ია აბულაშვილი
(11.07.2019)

 "სოციალური და ეკონომიკური სირთულეები ისედაც მოსალოდნელი იყო სააკაშვილისა და მისი ნაცისტების ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებების გარეშეც. ახლა კი უფრო მძიმე იქნება; თუმცა არა მგონია, რომ ეს აისახოს სააკაშვილის, გვარმიას, გაბუნიას და სხვების შემოსავლებზე" - აცხადებს ექსპერტი პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

"რეზონანსი": მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ აპირებს დაუწესოს საქართველოს სრული ეკონომიკური ემბარგო, ის შეზღუდვები, რომელიც უკვე დაწესდა, ექსპერტთა ვარაუდით, ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ სირთულეებს მაინც შექმნის.

პ.მ: ამ ეტაპზე პუტინმა განაცხადა, რომ არ დაუჭერდა მხარს სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, ქართველი ხალხის პატივისცემის გამო, მაგრამ დუმამ უკან არ დაიხია და მოითხოვს სანქციების მიღებას, პუტინს კი როგორც დასჭირდება, სიტუაციიდან გამომდინარე, ისე იმოქმედებს. მე არ მეგულება საქართველოში საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც არ ესმის, რომ გაბუნიას გამოსვლა იყო უაღრესად მომგებიანი პუტინისა და მისი რეჟიმისთვის და უაღრესად წამგებიანი და სახიფათო საქართველოსთვის.

გუბანიას მიერ წაკითხული პათოლოგიური ტექსტი თვითშემოქმედება არ იყო და უნდა გვახსოვდეს, რომ სააკაშვილი იყო და რჩება პუტინის ერთგულ და მორჩილ სასარგებლო იდიოტად. პუტინმა ძალიან კარგად იცოდა, რომ რუსი ხალხი მხარს არ უჭერდა საქართველოსთვის სანქციების დაწესებას, ახლა მათი გულიც მოიგო. წარსდგა როგორც ბრძენი და გამოჩენილი მოღვაწე, რომელიც არ აქცევს ყურადღებას ვიღაც უღირსი ადამიანების გამონათქვამებს და პირად ინტერესებზე მაღლა აყენებს სახელმწიფო ინტერესებს.

გაბუნიას განცხადების, შემდეგ ქუჩაში ხალხი რომ მხვდება, მეუბნება, როგორ სძულთ სააკაშვილს, გაბუნიას და გვარამიას საქართველო. მე ვეუბნები, საქართველო არ სძულთ და არც უყვართ, მათთვის მთავარია ფული და მოიკითხეთ მათი შემოსავლები-მეთქი. სოციალური და ეკონომიკური სირთულეები ისედაც მოსალოდნელი იყო სააკაშვილისა და მისი ნაცისტების ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებების გარეშეც. ახლა კი უფრო მძიმე იქნება, თუმცა, არა მგონია, ეს აისახოს სააკაშვილის, გვარმიას, გაბუნიას და სხვების შემოსავლებზე.

"რ": პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადსვლასთან დაკავშირებით, თქვენი კოლეგები არ გამოიხცავენ, რომ შეიძლება შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არ შედგეს და პროცესი ჩაიშალოს.

პ.მ: ჩაშლა ძნელად წარმოსადგენია, რადგან ოპოზიცია ამდენი წელია ითხოვდა პროპორიცულ საარჩევნო სისტმაზე გადასვლას და ხელისუფლებას აკრიტიკებდა მონოპოალია გინდათო. მე რამდენადაც ვიცი, უმრავლესობა ოპოზიციური პარტიებისა თანახმაა პროპორიციული სისტემით არჩევნეის ჩატარების. ის ვინც ამის წინააღმდეგია მოუწევს ახსნა, რატომ არის წინააღმდეგი. მაგალიათად, ვთქვათ "ნაცონალური მოძრაობა", შეიძლება მათ ბერიერი გააპროტესტონ, მაგრამ მაინც სააკაშვილის მითითებებს დაელოდებიან, როგორ იმოქმედონ.

"რ": ამ საარჩევნო პირობებში რა პერსპექტივა ექნებათ ახლადშექმნილ პარტიებს, თუნდაც მამუკა ხაზარძისას, რომელიც სექტემბერში ახალი მოძრაობის დაფუძნებს აანონსებს.

პ.მ: ხაზარაძის განაცხადი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ საინტერესოა. ეს შემთხვევა პირველია, როდესაც მსხვილი ბიზნესმენი განაწყენებული მიდის პოლიტიკაში. არადა მსხვილი, საშუალო თუ მცირე ბიზენსი ბევრად უკეთესად გრძნობს თავს "ოცნების" პირობებში, ვიდრე ეს იყო სააკაშვილის დროს. თავად ხაზარაძე აცხადებდა, რომ ბიზნესს ოქროს ხანა დაუდგა. რაც შეეხება მისი შესაძლო პოლიტიკური დაჯგუფების მომავალს, პირადად მე სკეპტიკურად ვუყურებ და ვერ ვხედავ რესურსს ქვეყანაში, რომ კიდევ ერთი პოლიტიკური დაჯგუფება შეიქმნას. ჩვენი ხალხი ხმას აძლევს ქარიზმატულ პიროვნებას, პოპულისტს, დემაგოგს და არა პოლიტიკურ პროგრამებს. ასეთი ქარიზმატული ლიდერი კი ჯერ არ ჩანს.

 

ჩაწერა სახელი
პეტრე (12.07.2019)
პუტინის ხეირი-მამრაძეს, რომ ეწყინა, რაღაცაშია საქმე...

დათუნია (12.07.2019)
პუტინმა რომ იხეირა ამ გინებით ასპროცენტიანია. გაბუნიამ კი საქართველო გააბანძა

status quo (11.07.2019)
ხაზარაძის პარტიაში არაკაცების გარდა არავინ შევა,რადგან მას ქართველი ხალხისათვის უკანასკნელი ფული აქვს წაღლეტილი უნამუსოდ,გაძღა და ეხლა პოლიტიკაში მოსვლა მოუნდა,ძალაუფლება და მეტი ფული სწყურია.