ია აბულაშვილი
(19.08.2019)

 "ამხანაგ ხაჯიმბას თავისი მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. ასე რომ, ოკუპირებულ აფხაზეთში დე-ფაქტო "საპრეზიდენტო არჩევნები", როგორც ყოველთვის ამჯერადაც იქნება ფარსი"- ასე ეხმაურება აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ანზორ წოწონავა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 25 აგვისტოს გაიმართება.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს დანიშნულ "საპრეზიდენტო არჩევნებში" 10 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას - მოქმედი "პრეზიდენტი" რაულ ხაჯიმბა, რომელიც ამ პოსტ 2014 წლიდან იკავებს. ყოფილი ვიცე- პრემიერი შამილ აძინბა, პარლამენტის წევრი ალმას ჯაპუა; მთავარი ოპოზიციური პარტიის "ამცახარას" თავმჯდომარე ალხას კვიცინია. ასევე ბიზნესმენები ასტამურ თარბა, ასტამურ კაკალია, ასტამურ ოტირბა და სხვები.

ავადმყოფობის გამო "საპრეზიდენტო არჩევნებში" მონაწილოებას ვერ იღებს ოპოზიციონერი დეპუტატი ასლან ბჟანია. რომელიც ოპოზიციის მტკიცებით, 2019 წლის აპრილში, არჩევნებიდან მისი ჩამოცილების მიზნით მოწამლეს.

25 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნები მეშვიდედ იმართება და საარჩევნო უბნები აფხაზეთის გარდა, მოსკოვშიც გაიხსნება.

ექსპერტთა ვარაუდით, არჩევნებს, რომელსაც წინ უსწრებდა ბევრი საეჭვო მოვლენა, მათ შორის ოპოზიციის ლიდერის სავარაუდო მოწამვლის ჩათვლით, საზოგადოების მხრიდან უნობლობის ფონზე იმართება, რადგან პოტენციური ამომრჩევლის უმავლესობამ ან არ იცის ვის მისცეს ხმა, ან საერთოდ არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ამიტომ, არც მეორე ტურს გამორიცხავენ.

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დიდი ქალაქებში საპროტეტსო აქციები არ წყდება და ყველა ვხედავთ, რომ მოსახლეობის პროტესტი პიკს აღწევს და აფხაზეთისთვის არავის სცალია, არჩევნებმდე რამდენიმე კვირით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამხანაგ ხაჯიმბას მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა.

"მართალია, ეს ხმამაღლა არ უთქვამს, თუმცა, მათი შეხვედრა სოჭში ამის დასტურია. ამიტომ სურათი ნათელია, ეს არჩევნებიც, როგორც ყველა სხვა არჩევნები, რომლიც იმართებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში, იქნება ფარსი და სიყალბე,

"რუსეთის მხრადაჭერით, დიდი ალბათობით გაიმარჯვებს ხაჯიმბა, რადგან აფთხაზეთში რეალურად არ არსებობს პოლიტიკური სივრცე, საზოგადოება პოლaრიზებულია. პოლიტიკაზე ფიქრი მშიერ კუჭზე ძალიან რთულია, როცა ეკონომიკა არ არსებობს და მთლიანად დამოკიდებული ხარ რუსეთის ბიუჯეტზე.

"თუმცა, ვნახოთ, რა მოხდება არჩევნების დღეს, ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ იყო საპროტეტოს გამოსვლები. ფაქტია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ნებისმიერ არჩევნებს აღიარებს მხოლოდ მოსკოვი, საერთაშორისო თანამეგობრობას არასდროს უღიარება და არც არასდროს აღიარებს"- განაცხადა "რეზონანსთან" ანზორ წოწონავამ.

 

ჩაწერა სახელი