მარიამ ხვედელიძე
(12.01.2019)

 „პრეზიდენტმა ფაქტობრივად თქვა, რომ ის ყველაფერზე ხელს დაიბანს," - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის რანგში გამართული პირველი პრესკონფერეცია.

მისი თქმით, ზურაბიშვილმა მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს გვერდი აუარა და შესაძლოა მომავალში ხელისუფლების პოლიტიკის უპირობო მხარდამჭერ პრეზიდენტად მოგვევლინოს.

საქართველოს პრეზიდენტმა პარასკევს გამართულ პრესკონფერეციაზე მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ჩარევას არ აპირებს.

ასევე მან თქვა, რომ პრეზიდენტი არ არის ის პირი, რომელსაც შეუძლია მისცეს რამე რჩევა თუ მითითება ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შედგეს უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა სია.

„პრესკონფერეციაზე რეალურად არაფერზე საუბარი არ ყოფილა. არც შეფასება ყოფილა, თუ რა ხდება ქვეყანაში; არც იმის შეფასება, თუ რა ხდება ქვეყნის გარეთ. ყველა საკითხს აუარა გვერდი და განაცხადა, რომ ეს მის კომპეტეციაში არ შედის გარდა ერთისა, როდესაც ლაპრაკი იყო ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონზე.

„თუ მას სათქმელი სხვა არაფერი ჰქონდა, არ მგონია, რომ ამისთვის პრესკონფერეციის მოწვევა იყო საჭირო. რატომ მოიწვია პრესკონფერეცია, გაუგებარია. მან ფაქტობრივად თქვა: „მე ყველაფერზე ხელს დავიბან".

„თუ ამ განცხადებით ვიმსჯელებთ, მოლოდინი ბევრი არაფრის არ უნდა გვქონდეს. მომავალში ის იქნება ან საერთოდ არაფრის მთქმელი, ან ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერი. უფრო მეორეა მოსალოდნელი, რომ იყოს პოლიკიტიკის მხარდამჭერი," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

მან პრეზიდენტის ის გადაწყვტილებაც შეაფასა, რომლის მიხედვითაც იგი უარს ამბობს საპრეზიდენტო ხელფასსზე და აცხადებს, რომ მას საფრანგეთის დაგროვებითი პენსია სრულებით ეყოფა. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ჯობდა ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ხელფასზე უარი არ ეთქვა და ქველმოქმედებისთვის სწორედ საფრანგეთიდან მიღებული პენსია გაეღო.

„ეს თითქოს, ასე ვთქვათ, დიდსულოვანი ჟესტია, მაგრამ, მეორე მხრივ, თავმოყვარეობის საკითხიცაა. როდესაც პეზიდენტი გყავს საფრანგეთის პენსიონერი, ეს საერთოდ ნორმალურად აღიქმება?! ჯობდა პენსია არ აეღო და თუ იურიდიული მხარე ხელს არ უშლიდა, ის პენსია გადაერიცხა საქველმოქმედო ფონდში. ეს გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ის, რაც თქვა. იმიტომ, რომ ახლა გამოდის, რომ ჩვენი პრეზიდენტი არის საფრანგეთის პენსიონერი.

„მე, ყოველ შემთხვევაში, ასეთ სიტუაციას არანორმალურ ვითარებად აღვიქვამ. არ მგონია, რომ ასეთი რამ უნდა გააკეთოს საქართველოს პრეზიდენტმა," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ჩაწერა სახელი
1234 (12.01.2019)
კახელებს აქვთ ერთი კარგი გამოთქმა "ვირო მადლი ..." ამ ქალბატონს არც თავისი წარმომავლობდა დაუმალია და არც წარსული და არც შემოსავლის წყარო. აპირებს თავისი შემოსავლის ნაწილი ქველმოქმდებისთვის გამოიყენოს და ფონდი დაარსოს რომელიც სახელმწიფოს ბიუჯეტზე არ იქნება ჩამოკიდებული. რა არის ამაში ცუდი? ასევე რა არის იმაში ცუდი რომ უწიგნურ ჟურნალისტებს და პანდიტებს ასწავლის რომ პრეზიდენტი არ უნდა ჭორაობდეს და ლანძღავდეს ხელისუფლების დანარჩენ შტოებს? ან რა არის იმაში ცუდი თუ კანონით ცილისწამების და დეზინფრომაციის გავრცელება აიკრძალება? დეზინფორმაციამ და ცრუ ამბების გავრცელებამ უკვე გამოიწვია ერთი გენოციდი - მუამარის გენოციდი. საქართველოში კი უკვე ტელევიზიები (რუსთავი 2) ავრცელებენ დეზინფორმაციას და ცრუ ამბებს. პუტინის ტელევიზიებსაც კი შეშურდებათ. ეს პანდიტები, ამ დემაგოგის ჩათვლით, სჯობს მოეშვან ქილიკს და ჭორაობას და ფაქტებზე დაფუძვნებული კრიტიკა შესთავაზონ მკითხველს. ფაქტი კი ის არის რომ ქართული პოლიტიკური ელიტა სრულად დისკრედიტირებულია. ოპოზიას მართავს მისჯილი კრიმინალი ყოფილი პრეზიდენტი რომელიც სასჯელს ემალება და რომელიც მულტიმილიონერის ცხოვრებით ცხოვრობს. მისი პარტიაც ასევე გაურკვეველი წყაროებით ფინანსდება. ანგარიჟირებული "ქართული" არასამთავროები (მაგალითად "გამჭვირვალობა" და "საია") სინამდვილეში არ არიან ქართული ასოები და უცხოეთიდან ფინანსდებიან. ამის არ სცხვენია? ასე რომ ფრანგი პენსიონერის საქართველოს პრეზიდენტობა რომელსაც ქველმოქმედების სურვილი აქვს და ჟურნალისტებთან არ ჭორაობს, ყველაზე ნაკლები სირცხვილია საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში.

2019 (12.01.2019)
საქმე ეხება ქართველი ხალხის დიცინვას, ვითომ ხელფასზე უარის თქმის შესახებ, ეს უკვე მოდად იქცა და გამპრავებლებიც გამოუჩნდა, ვითომ როგორც დიდი მეცენატური ქმედება...პრეზიდენტობის კანდიდატს ზურაბიშვილს ქართველმა მეწარმეებმა 5მლნ-მდე ლარი ჩაურიცხეს, არ მითხრათ ეს ნებაყოფილებითი იყო, ეხლა იქმნება ახალი პრეზიდენტისა და პრემიერის ერთობლივი ფონდი, სადაც ასევე ბიზნესი ჩარიცხავს ფულს, რაღაც სარგებლის გამო, ან იძულების გამო, არადა საქართველოში ფარული ეკონომიკა არის 65%-შეადგენს, ე.ი.ყველაფერი ეს სახელმწიფოს ხალხს აკლდება და ეს ბლეფი არავის არ სჯერა...