ია აბულაშვილი
(09.11.2018)

 "კონსტიტუცია არ ადგენს ვადას და დღეს, როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები, თუმცა არსებობს კონსტიტუციური ჩვეულება, რომ საქართველოში ყოველთვის არჩევნები კვირა დღეს ტარდება" - ასეთ განმარტებას აკეთებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ოპოზიციის ბრალდებაზე, რომ ხელისუფლება ზეწოლას ახდენს ცესკოს თავმჯდომარეზე მეორე ტური შუა კვირაში დანიშნოს.

"კონსტიტუციის თანახმად, მეორე ტურის თარიღი უნდა დაინიშნოს პირველი ტურის ოფიციალური შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე. თუ ცესკო ოფიციალურ შედეგებს გამოაცხადებს 17 ნოემბერს, ეს შაბათი დღეა, მაშინ გამოდის, რომ ორი კვირის თავზე, 1 დეკემებერს უნდა დაინიშნოს მეორე ტური. ოპოზიცია აპროტესტებს, რომ მეორე ტური არ დაინიშნოს სამუშაო დღეს. მართალია, კონსტიტუცია არ ადგენს ვადას და დღეს, მაგრამ არსებობს კონსტიტუციური ჩვეულება, რომ საქართველოში არჩევნები ტარდება ყოველთვის კვირა დღეს. ამიტომ თუ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია საბოლოო შედეგებს 11 ნოემბერს გამოაცხადებს, ეს არის კვირა დღე, მაშინ არჩევნები უნდა ჩატარდეს 25 ნოემებერს კვირა დღეს" - განაცხადა "რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილმა.

ჩაწერა სახელი