თამარ შუკვანი
(12.07.2018)

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრაში ეჭვმიტანილი ჯერ კიდევ არ არის იდენტიფიცირებული. ამავე დროს, როგორც შსს აცხადებს, მინდია გოგოჭური გამოძიებასთან არ თანამშრომლობს:

 

„2018 წლის 6 ივლისს, ძველი თბილისის სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ 1989 წელს დაბადებულ მინდია გოგოჭურს, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით ბარძაყის, მუხლისა და ქუსლის არეში მიაყენეს ჭრილობები. გოგოჭურს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"მინდია გოგოჭური მომხდართან დაკავშირებით გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და დაჭრის დეტალებზე არ საუბრობს. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს შემთხვევის ადგილის და დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური 5 ივლისს გვიან ღამით დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და ორივე ფეხზე, ბარძაყისა და წვივის არეში ოთხი გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ჩაწერა სახელი