თამთა ჩაჩანიძე
(11.09.2019)

 „ამ წუთას მიმართულება აღებულია აქვთ და სამუშაოებს აწარმოებენ ქართული საგუშაგოს მიმართლებით. ჩვენი პირველადი შეფასებით, ხაშურის რაიონის ტერიტორიები დაახლოებით უკვე 300 ჰექტრამდე ფაქტიურად წაღებული და ოკუპირებული აქვთ", - ასეთი ინფორმაცია მოაწოდა „რეზონანსს" მოძრაობის „ძალა ერთობაშია" ლიდერმა დავით ქაცარავამ საოკუპაციო ხაზიდან სოფელ ჩორჩანასთან მიმდნარე ვითარების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა გაავრცლა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ერთი ე.წ. საგუშაგო დაასრულეს, მეორეს კი ამონტაჟებენ.

დავით ქაცარავა ამბობს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტს ეს ინფორმაცია მისმა მოძრაობამ მიაწოდა ხოლო შემდგომ კი მათ ამ განცხადებით დაადასტურეს.

„ჩვენ ამ ინფორმაციას უკვე დიდი ხანია ვავრცელებთ, ჩვენგან გამოვიდა ეს ამბავი და ეს განცხადება ჩვენი გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებაა.

„ოკუპანტები პირველად შემოიჭრნენ 1130 მეტრზე, იქ პირველი საგუშაგო გააკეთეს, შემდეგ უკვე 250 მეტრით წინ წაიწიეს, სადაც გამართეს მეორე საგუშაგო. ისინი მუშაობენ და ტყეში გზას ჭრიან. სავარაუდ მათი მიმართულება აღებულია ჩვენი ქართული საგუშაგოს მიმართ, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ტალკის საბადოსთან მდებარეობს. თუ ისინი არ გაჩერდებიან, მათი მიმართულებაა ჩვენი საგუშაგოსკენ. საბოლოო ჯამში ის რუკა, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ , ის მოიქცევს ჩვენს საგუშაგოს საოკუპაციო ხაზს შიგნით.

„სოფელ აბანოში, რომელიც წნელისის მოპირდაპირედაა, სადაც დოლოვიტის საბადო მდებარეობს, არ გაგვიკვირდება, რომ ისინი ამ მიმართულებითაც დაიძრან, ვინაიდან დოლომიტის საბადო ოკუპანტებისათვის პრიორიტეტს წარმოადგენს. მათ ეს საბადო შტანილი აქვთ თავიანთ პრიორიტეტების ნუსხაში.

„ამ წუთას მიმართულება აღებულია აქვთ და სამუშაოებს აწარმოებენ ქართული საგუშაგოს მიმართულებით. ჩვენი პირველადი შეფასებით, ხაშურის რაიონის ტერიტორიები დაახლოებით უკვე 300 ჰექტრამდე ფაქტიურად წაღებული აქვთ და ოკუპირებული. ეს ის ტერიტორიაა, რომელიც ჩვენ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად არ დაგვიკარგავს, ეს ხაშურის რაიონის ტერიტორიებია, რომლებიც არასოდეს შედიოდნენ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში", - აცხადებს ქაცარავა.

მისივე თქმით, ოკუპანტების ამ ქმედების შემდგომ, არცერთი ოფიციალური პირი ადგილზე არ ჩასულა. მისივე აზრით, ეს ხელოვნურად ხდება, რადგან ინფორმაციული ვაკუუმი შეიქმნას.

„ჩვენ არცერთი ოფიციალური პირის განცხადება არ მოგვისმენია, არცერთი ოფიციალური პირი აქ არ ჩამოსულა, არიან მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. ეს ასეც უნდა იყოს, ისინი მუდმივად აქ იმყოფებიან, მაგრამ ოფიციალური პირები ძალიან იკავებენ თავს, არავინ ჩამოდის.

„ძალიან სუსტი განცხადებები კეთდება. სულ რამდენიმე განცხადება ვიხილეთ, ერთი იყო საგარეო სამქეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ რუსები შემოიჭრნენ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და აქ აკეთებენ თავის საგუშაგოსო და მეორე იყო, სადაც სუს-მა ჩვენს მიერ - ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.

„ხელოვნურად იქმნება ინფორმაციული ვაკუუმი, თითქოს აქ არაფერი ხდებოდეს. ეს არის მოცემულობა, რომელიც ძალიან შემაძრწუნებელი და აღმაშფოთებელია. გვაქვს შეგრძნება, რომ ჩვენი ხელისუფლება მშვიდად და წყნარად აბარებს ჩორჩანას ტყეებს ოკუპანტებს.

ეს იმაზე ცუდი ვითარებაა, ვიდრე იყო გუგუტიანთკარში. იქ ხელისუფლება განცხადებების გაკეთების კუთხით ძალიან აქტიური იყო. იქ ასევე ჩამოდიოდნენ დიპლომატები, ადგილზე კი ჟურნალისტები მუშაობდნენ. აქ ასეთს ვერაფერს ვხედავთ. ფაქტიურად, ჩვენ საზოგადოების ერთადერთი წარმომადგენლები ვართ, ვინც აქ ვიმყოფებით და ჩვენს მოქალაქეებს ინფორმაციას ვაწვდით. სხვა მხრივ ჩვენ ჩვენი ხელისუფლება გადაადგილებას გვიზღუდავს, არ გვაძლევენ საშუალებას, რომ გადავიდეთ სოფელ კოდაში, ან სოფელ აბანოში, მივიდეთ იმ ტერიტორიებზე, რომელიც ჩვენს მიერ კონტროლირებადია,

„ატოცის გარდა ფაქტიურად სოფლებში ვეღარ გავდივართ, ბუნებრივია ამით ჩვენი კონსტიტუციური უფლებები ირღვევა, მაგრამ ჩვენ ვხდებით - ეს კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ინფორმაციული ვაკუუმის შექმნა, რომ აქედან ინფორმაციის გატანა შეიზღუდოს, რადგან ამ ეტაპზე ამ ტერიტორიის დათმობა უმტკივნეულოდ და ძალიან მშვიდად მიმდინარეობს, ისე, რომ არცერთ პოლიტიკოსს და მთავრობის არცერთ წარმოამდგენელს განცხადება ჩორჩანასთან და რუსების ამ შემოჭრასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია", - ამბობს ქაცარავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საოკუპაციო ძალები ორ ლოკაციაზე, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ.

„აღნიშნული წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციულ ქმედებას, რაც სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი. პროცესში ჩართული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ასევე ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი", - აცხადებენ სუსის პრესსამსახურში.

რადიო „თავისუფლების" ცნობით კი, ოკუპანტების მიერ წნელისთან რამდენიმე დღის წინ საგუშაგოს განთავსების შემდეგ კიდევ ორი დამატებითი საგუშაგოს მოწყობის შედეგად, აქ მდებარი ქართული პოლიციის საგუშაგო ფაქტიურად ალყაში აღმოჩნდება მოქცეული, რაც ვითარებას კიდევ უფრო ძაბავს.

ჩაწერა სახელი
Nana Kapanadze (17.09.2019)
Xalxo gaigvizet. Rodemde unda gezinot.

Nana Kapanadze (17.09.2019)
Xalxo gaigvizet. Rodemde unda gezinot.

ქეთევან (15.09.2019)
მთავრობას სძინავს საღათას ძილით

..... (12.09.2019)
სასწრაფოდ ნატოში

ლელა (12.09.2019)
უნიათუ მდუმარე ხელისუფლების იმედი აღარ გვაქვს,რაღაც უნდა ვიღონოდ სასწრაფოდ ერთობლივად თუ გვიყვარს ჩვენი სამშობლო.

ამოვიდა ყელში (12.09.2019)
რუსეთისგან თავის დაცვის ერთადერთი საშუალებაა ევროპულ სტრუქტურეში დაუყოვნებელი ინტეგრაცია.

სიმართლე (12.09.2019)
ჰაა!!სად არიან თარხანა და ჩალხანას ვითომ პატრიოტები,გარეჯში რომ ვენებს იჭრიდნენ და გაჰკივოდნენ ერთ გოჯს არ დაუთმობთ ასერბაიჯანელ "ოკუპანტებსო"!!რაო ცრუ პატრიოტო მერუსეთეებო!!აქ აღარ არის თქვენი წინაპრების სისხლით გაჟღენთილი ჰექტრობით მიწები???

Aqauri (11.09.2019)
Mxolod partizanul modzraobas an diversiul jgufebs mtris zurgshi sheudzlia am procesebis shechereba!!! Saqartvelos bevri imperia gadautania, moskovis urdosac movicilebt!!!