ია აბულაშვილი
(09.11.2018)

 გავრცელებულ ინოფრმაციას, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ეკა ბესელიამ შესაძლოა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თანამდებობა დატოვოს და პარლამენტის სპიკერატში გადაინაცვლოს, ხოლო ამ თანამდებობაზე მის შემცვლელად დეპუტატი ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა განიხილება, უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია არ ადასტურებს ამბობს, რომ მეორე ტურამდე საკადრო ცვლილებებზე საუბარი არასერიოზულია.

"მე არ ვიცი ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციებს, პირადად მე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეკა ბესელიამ შეიძლება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს, არ გამიგია და ამაზე საუბარი "ოცნებაში" არ ყოფილა. ჯერ-ჯერობით ცვლილებები ვერ იქნება, რადგან წინ მეორე ტური გველოდება. ახალ როცა მობილიზება ხდება მეორე ტურისთვის, არასერიოზულია საუბარი ვინ სად გადავა და ვინ ვის ჩაანაცვლებს. ჩვენ სერიოზულად ვემზადებით მეორე ტურისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტური "ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვებით დასრულდება. რაც შეეხება ცვლილებებს, ცვლილებები მეორე ტურის შემდეგ აუცილებლად იქნება," - განაცხადა "რეზონანსთან" ნუკრი ქანთარიამ.

ჩაწერა სახელი