ია აბულაშვილი
(12.02.2019)

 "ეს არ ნიშნავს გამარჯვებას. ეს არის პიროსის გამარჯვება, რომელიც აუცილებლად კრახით დამთავრდება", - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს.

"გასაგებია, რომ დილემის წინაშე დადგა ბიძინა ივანიშვილი, შეინარჩუნოს ეს კონფიგურაცია. ალბათ მოსწონს მართლმსაჯულების ის მანკიერი სისტემა, რომელიც მიშა სააკაშვილმა დაგვიტოვა. ვინც ამას ეთანხმება - თანამდებობა მიეცემა, ვისაც კითხვები უჩნდება - ის უნდა განიკვეთოს.

"ჩემთვის შიდა პარტიული "ტილაობა" საინტერესო არ არის - ვინ ვის მოუგო, ვინ მოიპოვა ადგილი მზის ქვეშ, ვინ გადავიდა ჩრდილში. თანამდებობის მოპოვება გამარჯვებას არ ნიშნავს, ეს არის პიროსის გამარჯვება, რომელიც აუცილებლად კრახით დამთავრდება. 

"მათ არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გააჩნიათ. საერთოდ პოლიტიკაზე საუბარი არ არის, ეს არის ძალაუფლების მოპოვების დაუოკებელი სურვილი. ასეთი განწყობა პირველი არ არის და ვიცით როგორ სავალალოდ მთავრდება. რაც უფრო მაგრად ჩაებღაუჭებიან, უფრო მძიმე ფორმით მოხდებათ. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვნახავთ, მაგრამ მე ეს არ მიხარია", - გაანცხადა "რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა.

ჩაწერა სახელი
mzirali (12.02.2019)
ნუ ის რომ ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს კრახით დამთავრდება ამას თავდ ბიზინაც გრძნობს...