ია აბულაშვილი
(12.10.2018)

 მოახლოებულ არჩევნებსა და "ოცნების" იმიჯზე რამდენად იმოქმედებს კომპრომატების ომი, რომელიც "ომეგა ჯგუფს" უკავშირდება და შეასრულებს თუ არა დანაპირებს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საზოგადოებას დაჰპირდა, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავის პოზიციას გააცნობდა?

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ბიძინა ივანიშვილი თავის პოზიციას არჩევნების ბოლო დღეს აუცილებლად გამოხატავს, რათა მისმა განცხადებამ ამომრჩეველზე იმუშაოს.

"საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება ხდება არჩევნებამდე 14 დღით ადრე და უკვე ნათელია, რა განწყობით მიდის ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან. თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, კომპრომატების ომი არჩევნებს უკავშირდება, რადგან ამომრჩევლის თვალში ეს თემა გაცილებით საინტერესოა. ანუ ეს არის არჩევნებისთვის გამიზნული პიარი, რომელსაც კარგად იყენებენ.

ივანიშვილი ალბათ მოვლენებს აკვირდება. ოქუაშვილმა თავად თქვა, რომ ბევრი ასეთი მასალა აქვს, დაელოდება ყველა ჩანაწერის გამოქვეყნებას და მერე გამოთქვამს თავის პოზიციას, სავარაუდოდ, არჩევნების მიწურულს - 26 ან 27 ოქტომბერს, რათა მისმა განცხდებამ იმუშაოს. იქნება თუ არა იგი კრიტიკული გუნდის მიმართ, ვერ გეტყვით. უფრო არა, რადგან საარჩევნო რეჟიმში განცხადებამ უნდა იმუშაოს და არა ქმედებამ, თუმცა არ გამორიცხავ, ბიძინა ივანიშვილმა თქვას, რომ პრობლემებს, რაც დღეს დგას, სერიოზულად მოვკიდებთ ხელსო. არც ის გამიკვირდება, რომ არჩევნების შემდეგ გუნდის გადახალისების საკითხი დადგეს" - განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

ჩაწერა სახელი