ელზა პაპოშვილი
(14.06.2018)

 კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მან ზუსტად არ იცის რა სახის აქციებს აპირებს მაჩალიკაშვილი და მას პანკისელები რამდენად აჰყვებიან.

თუმცა, კონფლიქტოლოგის აზრით, ხეობის მცხოვრებლები ამ ხელისუფლების ლოიალური დამოკიდებულებით სარგებლობენ, რადგანაც სააკაშვილის დროს, პანკისელებს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს, გვამების დაკრძალვის საშუალებაც კი არ მისცეს.

მისი განცხადებით, ცოტა უხერხულია, როცა ხეობაში მაშინ უფრო მძიმე სიტუაცია იყო და მათ მსგავსი მწვავე რეაქცია, როგორც ახლა აქვთ, არ ჰქონიათ.

„რასაკვირველია, რომ ხელისუფლებას ამ ხალხთან ურთიერთობისას ბევრად უფრო მოქნილობა მართებს. მე პრეზიდენტის და პრემიერის ადგილას, ხეობაში ჩავიდოდი და ამ ადამიანებს მოვუსმენდი.

თუ თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილია, ეს გასაგებად უნდა ითქვას. თუ მხოლოდ ნაცნობობაშია ეჭვმიტანილი, ესეც უნდა აგვიხსნან. ვითარების შეფასება უნდა მოხდეს.

გასაგებია, რომ ამის გაკეთება რთულია, მაგრამ ქვეყანაში თუ სტაბილურობა გვინდა, ეს პრობლემა აქამდე მოგვარებული უნდა ყოფილიყო", - განაცხადა არეშიძემ „რეზონანსთან" საუბარში.

ჩაწერა სახელი