რეზონანსი
(12.07.2018)

ნატოს ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც 11 ივლისს გამოქვეყნდა,  საქართველოსთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ოღონდ აუცილებლად MAP-ის, როგორც ნატოში ინტეგრაციის განუყოფელი პროცესის, საშუალებით.

ნატოს  გენერალური მდივანი კვლავ ამბობს, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება. ამერიკის პრეზიდენტიც იგივეს ამბობს, ოღონდ ამატებს, რომ ეს ჯერ არ მოხდება. ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რას ფიქრობს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე, ტრამპმა თქვა:

“ვფიქრობ, გარკვეული თვალსაზრისით, მათ ამის შანსი ექნებათ, ოღონდ  ახლა არა”. 

გენმდივანი იენს სტოლტენბერგი კი კვლავ დამაიმედებელ განცხადებებს აკეთებს. 

"თქვენ ბრძანდებით NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაციული პარტნიორი და სანდო მეგობარი. ჩვენი პარტნიორობა აძლიერებს და უფრო უსაფრთხოს ხდის მსოფლიოს. ჩვენ მადლობას გიხდით საქართველოს კონტრიბუციისთვის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში. 

ვაფასებთ საქართველოს მსხვერპლს და წვლილს, რომელიც შეტანილია საერთ უსაფრთხოების საქმეში. საქართველო გახდება ნატოს წევრი. ალიანსის წევრებმა გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეს. 

ჩვენ თქვენთან ერთად გავაგრძელებთ წევრობისთვის მომზადებას. ჩვენთვის ძალიან შთამბეჭდავია თქვენი პროგრესი რეფორმებში და ეს რეფორმები უნდა გაგრძელდეს," - თქვა იენს სტოლტენბერგმა.

ჩაწერა სახელი