“ნასვამი უმცროსი ძმა მანქანით სახლიდან გასვლას ცდილობდა. უფროსი ძმა მას ეწინააღმდეგებოდა”
ელზა პაპოშვილი
(21.10.2019)

 საზარელი მკვლელობა მესტიაში- სავარაუდოდ, ძმამ-ძმა ცივი იარაღით მოკლა. შემთხვევა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში 20 ოქტომბერს მოხდა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან" ყვებიან, ძმები არღვლიანები არიან. შემთხვევის შედეგად კი ბესო არღვლიანმა უმცროსი ძმა ლაშა არღვლიანი მოკლა. ადგილობრრივები ამბობენ, რომ გარდაცვლილი პედაგოგი იყო და ცხუმარის სკოლაში ფიზიკა-მათემატიკას ასწავლიდა.

მკვლელობა კი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ძმებს ჩხუბი, სავარაუდოდ, ავტომობილის მართვაზე მოუვიდათ. უფროსი ძმა უმცროსს სთხოვდა, რომ ნასვამი საჭესთან არ დამჯდარიყო. ორივე ძმას ადგილობრივები დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ კარგი ძმობა ჰქონდათ. მკვლელობაში ბრალდებულის ძმის დაკავება მაშინვე მოხდა.

„არ ვიცით ზუსტად რა და როგორ მოხდა. ამბის მომყოლი მხოლოდ დაკავებული ძმა და დედა არიან. ორივე შოკურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ბესოს და ლაშას საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ოჯახი არცერთს არ ჰყავს. ლაშა სკოლის პედაგოგი იყო. ძმები ერთმანეთს საკმაოდ დიდ პატივს სცემდნენ. სოფლის მცხოვრების გასვენებაში იყვნენ და იქ დაულევიათ.

"სახლში შელაპარაკებულან, როგორც ამბობენ, რკინის ნაჭერი ბესოს ლაშასთვის ზურგში ისე მაგრად ჩაურტყამს, რომ ფილტვის შეშუპება მოხდა თუ რა იყო, ფაქტია, რომ მძიმე დაზიანება მიიღო და ვერ გადაარჩინეს. გული გაუჩერდა მალევე. ბესომ ეს ფაქტი რომ გაათვიცნობიერა, თავის მოკვლა სცადა.

"ჯერ ვენების დაჭრა უნდოდა სოფლის ბიჭებმა გააკავეს. მერე მდინარეში თავის დახრჩობა სცადა და დაიჭირეს. დიდი უბედურება მოხდა, რა დაემართათ, არავინ იცის. პოლიციას თავადვე ჩაბარდა, საკმაოდ მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაშია", - აცხადებს ადგილობრივი „რეზონანსთან".

მისივე თქმით, ძმების ჩხუბი მეზობლებს არასდროს გაუგიათ. საკმაოდ წყნარი და მშვიდი ოჯახია. მათი აზრით, ადგილი უბედურ და გაუთვალსიწინებელ შემთხვევას აქვს, რაც დიდი ტრაგედიით დასრულდა.

მკვლელობა განზრახ ჩადენილი არ ყოფილა და გამოძიება ამ მუხლით არ უნდა წარიმართოს. მათივე თქმით, ძმების ჩხუბის მიზეზი ის გახდა, რომ ნასვამი ლაშა არღვლიანი მანქანით სახლიდან გასვლას ცდილობდა. დედა და მკვლელობაში ბრალდებული უფროსი ძმა მას ეწინააღმდეგებოდნენ, რაც ასეთი მძიმე ფაქტით დასრულდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმააციით კი მომხდაღ ფაქტზე გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ხოლო მკვლელობაში ბრალდებული ძმა უკვე დაკავებულია.

ჩაწერა სახელი