თამთა ჩაჩანიძე
(11.09.2019)

 „ეს კონფერენცია ჩვენს უსაფრთხოების თემას ეხება და ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანს რა მოსაზრებაც არ უნდა ჰქონოდა, მეტი სიფრთხილე მართებდა. თავისთავად დესტრუქციული ქცევის განვითარება ვერაფრით ვერ იქნება მოსაწონი", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სამშაბათს სასტუმრო „რუმსში" საერთაშორისო კონფერენციაზე „პარტიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის დაპირისპირებას.

„მომხრე ვარ, რომ ადამიანები გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობდნენ, მაგრამ როდესაც არსებობს გარკვეული პროტოკოლი - როგორც ხდება კონფერენციის ორგანიზება, მასზე დასწრება და ა.შ. - ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დაცული რომ ყოფილიყო, სჯობდა.

„ეს კონფერენცია ჩვენს უსაფრთხოების თემას ეხება და ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანს რა მოსაზრებაც არ უნდა ჰქონოდა, მეტი სიფრთხილე მართებდა. თავისთავად დესტრუქციული ქცევის განვითარება, ვერაფრით ვერ იქნება მოსაწონი.

„მომხრე ვარ იმისა, რომ ჯერ ადამიანებმა გააცნობიერონ ამგვარი კონფერენციების იდეა, იგივე რასმუსენის წინადადება, ნატოში ინტეგრაციის მოტივი და მიზანი და შემდგომ ისე ისაუბრონ ამაზე", - თქვა გამზარდიამ.

მისივე აზრით, ინაშვილის ქმედება სასტუმრო „რუმსში" შესაძლოა გარკვეულწილად პოლიტიკურ ეპატაჯადაც განვიხილოთ.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება რასმუსენი, კრამერი თუ ნებისმიერი სხვა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ადამიანები ამ ეტაპზე მსჯელობენ ჩვენი უსაფრთხოების თემაზე, რაც ჩვენს ინტერესში ბევრად მეტადაა, ვიდრე ნებისმიერი სხვის. ამიტომაც ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ გახსნილები საიმისოდ, რომ ნატოში ინტეგრაციის პროცესი უფრო გაძლიერდეს და დაჩქარდეს. იმ სახელმწიფოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ჩემთვის ეს აუცილებელი და უპირატესი თემაა.

„ჩვენს პოლიტიკოსებს უყვართ ეპატაჟი სხვადასხვა დოზითა და ფორმით. ირმა ინაშვილი არც პირველია და არც უკანასკნელი. შესაძლოა აქ იყოს პოლიტიკური მარკეტინგის თემაც, საკუთარ ამომრჩევლებთან მიმართებაში, რომლებიც ასეთი ეპატაჟის დროს უფრო მეტად ინტეგრირდებიან და ძლიერდებიან ხოლმე. ჩვენი ამომრჩეველი ამაზე რეაგირებს - ეს ფაქტია", - განაცხადა გამზარდიამ „რეზონანსთან" საუბრისას.

ჩაწერა სახელი