თამარ შუკვანი
(14.06.2018)

 „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის დაკავება სწორი გადაწყვეტილება იყო. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი და კანონი უზენაესია ამ ქვეყანაში. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პოლიტიკურ პარტიას და რომელ პოლიტიკურ სუბიექტს წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის ყველა აგებს პასუხს," - „რეზონანსთან საუბრისას განაცხადა ადვოკატმა, ქეთი ბექაურმა.

მარნეულში მომხდარს „სავალალო ფაქტი" უწოდა და აღნიშნა, რომ რეაგირება, რაც ხელისუფლების მხრიდან მოჰყვა, მისასალმებელია. მისი თქმით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუხებელი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი კანონის წინაშე პასუხს აგებს.

„მსგავსი რამ არ მახსენდება; წინა წლებში და წინა ხელისუფლების დროს, ხელისფლების მხრიდან მსგავსი ასეთი მტკიცე რეაგირება მე არ მახსოვს. კარგია, რომ ამ გზით მიდის დღევანდელი ხელისფლება. ეს არის სწორედ დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემა.

„პარლამენტის თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაც მოვისმინეთ; მე აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ირაკლის. სოლიდარული ვარ ამ განცხადების. მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს „ნაციონალური" პარტიის წარმომადგენელია, თუ „ოცნების" წარმომადგენელი" - განაცხადა ბექაურმა.

 

 

ჩაწერა სახელი