ია აბულაშვილი
(25.03.2020)

"მიუხედავად იმისა, რომ კარანტინი მკაცრი ზომაა, აუცილებლად გამოცხადდება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობას დაინახავენ ეპიდემოლოგები. ჯერ-ჯერობით ამის საჭიროება არ არის, ჩვენს ექიმებს პულსზე უჭი-რავთ ხელი" - ასე ეხმაურება პალამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე ქვეყანა-ში კორონავირუსთან შექმნილ ვითარებას.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თამჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ქვეყანაში პრეკრიზისული ფაზა ორ კვირას გაგრძელდება, ამის შემდეგ კრიზისული ფაზისთვის უნდა მოვემზადოთ; შეიძლება გამკაცრდეს კონტროლი და რე-გულიაციები.

"შეზღუდვების გამკაცრება დამოკიდებულია ეპიდემვითარებისა და საზოგადოების ქცევაზე, რამდენად იცავენ რეკომენდა-ციებს რომელსაც ჩვენი ეპიდემიოლოგები გასცემენ. კარანტინი არის მკაცრი ზომა, მაგრამ გამოცხადდება იმ შემ-თხვევაში თუ ამის აუცილებლობას დაინახავენ ეპიდემიოლოგები. მათ უნდა თქვან შექმნილი ვთარების შესახებ. კარანტი-ნის გამოცხადება არ არის დამოკიდებული რაოდენობაზე, ანუ რა ნიშნულს მიაღწევს დაინფიცირებულთა რაოდენობა. მაგალი-თად მარნეულში 4 შემთხვევის გამო მოხდა კარანტინის გამოცხადება. ჯერ ამის საჭირობა რომ სხვა რეგიონებშიც გამოცხად-დეს კარანტინი, არ არის. ჩვენს ექიმებს პულსზე უჭირავთ ხელი.

პლიუსებზე საუბარი არ მიყვარს, და არც როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი ვლაპარკობ, მაგრამ საქარ-თველოს აქვს დიდი წარმატება დაავადების შეკავების ფაზაში, მაგრამ ვირუსმა ნახტომი იცის. კორონავირუსი კი სულ უცნობი ვირუსია დედამიწაზე, ამიტომ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზა-ცია გასცემს.

რა შეეხება სწრაფ ტესტებს, რა თქმა უნდა ტესტები ერთ-ერთი დამხმარე საშუალებაა დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, მაგრამ მთავარი მაინც არის კლინიკა. კლინიკა თავს ვერ დამალავს. ტესტირების შემხთვევაში შეიძლება მივიღოთ ცდომილება. ამიტომ ყველასთან ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ ამ თემით სპეკულირება არ შეიძლება," - განაცხადა "რეზონან-სთან" ლადო კახაძემ.

ჩაწერა სახელი
ჭორლეონე (26.03.2020)
დაგაცუე ულვაშზე. ოცნებაში ხარ კიდე თუ ისევ გამოიცვალე ტყავი?