ია აბულაშვილი
(11.07.2019)

 "გაბუნიას მონოლოგი არ ჯდება არც ჩვენს ტარდიციებში, არც ჩვენს კულტურაში და არც ჩვენს სარწმუნოებაში. ეს იყო პროვოკაცია. "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა სატელიტმა ტელევიზიამ კარგად იციან, რომ პროვოკაციის გარეშე ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან და ამიტომ მიზნის მისაღწევად ყველანაირ ხერხს მიმართავენ" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვევლავა, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყნაში განვითარებულ ბოლო მოვლენებზე ესაუბრა.

იგორ კვესელავა: გაბუნია წვალებით ცდილობს შევიდეს ისტორიაში, მერე ისტორიკოსებმა რომ თქვან, ამა და ამ ეპოქაში იყო ასეთი კაციო. თუმცა იმას ვერ აცნობიერებს, რომ ასეთი საქციელი, დედის გინება იქნება თუ აგრესიული ქმედებები, არ ჯდება არც ჩვენი ტრადიციების, ჩვენი კულტურის, გნებავთ პოლიტიკური კულტურის ჩარჩოებში. მისი მონოლოგი ემსახურებოდა მიზანს, როგორმე შეინარჩუნონ ტელევიზია, რადგან 18 ივლისს სტარსბურგის სასამართლოდან ელიან გადაწყვტილებას. ბოლოს და ბოლოს ამ საქმეს წერტილი უნდა დაესვას, გაირკვეს, ვინ არის ამ ტელევიზიის მფლობელი, მაგრამ არა ისე, როგორც ეს "რუსეთავი 2"-ის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას და "ნაციონალურ მოძრობას" სურთ. ამიტომ არავის სჯერა, რომ გაბუნიას განცხადება "რუსთავი 2"-ის მესვეურებთან შეუთანხმებლად გაკეთდა. რაც შეეხება თავად ადრესატის რეაქციას, ვისაც გაბუნიამ ეს მონოლოგი მიუძღვნა, მე მხოლოდ კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვებს გავიხსენებდი "ბეღურებს ზარბაზნებს არ ესვრიან".

"რეზონანსი": 20 ივნისის მოვლენებზე პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდებულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ხელოვნურად ცდილობს ამ მოვლენებს სახელმწიფო გადატრიალების კვალიფიკაცია მიანიჭოს...

ი.კ: ავანტურისტული სცენარების დადგმაში "ნაციონალურ მოძრაობას" და მის ტელევიზიას ბადალი არ ჰყავთ. ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ვერ მოვლენ ხელისუფლებაში და ამიტომ ყველა ხერხს მიმართავენ, რომ ქვეყანაში ქაოსი შექმნან. ჯერ კიდევ პარლამენტში დილიდან იყვნენ დაბანაკებული "ნაცმოძრაობის" მხარადმჭერები და ჩაიც ჰქონდათ გამზადებული. (ხომ გახსოვთ სააკაშვილმა შევარდნაძის ჩაი რომ დალია) შემდეგ უკვე ვნახეთ რამდენჯერ მიიტანეს მომიტინგეებმა შეტევა პარლამენტზე და როგორ ლამობდნენ შენობაში შეჭრას. შევიდოდნენ პარლამენტში, გამგრდებოდნენ და გამოცხადებდნენ ორხელისუფლებიანობას. მოკლედ, მთელი სცენარი იყო გამზადებული.

რა თქმა უნდა, პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გადაცდომას. ამიტომ, ხელისუფლებას თუ უნდა, რომ საზოგადოების ნდობა მოიპოვოს და 2020 წლის არჩევნებამდე მივიდეს, ეს საქმე, თითოეული ნიუანსი, ბოლომდე უნდა იქნას გამოძიებული მხოლოდ სიმართლის გზით. სხვაგავრად ხელისუფლება თავის ავტორიტეტს საზოგადოებაში ვერ აიმაღლებს. რაც შეეხება ხელისუფლების ოპონეტებს, ვურჩევდი, რომ ძალაუფლება შეიძლება ქუჩაში აგდია, მაგრამ ამას უნიჭო მეთოდებით ვერ აიღებ.

"რ": ბოლო მოვლნების კალენდარში კიდევ ერთ ამბავი ჩაიწერა, თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მიდის და ახალ მოძრაობას ქმნის. მისი თანამოაზრე კი სავარაუდოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება. რა პერსპექტივა აქვს, როგორც ხალხში უკვე უწოდეს "ბანკირების პარტიას" ქართულ პოლიტიკაში.

ი.კ: ფრთები გაშალოს და იფრინოს, ხელისუფლების სათავეში მოვიდეს როგორც არწივი, ამის შანსები დღეს ხაზარაძეს არ აქვს, მაგრამ თავისი ფინანსური რესურსებით და უბარიერო სისტემის პირობებში, შეიძლება მომავალ პარლამენტში რამდენიმე თავის თანამოაზრესთან ერთად მოხვდეს.

 

ჩაწერა სახელი
სტატუს ქუო (11.07.2019)
ხაზარაძეს ნუ ექნება ხალხის ნაძარცვი ფულის, ყველა არ ვიყიდებით.