თამთა ჩაჩანიძე
(09.11.2019)

 მოლდოვაში მწვავე პოლიტიკური კრიზისია, რომელსაცც შესაძლოა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოყვეს. ამ ფონზე კი გუშინ მოლდოვას დედაქალაქს საქართველოს ექს პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ეწვია.

პირველად სააკაშვილის მოლდოვაში ჩასვლის ინფორმაცია კიშინიოვის მუნიციპალურმა მრჩეველმა ნიკიტა ცურკანმა საკუთარ „ფეისბუქზე" გაავრცელა და ამ ინფორმაციას სააკაშვილის მოლდოვაში ყოფნის დამადასტურებელი ფოტოც დაურთო. სააკაშვილის მოლდოვაში ჩასვლის ფაქტი „სპუტნიკ მოლდოვას" საკუთარმა წყაროებმა კიშინევის აეროპორტშიც დაუდასტურეს.

მიმდინარე წლის ივლისში, მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მიხეილ საკაშვილთან მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაში მოაწილეობის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა მოგვიანებით თვითონ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კიშინიოვში რეფორმატორთა გუნდის ხელმძღვანელობას არ გეგმავდა.

8 ნოემბერს, მოლდოვის პარლამენტში სოციალისტების ფრაქციის წარმომადგენლებმა მაია სანდუს მთავრობისათვის უნდობლობის გამოცახდების აკითხი დასვეს. პარალელურად პარლამენტის შენობასთან ხელისუფლების მომხრეთა მიტინგი დაიწყო. პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ კი სანდუმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

მოლდოვაში ვითარების დაძაბვა პროკურატურის შესახებ კანონში დაგეგმილმა ცვლილებებმა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც გენერალური პროკურორობის კანდიდატს უშუალოდ პრემიერ-მინისტრი შეარჩევს.

ჯერჯერობით არც მიხეილ სააკაშვილს და არც მის რომელიმე წარმომადგენელს მოლდოვაში ჩასვლასთან დაკავშირებუით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

ჩაწერა სახელი