ია აბულაშვილი
(11.01.2019)

 "ძნელი სათქმელია, ბესელიას ჩართვა ორშაბათს იქნება თუ არა არსებითი ცვლილებების მომტანი. გააჩნია, რა აქვს მას სათქმელად მომზადებული. ხშირად არის მუქარა, აი, ვიტყვიო, მაგრამ მერე არსებითი არაფერი ითქმება-ხოლმე. ამიტომ შეიტანს თუ არა რაიმე ცვლილებებს ბესელია ამ პროცესში, ეს ცოტა გაზვიადებულად მეჩვენება" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ეკა ბესელიას მუქანარევ პასუხს ივანიშვილის განცხადებაზე.

"მესმის, რომ გარკვეული ჯგუფები ითხოვდნენ ივანიშვილის განმარტებას ამ საკითხზე, მაგრამ მე მაინც მეგონა, რომ იგი ხალხის რეაქციას დაელოდებოდა. თანაც ბესელია საერთოდ წავიდა ქალაქიდან და გარკვეული თვალსაზრისით ტაიმ-აუტი აიღო; არ ჩაერთო უშუალოდ ამ დაპირისპირების პროცესში. ივანიშვილისაც ჰქონდა დრო და თუ უნდოდა მრავალწერიტილის დატოვება, განცხადებას არ გააკეთებდა და იქნებოდა მრავალწერტილი.

არის თუ არა ივანიშვილის განცხადება მოსამართლეების 10-კაციანი სიის გასაყვანად მწვანე შუქი, პირადად მე ტექსტის წაკითხვისას არ დამრჩა ამის განცდა. მას ცალსახად არ უთქვამს, რომ ამ სიას მხარს უჭერს, არც გაუკრიტიკებია, რას ერჩით ამ სიასო. მაგრამ მქონდა განცდა, რომ მოუხერხებლად გაკეთებული ფორმულირება იყო და თუ ადამიანი მინდომებდა, ამ პოზიციის ამოკითხვა მის ტექსტში შეეძლო.

ვფიქრობ, უკეთესი იქნება, და ივანიშვილს ეს არაერთხელ გაუკეთებია, თუკი ის განმეორებით, ინტერვიუს ფორმით ან სხვა ტიპის განცხადებით დააზუსტებს იმას, რაც გარკვეული ნაწილისთვის ორაზროვანი რჩება," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

ჩაწერა სახელი