ეკატერინე ბასილაია
(17.04.2018)

 საპარლამენტო უმრავლესობა გაფართოებული შეკრებისთვის ემზადება, რადგან "ქართულ ოცნებაში" არა და არ ცხრება შიდა დაპირისპირება და ისევ ახალ-ახალი ბრალდებები თუ ახალი დაპირისპირებული ფიგურებიც კი ჩნდებიან.

ამჯერად გედევან ფოფხაძე, რომელსაც გუნდიდან წასვლა გადააფიქრებინეს, სოფო კილაძეს უპირისპირდება და მას ფაქსიმილეს გაყალბებაში ადანაშაულებს, კილაძემ კი საპასუხოდ ფოფხაძეს ჭორიკანა და ცილისმწამებელი უწოდა.

ასევე, ბექა ნაცვლიშვილმა უკვე დააანონსა, რომ ის, მართალია, უმრავლესობის გუნდს ახლა არ ტოვებს, მაგრამ მომავალ არჩევნეზე "ოცნებისგან" დამოუკიდებლად იყრის კენჭს.

აყველაზე ხმაურიანმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ კი ახალი ბრალდებები გაახმოვანა. თქვა, რომ ვანო ზარდიაშვილმა "ვისზე რა კომპრომატი უნდა მოაგროვოს, თვითონ კომპრომატია" და "ოცნების" სიაში მისმა შეყვანამ თავის დროზე კინაღამ გუნდის დაშლა გამოიწვია. ირაკლი კობახიძეს კი "რჩევა" გაუგზავნა, არითმეტიკისა და დისციპლინის წესების წერის ნაცვლად, საკუთარ თანაგუნდელებს დაუგდოს ყური.

ასევე, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, გედი ფოფხაძემ და ვანო ზარდიაშვილმა, რომლებიც ორი სხვადასხვა კომიტეტის პირველი მოადგილეები არიან, თანამდებობები გაცვალონ. კულუარული ინფორმაციით, შესაძლოა, ფოფხაძე ეკა ბესელიას მოადგილედ გადავიდეს, ზარდიაშვილი კი - სოფო კილაძის მოადგილედ. პარლამენტში ეს საკითხი აქტიურად განიხილება.

კულუარებში საუბრობენ იმასაც, რომ იმ ფონზე, როდესაც ზარდიაშვილსა და ბესელიას შორის და ასევე სოფო კილაძესა და გედევან ფოფხაძეს შორის არის დაპირისპირება, მათი გადანაცვლება იდეალური შესაძლებლობა იქნება. თავად ფოფხაძესაც მიაჩნია, რომ მისთვისაც უკეთესი იქნება და სწორი გამოსავალია, თუ ბესელიას მოადგილედ გადაიყვანენ.

ფოფხაძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სოფო კილაძის მოადგილეა და მისი განცხადებით, ის კილაძესთან უკვე თვეებია, არ ურთიერთობს.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილი კი დაპირისპირებულია კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან და ერთი თვის წინ "ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას მათ შორის დიდი კამათიც მოხდა, რის შემდეგაც ზარდიაშვილმა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა კიდეც.

ეკა ბესელიამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ გედევან ფოფხაძესთან ერთად მუშაობაზე უარს არ იტყოდა, რადგან მასთან თანამშრომლობის კუთხით პრობლემები არასდროს ჰქონია. შესაძლო გადანაცვლებაზე ინფორმაციას არ ფლობს სოფო კილაძე.

ცნობისათვის, გედევან ფოფხაძესა და სოფო კილაძეს შორის დაპირისპირება კვირას გახდა ცნობილი, როდესაც ფოფხაძემ "ტელეიმედთან" თქვა, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ მისი ფაქსიმილე უნებართვოდ გამოიყენა.

"მოხდა რაღაც კონფლიქტი ჩვენ შორის, მივლინებაში ყოფნის დროს ჩემი ფაქსიმილე ჩემი ნებართვის გარეშე გამოიყენა. მე ვერ გავიგე, ეს რატომ გააკეთა და აღარ მაინტერესებდა ამ ადამიანთან ურთიერთობა. მოვიკითხე, ვთქვი, "ხალხო, ამას რატომ აკეთებს ეს ადამიანი?", ეს ხომ სისხლის სამართლის დანაშაულია", - ამბობს ფოფხაძე და დასძენს, რომ ეკა ბესელიასგან "მხარდაჭერას, თანადგომასა და ადამიანურ სოლიდარობას ყოველთვის განიცდის" და მას გუნდში ბევრი თანამოაზრე ჰყავს.

"მე მყავს ძალიან ბევრი ღირებულებითი თანამოაზრე. დათო ჭიჭინაძის მხრიდან აქტიურობა, ლევან კობერიძის გვერდში დგომა, ზაზა პაპუაშვილის განსაკუთრებული პოზიცია, რუსლან პოღოსიანი ჩემი მეგობარია, ლევან გოგიჩაიშვილი, კობალაძე, გია კოპაძე, ირაკლი აბუსერიძე ჩვენთან მოიაზრებიან", - განაცხადა ფოფხაძემ.

მოხდა თუ არა კილაძის მხრიდან ფაქსიმილეს გაყალბება, ამასთან დაკავშირებით გედევან ფოფხაძემ უკვე გუშინ კომენტარი არ ისურვა, თუმცა ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან მას ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა აქვს და ისიც დაადასტურა, რომ ის სხდომებს იშვიათად ესწრება.

"გედევან ფოფხაძე არის ცილისმწამებელი კაცი, ჭორაობასა და ცილისწამებას ურჩევნია, საქმე აკეთოს, რაშიც ის ხელფასს იღებს", - ასე გამოეხმაურა მოადგილის ბრალდებას სოფიო კილაძე. მან აღნიშნა, რომ "ფოფხაძე საერთოდ არ დადის კომიტეტის სხდომებზე, საქმის გაკეთებაზე რომ არაფერი ითქვას".

"როგორ შემეძლო, გამეყალბებინა ფაქსიმილე, როცა ქვეყანაში ფიზიკურად არ ვიყავი. ვიყავი ჩინეთში და თუ ჩინეთიდან შეიძლება ფაქსიმილეს გაყალბება, მაშინ კი, ბატონო, დანაშაული ჩამიდენია. გარდა ამისა, იურისტმა კაცმა უნდა იცოდეს, რომ თუ დანაშაული მოხდა და ის ამას ფარავდა, თავად უნდა მიეცეს პასუხისგებაში. მაშინ გედის პასუხისმგებლობაზეც ვიფიქროთ", - ამბობს კილაძე.

ხმაურიანი განცხადებების სერია გუშინ ისევ გააგრძელა დავით ჭიჭინაძემაც. მისი თქმით, ირაკლი კობახიძეს, არჩილ თალაკვაძეს და მამუკა მდინარაძეს თანამდებობების დაკავების მორალური უფლება არ აქვთ. ისინი პრემიერ-მინისტრს უპირისპირდებიან, რაც მიუღებელია.

იგი, ასევე, ლანძღავს ვანო ზარდიაშვილს, რომელიც, მისი თქმით, კომპრომატებს აგროვებს კობახიძესთან დაპირისპირებულ დეპუტატებზე. "ზარდიაშვილმა ვისზე რა კომპრომატი უნდა მოაგროვოს, თვითონ კომპრომატია, მისი ბინძური წარსულიდან გამომდინარე", - ამბობს დეპუტატი.

მისი თქმით, მიუღებელია კობახიძის მიერ ეთიკის წესების წერაც.

"ვიღაცები აქ თვლიან, რომ ვიღაცამ აქ დისციპლინა დაარღვია. ამ საუბარს თუ არ დაამთავრებენ, მათი პოლიტიკური ცხოვრება დამთავრდება საკმაოდ წარუმატებლად... მე არსად არ მითქვამს, რომ კობახიძე უნდა გადადგეს, ის ადამიანი თვითონ იძახის, რომ ჩემს გადადგომას 50 ხელმოწერა უნდაო. სულ არითმეტიკითაა დაკავებული და ვურჩევ, რომ დეპუტატებთან ურთიერთობების დალაგებით დაკავდეს", - ამბობს ჭიჭინაძე.

უმრავლესობაში არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო გაამძაფრეს "სოციალისტებმა." ბექა ნაცვლიშვილი მისი ფრაქციის ინიციატივების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მმართველი გუნდის დატოვებით იმუქრება. ერთ-ერთი შეუთანხმებელი საკითხი საპენსიო რეფორმას ეხება.

"ჩვენ ველოდებით უმრავლესობის შეხვედრას, სადაც უმრავლესობაში არსებული პრობლემური საკითხები უნდა განვიხილოთ. ჩვენ ძალიან ბევრი ინიციატივები გვექნება. თუ მას არ ექნება მხარდაჭერა და არც იქნება ამ საკითხებზე მომავალი დისკუსიის საფუძველი, მაშინ გადაწყვეტილებას მივიღებთ, დამოუკიდებლად გავაგრძელებთ პოლიტიკურ ცხოვრებას. მე დღესაც შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად ვაპირებ მონაწილეობის მიღებას", - აცხადებს ნაცვლიშვილი.

უმრავლესობის სხდომას "ოცნების" ყველა დეპუტატი მოუთმენლად ელოდება, რადგან სწორედ ამ შეკრებაზე გადაწყდება, რა იქნება შემდეგ - რა თამაშის წესებზე შეთანხმდებიან და შეძლებენ თუ არა ერთმანეთზე გადამტერებული დეპუტატების დროებით მაინც შერიგებას.

ჩაწერა სახელი
გია (17.04.2018)
კილაძე კაცია,ოღონდ დედაკაცობას თამაშობს! ჰერმოფროდიტია! რას გავს ეს სოფო კილაძე! რომ ვხედავ,ფაღარათი მეწყება! ზარდიაშვილი რომელია? ის ხომ არა,სააკაშვილის დროინდელ პროკურორს, ადეიშვილს, რომ ფელაციოს უკეთებდა დილაობით? ფელაციოს დიდოსტატიაო ზარდიაშვილი!

თემო (17.04.2018)
ნაძირალა, არაკაც და ოცნების აქტივისტთა კუდში ჩამშობ დედააფეთქებულ ზარდიაშვილს რა ? დედის ხვნა !!!!!!