თამარ შუკვანი
(17.08.2019)

 „პაატა დავითაიასგან არ მახსოვს ოდესმე რამე სწორი პროგნოზი გაეკეთებინა. როდესაც დავითაია ხელისუფლებაში იყო, რუსეთმა მიიღო ის, რაც უნდოდა. ეს არის მცდელობა ამომრჩევლამდე არ მივიდეს ინფორმაცია, რა დანაშაული აქვთ ჩადენილი „ნაცმოძარობას" საქართველოს წინაშე," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას შერიგებისა და თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „ევროპელი დემოკრატების" ლიდერის პაატა დავითაიას განცხადებას, რომ რუსეთის გენშტაბის 1954 წლის რუკის მიხედვით ოკუპაციის საფრთხის წინაშე საქართველოს მთავარი ავტომაგისტრალიცაა.

ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ რუსეთის ინტერესში არაა ავტომაგისტრალის გადაკეტვა, რადგან ამას კრემლისთვის უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სარგებელის მიღება.

„რუსეთს რომ სდომოდა ამის გაკეთება, აქამადეც გააკეთებდა. აშკარად თავს არიდებს. სხვა ამოცანები აქვს და არა ავტობანის გადაკეტვა, რითიც საქართველოს პარალიზება და საერთაშორისო პროექტების გაჩერება მოხდება, რაც რუსეთის წინააღმდეგ მთელი მსოფლიოს პროტესტს გამოიწვევს.

„რუსეთის მთავარი ამოცანაა „სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განლაგება, რეგიონზე მუდმივად კონტროლი და არა პრობლემები შექმნა, რომლის შემდეგ მას უკან დახევა მოუწევს. ვერ ვხედავ ამის ლოგიკურ საფუძველს რუსეთის მხრიდან. მას ეს არ სჭირდება, რადგან აქედან უფრო მეტი თავის ტკივილი და პრობლემა ექნება, ვიდრე რამე სარგებელი," - აღნიშნა ზაქარეიშვილი.

რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მსგავსი რამ და რუსებმა მართლაც მოახდინონ ავტობანის ბლოკირება?

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს მოხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს გადადგამს:

„მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისეთივე ავანტურისტული იქნება ხელისუფლება, როგორიც 2008 წელს „ნაციონალური მოძარაობა" იყო. ამისგან სარგებელი არ არის, თორემ რუსეთი ამის გამკეთებელია, მაგრამ რატომ უნდა გააკეთოს, არ მესმის.

„რატომ უნდა გააკეთოს რუსეთმა ის, რაც უკვე მიღებული აქვს? საქართველო დაზიანებული სახელმწიფოა, რუსეთმა ერთი ხელის ჩარტყმით გააჩერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერით.

„დავითაიას ფატაზიებში არ ვიცი რა იგულისხმება. როგორც წესი, მისი მოსაზრებები ჭორებზე და ლეგენდებზეა აგებული. რა შუაშია 1954 წელი? პოლიტიკა არის რეალობა, დღევანდელი დღეა. ჩვენ ყოველთვის გვინდა ისტორიაში ჩავიხედოთ და ისტორიიდან ვმართოთ დღევანდელობა. დღევანდელობას მართავს დღევანდელობის ინტერესები, არავითარი ისტორია არ მართავს დღევანდელობას.

„როდესაც დავითაია ხელისუფლებაში იყო, რუსეთმა მიიღო ის, რაც უნდოდა. ეს არის მცდელობა ამომრჩევლამდე არ მივიდეს ინფორმაცია, რა დანაშაული აქვთ ჩადენილი მათ საქართველოს წინაშე," - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ცნობისათვის, ოპოზიციის ლიდერები და „20 ივნისის მოძრაობა - პოლიტპატიმრები" 17 აგვისტოს გუგუტიანთკარში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ, სადაც რუსი ოკუპანტები ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებს. ისინი გუგუტიანთკარში ვითარების ადგილზე გასაცნობად და მოსახლეობისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით ჩავიდნენ.

„ევროპელი დემოკრატების" ლიდერის პაატა დავითაიას თქმით, ოკუპანტები და სეპარატისტული მხარე ხელმძღვანელობენ 1954 წლის რუკებით, რომლის მიხედვითაც საფრთხე არა მარტო გუგუტიანთკარს არამედ თბილისი-სენაკის მაგისტრალსაც ემუქრება.

ჩაწერა სახელი
ქაქუცა (20.08.2019)
რაც მოგივა დავითაო,ყველა შენი თავითაო..... ქართველებმა,ასე შარვალ ჩახდილებმა ირბინეთ და ყველა გიხმართ აბა რა. ქართველებს ტვინი და კაცობა აღარ აქვთ,რუსულ სალიარკას ხმარობენ,რუსულ გაზ ხმარობენ,რუსულ არაყს სვამენ,რუსი ტურისტი უხარიათ და მათ დაკვარგვაზე ტირიან და ამავე დროს ევროპას ეხვეწებიან დაგვეხმარეთო. ღირსები ხართ რაც რუსეთი ,თურქეთი და აზერბაიჯზანიც თქვენ გიშვრებათ. ..გაცხოვებულია საქართველო,გაუნათლებლობას და უტინობას აქვს ადგილი მთელ საქართველოში.თითქმის ყოველ დღე ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება,ხალხი იღუპება, და ამავე დროს ყველა მზადა ფულზე გაყიდოს საქართველო და ქვეყნის ინტერესები. 21 საუკუნეა და ისევ მღვდლების და ეკლესის იმედზე ხართ. ჯერ სად ხართ???? რუსეთი ბილომდე გაგანადგურებთ.