ია აბულაშვილი
(12.10.2018)

 "ქართულმა ოცნებამ" თავისი პოლიტიკური რესურსი ამოწურა და ამ ფომით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ვერ მივა, იგი ახალმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ჩაანაცვლოს" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე გაესაუბრა.

"რეზონანსი": ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო ფონი საკმაოდ აგრესიულია და ძალიან წააგავს 2012 წლის წინასაარჩევნო გარემოს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

იგორ კვესელავა: თუ მხედველობაში გაქვთ კომპრომატების ომი, რომელიც არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო გამძაფრდა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს ახალი მოვლენა არ არის და ერთგავარ სენადაც იქცა. ამგვარი ამბები ჩვენზე უფრო განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება, თუმცა იქ ბრძოლა პოლიტიკურ თემებთან არის დაკავშირებული და არა ადამიანის პირად შეურაცხყოფასთან. რაც შეეხება ჩანაწერებს, რომელებიც ბოლო დღეებში ვრცელდება, დღეს ისეთი ტექნოლოგიები არსებობს, რომ ნებისმიერი ჩანაწერის გაკეთება შეიძლება და მერე ადამინი არის სულ თავდაცვაში.

"რ": ბიძინა ივანიშვილსაც ხომ არ მოუწევს თავის დაცვა, მისმა სახელმაც გაიჟღერა ამ ჩანაწერებში. იგი შეპირდა საზოგადოებას, რომ თავის პოზიციას დააფიქსირებდა...

ი.კ: არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ისე დაწვრილმანდეს რომ ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით რაიმე კომენტარი გააკეთოს. რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, დარწმუნებული ვარ იგი აუცლებლად დააფიქირებს თავის პოზიციას, სავარაუდოდ არჩევნებამდე სამი დღით ადრე. შეიძლება ბიძინა ივანიშვიმა ბევრი არ ილაპარკოს, მაგრამ მისი პოზიცია საზოგადოებისთვის გასაგები იქნება.

"რ": როგორც ექსპერტები ამბობენ, საარჩევნო რეჟიმში ბიძინა ივანიშვილი კრიტიკული არ იქნება თავისი გუნდის მიმართ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ არჩევნების შემდეგ სამთავრობო ცვლილებები მოხდეს?

ი.კ: ცვლილებები აუცილებელია და ვფიქრობ, რომ "ოცნება" ამ ფორმით ვეღარ დარჩება, მან თავისი პოლიტიკური რესურსი ამოწურა და "ოცნების" პოლიტიკური თავლა ნაგვისგან უნდა გაიწმინდოს. დღეს მმართველ გუნდში უმრავლესობა ხელისუფლებით ტკბება, პარლამენტშიც სულ 3-4 კაცი გამოდის და რაღაცას ამბობს, დანარჩენებს კი სძინავთ. არ ვამბობ, რომ "ოცნება" უნდა დაიშალოს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ისევ მისი წიაღიდან მოხდება ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენა, რომლის ინიციატორიც შეიძლება ბიძინა ივანივშილიც იყოს, დარწმუნებული ვარ რომ ძველი სახეები ვეღარ მოხვდებიან. "ოცნება" ამ ფორმით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ვერ მივა.

"რ": ისევ არჩევნების თემას დავუბრუნდეთ, თქვენი აზრით, გამარჯვების რა შანსები აქვთ არჩევნებში მონაწილე საპრეზიდენტო კანდიდატებს?

ი.კ: "ნაცმოძრაობის" საარჩევნო კამპნია რევოლუციური მოწოდებების ფონზე მიმდინარეობს. ძალიან კარგად იციან, რომ ვერ გაიმარჯვებენ და მთავრი მიზანია არჩევნების გაყალბების მიზეზით ხალხი ქუჩაში გამოყვანონ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვონ. "ნაცმოძრაობის" საარჩევნო კამპნიის მთავარი მამოძრავებელი ძალა და ლოკომოტივი მიხეილ სააკაშვილია, კარგად გამოწვრთნილი როგორ ჩაატაროს არჩევნები. მაგრამ სააკაშვილი არ არის სახელმწიფო მოღვწე, იგი პოლიტიკური ლიდერია. პოლიტიკური ლიდერი კი ყოველთვის ასოცირდება არჩევნებთან, რევოლუციებთან, გადატრიალებებთან. სამწუხაროდ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ არასდროს არ გვქონია იმის ფუფუნება, ერთად გვყოლოდა სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.

რაც შეეხება "ევროპულ საქართველოს", შეიძლება ისე სახელგატეხილი არ არის, როგორც "ნაცმოძრაობა" და არც მათი კანდიდატის დავით ბაქრაძის მიმართ არის საზოგადოება მკვეთრად უარყოფიად განწყობილი, მაგრამ ამ გუნდის ზოგიერთი წევრი საზოგადოებისთვის მიუღებელია.

ჩემი პროგნოზით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვს "ოცნების" მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზცრაბიშვილს. მას ხმების მოგროვება არ გაუჭირდება, თავის მხარდამჭერიც ბევრი ჰყავს. სავარაუდოდ ამომრჩეველთა ხმების 51%-ს აიღებს.

 

ჩაწერა სახელი