ელზა პაპოშვილი
(10.09.2019)

 დაიწყო თუ არა პრორუსულმა ძალებმა საქართველოში ღია თამაში? რას ნიშნავდა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის და დეპუტატის ირმა ინაშვილის მისვლა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „Now What?“ და რისი დესმონსტრირება სურდა პარლამენტის ვიცე-სპიკერს? ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ დასავლეთმა დაიწყო ფიქრი, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ღირსია, რასაც თავის მხრივ რუსეთის აქტიურობა მოჰყვა. 

მათი აზრით, ინაშვილის ასეთი ღია დაპირსპირება კონფერენციაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები და აშშ-ის გავლენიანი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ იმის ნიშანია, რომ პრორუსული ძალები ქვეყანაში კიდევ უფრო აქტიურ მოქმდებებს დაიწყებენ. მათ ამის საშუალებას ხელისუფლება აძლევს, ეს კი ქვეყნის იმიჯს სერიოზულად დააზიანებს. 

მოვლენები კი ასე ვითარდებოდა: კონფერენციაზე, რომელიც მეორე დღეა თბილისში მიმდინარეობს, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი მივიდა, რის გამოც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოხდა. ირმა ინაშვილი აცხადებდა, რომ ის არის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და სრული უფლება ჰქონდა, რომ კონფერენციას დასწრებოდა.

ორგანიზატორები კი, მათ შორის ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე, ამერიკელი ექსპერტი დევიდ კრამერი, ინაშვილისგან შენობის დატოვებას ითხოვდა, რასაც დარბაზში ხმაური მოყვა. დაპირისპირება დაახლოებით 15 წუთს მიმდინარეობდა. საბოლოოდ ინაშვილი კონფერენციას მაინც დაესწრო და სიტყვიტაც გამოვიდა. მან კრამერს ბოდიშის საჯაროდ მოხდა მოსთხოვა. 

კრამერმა კი განაცხადა, რომ მისთვის სრულიად უცნობი იყო ვინ იყო ირმა ინაშვილი, რომელიც კომფერენციის ჩაშლას დებოშით ცდილობდა. 

„ეს არის თქვენი დემოკრატია? პარლამენტის წევრს არ აქვს უფლება, დაესწროს კონფერენციას? საქმე ისაა, რომ სამი დღის მანძილზე საუბრობენ „პატრიოტთა ალიანსზე“, ცილს გვწამებენ, ჩვენი დამახინჯებული ციტატები წარმოადგინეს. მე კონკრეტულად ბატონ ბოკერიას ვუწოდებ მატყუარას და მინდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე გავაკეთო განმარტება და ავხსნა, ვინ ვართ ჩვენ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

სამართალდამცავებმა კონფერენცია დაატოვებინეს „ობიექტივის“ ჟურნალისტ გიორგი კასრაძეს. კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნინო ევგენიძე აცხადებს, რომ ინაშვილის ქმედება გამიზნული იყო იმისთვის, რათა კომფერენციის ჩაშლა მომხდარიყო, სადაც საუბარის თემა რუსეთი იყო. 

„ეს ადამიანი ცდილობდა, რომ კონფერენცია ჩაეშალა. მე ვფიქრობ, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია. დღევანდელი ეს პანელი ეძღვნება იმას, თუ როგორ ცდილობს რუსეთი თავისი გავლენების გაფართოებას ამ ქვეყანაში და მე ვფიქრობ, რომ ეს ჩაშლა გამიზნული იყო ამ პანელის ჩასაშლელად. 

„კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ ის, ვინც შეეცდება, რომ კონფერენცია პროვოკაციების საშუალებით ჩაშალოს, დაცვის ძალით იქნება გაყვანილი ადგილიდან“, - განაცხადა „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ.

საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ირმა ინაშვილისი კონფერენციაზე მივარდნა პირდაპირ იმის ნიშანია, რომ პრორუსული ძალები მოქმედებას უკვე ღიად იწყებენ.

ბატიაშვილი ამბობს, რომ ინაშვილი რუსეთის სახეს კარგად წარმოადგენს და იმას მიანიშნებს, რომ რუსეთი უკვე ძალიან არის გაღიზიანებული და ეს პოლიტიკური პარტია პირდაპირ დავალებების შესრულებაზე გადავიდა. 

ანალიტიკოსი აცხადებს, რომ კონფერენციაზე სწორედ რუსეთის საკითხის განხილვა მიმდინარეობდა, სადაც ინაშვილი მივარდა და დებოშის მოწყობა გადაწყვიტა. 

„პატრიოტთა ალიანსის“ საქციელი ძალიან დაბალი დონის ჩვენებაა. სამწუხარო ის კი არ არის, რომ ირმა ინაშვილი მსგავს საქციელს სჩადის, სამწუხაროა ისაა, რომ ჩვენი მოქალაქეები მათ საკუთარი ჯიბეებიდან ხელფასს ვუხდით. 

„დასავლეთში, როგორც ჩანს, მომწიფდა მოსაზრება, რომ საქართველო ნატოს წევრობას იმსახურებს. ეს გაღიზიანება, რაც ინაშვილსიგან ვიხილეთ, რუსეთის პასუხია დასავლეთის მზაობაზე.

„რუსეთი უკვე ღიად იწყებს თამაშს. ადრე თუ ეს პოლიტიკური ძალა ცდილობდა, რომ რუსეთთან ასე აშკარად აფილირებული არ ყოფილიყო, ახლა ხომ ვნახეთ, რომ პირდაპირ კონფერენციებზე შევარდნა დაიწყეს. ყველაფერს შეიძლება ველოდოთ. 

„რა თქმა უნდა, როგორც კი დაინახავენ, რომ დასავლეთი რაღაც ნაბიჯების გადადგმას აპირებს ნატოში გაწევრიანების კუთხით, პრორუსული ძალები კიდევ უფრო გააქტიურდებიან“, - აცხადებს ბატიაშვილი „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, რუსეთის მუქარის და ინაშვილის დებოშის გამო უკან არ უნდა დავიხიოთ და ნატოსკენ სწრაფვაზე უარი არ უნდა ვთქვათ. ბატიაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ხშირად ცდილობს ასეთ სიტუაციებში არ ჩაერიოს, მაგრამ მოვიდა დრო, რომ თქვას რა პოზიცია უჭირავს. იმის თამაში, რომ არც მწვადი დავწვათ და არც შამფური, ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. 

ანალიტიკოსი აცახდებს, რომ ახლა მნიშვნელოვან გზაგასაყარზე ვართ და გავქვს შანსი, რომ ცივილიზებულ სამყაროს შევუერთდეთ. ამიტომ არ უნდა მივცეთ პრორუსულ ძალებს საშულება, რომ ამ გზაზე შეგვაფერხონ. 

ანალიტიკოსი და კონსტიტუცინლაისტი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ როგორ უსამართლობასაც არ უნდა განიცდიდეს ადამიანი, პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა მისაღები არ არის. მისი აზრით, განაცხადი, რომ პარლამენტის წევრი ხარ და უფლება გაქვს იქ შეხვიდე, სადაც გინდა, სწორი არ არის. ძაბირაძე აცხადებს, რომ ინაშვილს ამ პრეტენზიით მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებში შესვლა შეუძლია. 

ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს კონფერენცია საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ იყო გამართული და იქ მოსაწვევებით არავინ დაუპატიჟებიათ. დასწრება რეგისტრაციის გავლის შემდეგ იყო შესაძლებელი. 

„როდესაც დასწრების შესაძლებლობა ღია აკრეტიდაციით და რეგისტრაციით იყო, ირმა ინაშვილის პრეტენზიები - არ მომიწვიესო - ცოტა გაუგებარია. იქ დასწრება თუ სურდა, მაშინ რეგისტრაციის გავლა თავისუფლად შეეძლო. ასე მივარდე სადღაც კონფერენციაზე და იძახო - რადგანაც დეპუტატი ვარ, დასწრების უფლება მაქვს - რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულია. გარდა ამისა ახლა სიტყვას ითხოვ...

„ეს არანაირ პოლიტიკურ კულტურაში არ შედის. ყველა კონფერენციას თავისი განრიგი, დღის წესრიგი აქვს. ვისაც როგორ მოესურვება შევარდეს და სიტყვა მოითხოვოს, ასე არ არის“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, ირმა ინაშვილს სრულიად თავისუფლად შეეძლო პრესკონფერენცია მოეწვია და ნებისმიერი განცხადება იქ გაეკეთებინა. 

რაც შეეხება ინაშვილის განცხადებას, რომ რასმუსენის ნათქვამი იმას ნიშნავს, რომ საქართველო ნატოში აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე შევა, ეს არსწორია. ძაბირაძის თქმით, ეს არის ინტერპრეტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. პირიქით, ერთხელ და სამუდამოდ ამაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს ქართულმა საზოგადოებამ, თუ როგორ და რა ფორმით ვაპირებთ ნატოში შესვლას. ამაზე ღიად საუბარი უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

 

 

ჩაწერა სახელი
lekso kutaisi (11.09.2019)
he gamosirebulo linda xar tu hemi siri rusetis garehe ro verapers gaaketeb ver xvdebi he daklevebulo omis tavi hven ara gvak laparaki ar undat aba ranairad unda daibruno teritoriebi ram dagabrmavat ase tkve amerikis monebo martla puli sad ihovot imaze pikrobt amit gakvt tvini gamotenili aba devnilebs kitxet undat tu ara es nabozari amerikelebi 27 celia rame tu gauketebiat ro davibrunot hveni micebi hmorebi arian da pidarastebi heni tamadobit hen dedas heveci kvela dirkahi

ИНЦИТАТУС (11.09.2019)
Батонебо да калбатонебо! Ме вар девнили афхазетидан. Титкмис Квела чвени сахли дакавебули аквт "чвенс дзмеб" афхазебс, "дзмеб" сомхебс да "дзмеб" гадамтиелебс. Сакартвело хом мдидариа мсофлиоши "учквианеси" экспертебит? хода агвихснас ромелимем рогор унда мохдес чвени ик дабрунеба мшвидобиани гзит. Омит чвен вераперс вер мивагцевт, пирикит упро дид убедуребас мивигебт. "Дзмебо экспертебо"! егеб гвитхрат ромелимем рогор мохдеба ес. Исиц вици ром вераферс итквит, тквени тввини амазе ар арис гатвлили.

ლინდა (11.09.2019)
მედეა, აზრის გამოთქმა კარგად დაიწყე, მაგრამ ბოლოში შეგეშალა, ბოკერიამ გაიმეორა ის გამონათქვამები, რომელსაც ეს აშარი ქალი, ირმად წოდებული ღაღადებს. ხომ უნდა გაარჩიო ერთმანეთისგან რუსეთის აგენტის, ფაქტიურად მთელი პატრიოტთა პარტია ასრულებს რუსეთის დავალებას,სწორედ ნატოს საწინააღმდეგო პროვოკაციის მოწყობაში. გამოშტერებულო ხალხო, ვინც ამ ფსიქოპატის გვერდით დგახართ, ნუთუ ვერ ამჩნევთ, რომ ეს სინდისგარეცხილი მათხოვრები საით მიაქანებენ საქართველოს! მართლა ამდენი უაზრო საიდან გამოტყვერით თქვე დედა აფეთქებულებო!?

lekso kutaisi (11.09.2019)
da kalbatono amas ruseti ar dauhvebs xi vicit ra dzalastan gvak sakme gadagvivlian da veravin ver dagvexmareba tore tkven rasac ambobt 1000 iani getanxmebit

lekso kutaisi (11.09.2019)
da kalbatono amas ruseti ar dauhvebs xi vicit ra dzalastan gvak sakme gadagvivlian da veravin ver dagvexmareba tore tkven rasac ambobt 1000 iani getanxmebit

lekso kutaisi (11.09.2019)
da kalbatono amas ruseti ar dauhvebs xi vicit ra dzalastan gvak sakme gadagvivlian da veravin ver dagvexmareba tore tkven rasac ambobt 1000 iani getanxmebit

მედეა (11.09.2019)
ვასილ, ამერიკა რომ არ ჩაერიოს, 20 წუთში გადაგყლაპავს რუსეთი 1921 წელის მსგავსად და უყარე მერე კაკალი! ძალიან მომწონს რასმუსენის შემოთავაზება და მეშინია არ გადაიფიქრონ! რუსეთს-- იაპონიისთვის, ფინეთისთვის და ვეებერთელა უკრაინისთვის არ დაუბრუნებია წართმეული ტერიტორიები და ჩვენ დაგვიბრუნებს?! დროზე შევასწროთ ნატოში, თორემ რაც დაგვრჩა--იმასაც საფრთხე ემუქრება. რაც შეეხება ირმა ინაშვილს, მისი იქ შევარდნა-- ბ ო კ ე რ ი ა ს უტაქტო გამონათქვამმა გ ა მ ო ი წ ვ ი ა. ეს კაცი ყველგან პროვოკატორად გვევლინება, შპიონივით თავს ჭრის სამშობლოს უცხოთა თვალში!

ვასილი (11.09.2019)
პრორუსული კი არა პრო ქართული.....და საერთოდ ნუ ერევა ამერიკა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში.....

!!!! (10.09.2019)
Aravitar shemtxvevashi ar miset upleba dakarguli teritoriebis gareshe natoshi gawevrianeba es nishnavs imas rom achuket saboolood miwebi erti goji miwas ar unda datovot sakartvelos kontrolis gareshe ipikret xvalindel dgeze momavali ar gapatiebt amas