ია აბულაშვილი
(09.11.2018)

 "ჩვენ "ოცნების" ძველი გვარდია რეგიონებში უკვე ვხვდებით მოსახლეობას," - აცხადებს ცნობილი მსახიობი და კინორეჟისორი გოგი ქავთარაძე, რომელიც იმედოვნებს, მეორე ტურში საზოგადოების აქტივობა მაღალი იქნება, რადგან ძალიან ბევრმა უკვე გააცნობიერა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ექნება მათ სწორ არჩევანს ქვეყნის საკეთილდღეოდ.

"ალბათ ყველა უნდა დავირაზმოთ და ვიყოთ ფხიზლად, რომ დემაგოგები არ შემოგვეპარონ. ვფიქრობ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა უკვე კარგად გააცნობიერა, რა დიდი მნიშვნელობა ექნება მათ სწორ არჩევანს ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენ "ოცნების" ძველი გვარდია რეგიონებში უკვე ვხვდებით მოსახლეობას რათა მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა გაკეთდა "ოცნების" ხელისუფლების დროს, ფაქტია, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ამის შესახებ არ იცოდა. ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს სამომავალოდ. იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან მართლები ვართ, სიმართლე კი ყოველთვის იმარჯვებს. ჩვენ ფხიზლად ვართ და ამ სიფხიზლეს გონებასაც ვაყოლებთ," - განაცხადა "რეზონანსთან" გოგი ქავთარაძემ.

ჩაწერა სახელი