ია აბულაშვილი
(13.08.2019)

 „აშკარად დემაგოგიურ მეთოდს მიყვება „ევროპული საქართველო", რომ მეტი მოიპოვოს და საზოგადოებაში შექმნას განცდა, რომ მხოლოდ ის არის წარმატებული. „ოცნებას" უფრო რეალური მიდგომები აქვს და მისი სტრატეგია უფრო მომგებიანია“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ოპოზიციისა და ხელისუფლების მიერ მომავალ პარლამენტში კოალიციის შემქნაზე გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, გაბედულ საარჩევნო კამპანიას ჩაატარებენ და აქვთ ამბიცია, რომ მათ ჩამოაყალიბონ მთავრობა, მაგრამ არ აპირებენ „ოცნებასთან“ კოალიციაში შესვლას და არც თანამშრომლობას. მმართველ გუნდში კი არ გამორიცხავენ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების საჭიროება დადგეს, თუცმა პარტნიორებად არ განიხილავენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.

არჩევნებამდე ერთი წლით ადრე როგორ იკითხება ოპოზიციისა და მმართველი გუნდის განცხადებები? პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, აშკარაა, რომ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, თუმცა პოლიტიკური ძალები ამას ხმამაღლა არ აცხადებენ.

„აშკარად დემაგოგიურ მეთოდს მიჰყვება „ევროპული საქართველო“, ანუ, რაც შეიძლება მეტი მოიპოვოს და საზოგადოებაში შექმნას განცდა, რომ ყველაზე წარმატებულია და პირველ პოზიციაზე გავა. მაგრამ, რაც არ უნდა მაღალი ხმები აიღოს, პირველ ადგილზე გავა „ოცნება“, მეორეზე - „ნაციონალური მოძრაობა“ და მესამეზე - „ევროპული საქართველო“. საერთო ჯამში სამივე პარტია აიღებს 55%-ს. დანარჩენი 45%-ი როგორ განაწილდება, ეს არის საინტერესო.  რა თქმა უნდა, ხაზარაძე და „შენების პარტია“ აიღებს ხმათა საკმარის რაოდენობას.

„რაც შეეხება „ოცნებას“, მას უფრო რეალური მიდგომები აქვს, მისი სტარტეგია უფრო მომგებიანია. ის არ ჰპირდება მოსახლეობას რომ „ჩვენ ისეთივე წარმატებული ვიქნებით, როგორც ვიყავთი“ და მზად არის თანამშრომლობისთვის სხვა პარტიებთან, თუცმა პარტნიორებად არ განიხილავს „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.

„ქართული ოცნების“ ნარატივია, რომ იგი არ აპირებს დაძაბულობას და უნდა საერთო ენის გამონახვა სხვა პარტიებთან, რაც არის გონივრული ნაბიჯი. ანუ „ოცნება“ აღიარებს შეცდომებს, მოკავშირედ რომ გაიხადა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, სხვა პარტიები კი წყალში გადაყარა. ახლა ამბობს - „ბოდიში შუა რომ გავკრიფეთ, ძალიან დავზარალდით და ახლა გვინდა ეს შუა აღვადგინოთო“, - ასე იკითხება მათი განცხადებები. 

„მაგრამ მხოლოდ ეს დადებითი მესიჯები ვერ იქნება მომგებიანი მმართველი გუნდისთვის, თუ მან სხვა ღონისძიებებიც არ გაატარა. ვფიქრობ, რომ ეფექტიური იქნება, თუ არჩევნებამდე 6 თვით ადრე ხელისუფლებაში დაბრუნდება ივანიშვილი და ახალ მთავრობას შექმნის. სიახლის განცდა მაინც იქნება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ პაატა ზაქარეიშვილმაა

ჩაწერა სახელი