლის დაცვაც",-განმარტა მან.

რაც შეეხება რესტორნებს, მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე რესტორნებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა შრომის ინსპექციის ჩართულობით.

„კონკრეტული სტანდარტების დადგენის შემდეგ რა თქმა უნდა გადაწყვეტილებებს საზოგადოებას ეტაპობრივად გავაცნობთ", - განაცხადა ტიკარაძემ. 

ტრანსპორტის საკითხებში ექსპერტი დავით მესხიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ არცერთ ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტი აკრძალული არ არის. იტალიასა და ესპანეტში მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა მეტრო არასდროს დაკეტილა. მესხიშვილი აცხადებს, რომ დღეს მსოფლიოში თითქმის ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ტრანსპორტი აკრძალულია. მისი აზრით, ეს არის არაჰუმანური აქტი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებამ ქვეყანაში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას გადაადგლების უფლება წაართვა.

ექსპერტი ხელისუფლებას შემდეგ რჩევებს აძლევს და მოუწოდებს, რომ ტრანსპორტის ამ რეკომენდაციების დაცვით სასწარაფოდ აღსდგეს. მესხიშვილი ამბობს, რომ ხელისფლებას თავისუფლად შეუძლია ავტობუსების დაქირავება და დამატება. რადგანაც ბევრი კომპანია, რომელიც ავტობუსებს ფლობს გაჩერებულია. მისი გამოყენება კი სწორედ ამ პრობლემის მოგვარებისთვის შესანიშნავი გამოსავალი იქნებოდა. 

„საბოლოოდ მივიღეთ ასეთი სურათი, რომ ქვეყანაში ის გადაადგილდება ვისაც ფული აქვს და მანქანა ჰყავს. სოციალურად შეჭირვებულმა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ტაქსით როგორ იაროს, როცა ხალხს ყოველ დღე ლუკმაპურის საშოვნელად ბრძოლა უწევს. ჩვენ ხელისუფლებას შემდეგი სახის გამოსავალს ვთავაზობთ. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღსდგეს სწარაფად, დაუყოვნებლივ და სამეჯერ უფრო მეტი რაოდენობით. ანუ, მაგალითისთვის ვთქვათ თბილისში არის 550 ავტობუსი, 1500-მდე  უნდა გაიზარდოს. მგზავრებით 50%-ზე მეტად არ უნდა დაიტვირთოს. თბილისის, ბათუმის, ქუთაისის მერიებმა იქირაონ სერვისი მგზავრების გადაყვანის. უმრავი კომპანიაა გაჩერებული. 23 ათასი ავტობუსია რეგისტრირებული, ამიტომ თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში 3–ჯერ შეგვიძლია გავზარდოთ ტრანსპორტი, თავისუფლად შეგვიძლია“, - ამბობს მესხიშვილი „რეზონანსთან“.  

მისივე თქმით, სხვა გვარად ქვეყანაში ეკონომიკის გახსნას აზრი არა აქვს, რადგანაც მაღაზიის, ფურნის, სამრეცხაოს და სხვა დაწესებულების თანამშრომლები სამსახურებში ვერ დადიან და არც კლიენტები ჰყავთ. რაც შეეხება მეტროს, ასეთი რეკომენდაცია აქვს. 

„სრულიად თავისუფლად შეგვიძლია ასეთი სამსახური შევქმანთ, მგზავრის დამხმარე. ანუ ეს რას ნიშნავს. მეტროში დადგნენ ადამიანები, რომლებიც გააკონტროლებენ ვაგონში რამდენი ადამიანი შევა, ასევე ვაგონის ფანჯრები იყოს მუდმივად ღია და ადამიანები ისხდნენ ან იდგნენ დისტანციის დაცვით. გადავამზადოთ კონტროლიორები, რომლებიც ხალხის დაჯარიმებსი მეტს არაფერს აკეთებენ. ასევე ვაკონტროლოთ, რომ პირბდის გარეშე ადამიანი ტრანსპორტში არ ჩაჯდეს. რაღაც უაზრო ტენდერების მაგივრად რესურსი ამ პრობლემის სასწრაფო მოგვარებაზე დავხარჯოთ. ახლა ატრაქციონები ვინმეს უნდა? მაგის დრო გვაქვს. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, აქაც დისტანციის დაცვით უნდა დასხდნენ. რაც დააკლდება თანხა, მუნიციპალიტეტებმა აუნაზღაურონ. უაზრო პრემიებს და რაღაც პროექტებში ხარჯვას რელური პრობლემა სწრაფად მოვაგვაროთ ის სჯობს“, - აცხადებს მესხიშვილი.      

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე „რზონანსთან“ ამბობს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის  აღდგენას დაგეგმვა და სწორი მენეჯმენტი სჭირდება. პრობლემა მმართველობის კუთხით არსებობს და ჯანდაცვის სამინისტროს ამაზე 2 თვე  ხალხი სახლში რომ  ჰყავდა გამოკეტილი,  მაშინ უნდა ეზრუნა. სამინისტროს გეგმა არა აქვს,  როგორ და რა ფორმით აღადგინოს, ამიტომაც მიზეზებს იგონებენ. მისი თქმით, მეტრო საერთოდ არ უნდა დახურულიყო და როგორც ესპანეთში, ვაგონში შემსვლელთა რაოდენობა უნდა გაკონტროლდეს, პირბადის გარეშეც არავინ უნდა შეუშვან. 

„გახსნეს საწარმოები , მაღაზიები და მუნიციპალური ტრანსპორტი არაა გახსნილი. ავიღოთ მაგალითი, გოგონა, რომელიც ცხოვრობს გლდანში და მუშაობს ისნის სუპერმარკეტში, როგორ წარმოგიდგენიათ ყოველ დღე ის რით გადაადგილდება?! როცა ხელფასი ხუთასლარამდეც არა აქვს, ტაქსში ყოველ დღე ამდენი თანხა როგორ გადაიხადოს? ტრანსპორტი მხედრიონის და სამოქალაქო ომის დროს არ დაკეტილა. ესპანელებმა გააკეთეს ასე, დახაზეს ვაგონში ადგილები, სადაც დაჯდომა დისტანციის დაცვით შეიძლება.  

ასევე,  ვაგონში არ უშვებენ იმაზე მეტს, ვიდრე დასაჯდომი სკამებია. პირბადის გარეშე, აკრძალულია მუნიციპალურ ტრანსპორტში ჩაჯდომა. აი ასეთი დაგეგმვა უნდა მომხდარიყო. ქვეყანაში არის ავტობუსების და მიკროავტობუსების საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ დაამატონ და ხალხმა გაჭედილი ავტობუსებით არ იმგზავროს. მესმის ამ ყველაფერს დაგეგმვა უნდა, მაგრამ 2 თვეე რას აკეთებდნენ? ჩვენს ქვეყანაში პანდემია არ ყოფილა, 700 კაცი პანდემია არაა. უბრალოდ ვერ გაუმკლავდებოდა ჩვენი ჯანდაცვის სიტემა და დაგვსვეს სახლში, ჩამოანგრიეს ეკონომიკა იმის შიშით, რომ ეს სისტემა არ ჩამონგრეულიყო. ახლა კიდევ უარეს სისულელეს აკეთებნ. ჯერ ტრანსპორტი აამუშაონ და შემდეგ ეკონომიკა“,-აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი „რეზონანსთან“.  

 

 

ჩაწერა სახელი